asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-09-13 16:05:33



– რო იძახი, სოლომონა ბრძენი ვარო, ახლა ერთ კითხვას მოგცემ და მიპასუხე.
– მიდი, აპა!
– ჯანმრთელობაა მთავარი თუ ბედნიერება?
– რა თქმა უნდა, ბედნიერება.
– არაა მართალი.
– რეიზა, სიმონ?
– რეიზა და მე, მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ ბედნიერებას შევხვდი, მარაჯანი და ჯანმრთელობა არ მეყო.
* * *
– ამბობენ, კაცს რომ სხვა ჯიბეში ხელს ჩაუყოფს – ცოლი გაექცევაო.
– არიქა, ჩამიყავი, რა, თუ კაცი ხარ!
* * *

რესტორანში:
– ოფიციანტ, ღორის მწვადი შეიძლება?
– მე რა ვიცი, წადი და ექიმს კითხე!
* * *

განცხადება
"ქართველმა მეცნიერებმა არნახულ შედეგს მიაღწიეს. მათ შეაჯვარეს ჩაის ფინჯანი და მაგნიტოფონი. დაისხამ თუ არა ჩაის, მაგნიტოფონი ყვირის: ჩაყარე შაქარი!".
* * *

– ძალიან მიყვარს მწვანილი, გუშინ იმდენი ვჭამე, მუცელი ამტკივდა და ექიმთან წავედი.
– გიშველა რამე?
– იმან – ვერა. მერე ვეტექიმთან ვიყავი და მომარჩინა.
* * *

ახალგაზრდა ქალი ექიმს მიმართავს:
– ექიმო, ჩემი ქმარი ძალიან ავადაა, არ ვიცი, რა ვუყო.
– პირველ რიგში, საჭიროა დიაგნოზის დასმა.
– როგორ, ექიმო?
– აი, მაგალითად – გაიხადეთ...
– რატომ, ექიმო?
– გაიხადეთ, გაიხადეთ და მაჩვენეთ, სად სტკივა თქვენს ქმარს...
* * *

– ნავთლუღის ერთ–ერთ ქუჩაზე დატბორვა მოხდა, მცხოვრებლები მადლობას უხდიან ქარხნის დირექციას.
– რისთვის?
– სპირტის ქარხნის მილი გასკდა...
* * *

ქუთაისელი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიჩითა. საღამოა და ადმინისტრატორი ურეკავს:
– თქვენ ყავა ლოგინში?
– რაის ლოგინში, ჩაშკაში, სიმონ!
* * *

საჩხერელ ლამზირიას შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო სატელევიზიო გადაცემაში "მე თვითონ".
– არა, არ შემიძლია, – გაინაზა ლამიზირია, – მე თვითონ რაფერ ახლა?! ჯემალიე რო იყოს, კი, ბატონო...
* * *

– ოფიციანტ!
– გისმენთ, ბატონო.
– მე ხბოს ხორცი შეგიკვეთეთ.
– ხბოა, ბატონო.
– ეს თუ ხბოა, მე მაშინ ჩინეთის იმპერატორი ვარ.
– ვაა, ასე ახალგაზრდა და უკვე იმპერატორი!
* * *

ზესტაფონელი რესტორანში შევიდა:
– გამეიხედე, ბიჭო, შენ აქეთ, შოთაია ხარ თუ რაცხა ჯანდაბა გქვია, მაგარი სასმელი მამიტანე, გაბრაზებული ვარ!
– ვოტკაი?
– არა, უფრო მაგარი.
– კანიაკი?
– მეტი არაფერი გაქ, თავში რო დამარტყას?
– რავა არა, ბატონო, პივა გვაქ ჩაქუჩით...
* * *

რუსულ–ქართული ლექსიკონი:
"აგურჩიკ" – პაწია აგური.
"სოლისტ" – სოლების ჩამრჭობი.
"ზავტრაკ" – საჯდომის გამგე.
* * *

– გასივდა გული, გასივდა! ყველა ჩემს ჯინაზე იქცევა, ცოლიც, შვილიც, სიდედრიც! – ბღავის მიხო რესტორანში, – მაგარი სასმელი მაიტა, ჯოო! ყველაი ჩემი ჯინი აქ!
– ჯინი გვაქვს ცივი, – შესთავაზა ოფიციანტმა.
– ვააა, ეგეცაა, კაცო?!..
* * *

– თუ შეიძლება, გაზიანი წყალი დამისხით.
– სიროფით თუ უსიროფოდ?
– უსიროფოდ, თუ შეიძლება.
– ლიმონი თუ ნაღები?
* * *

– დედიკო, დედიკო, – ეხვეწება პატარა კანიბალი დედას, – კონსერვი მინდა, რა..
– ეგერ კუთხეში ორი კუბოა, გახსენი და ჭამე.
– ეგეთი არ მინდა, შოკოლადის მინდააა!..
– კაი, შვილო, ამ შუაღამეზე ზანგი საიდან ამოვთხარო?!
* * *

– გოგონი, რამე რო იყოს, არ მამცემ? – ეკითხება მიხო გოგოს.
– შენ 100 ლარს მამცემ?
– აჰა, 100 ლარი, მამეცი ახლა.
– გმადლობთ, აჰა, კარამელი...
* * *

– ძვირფასო, რას იზამ, თუ გაიგე, რომ გიღალატე?
– პირველად, ეგ თუ გავიგე – თავს მოგჭრი, აი მეორედ კი – მოგკლავ!
* * *

– ჩემამდე ვინმე გყავდა, თეონა? – ეკითხება საქმრო.
– რაღა დაგიმალო და კი.
– ვინ იყო?
– რა ვიცი, თვითონ არ უთქვამს და როგორ მოგატყუო!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online