asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-09-10 10:24:10



* * *
წინა დღის ნაქეიფარ მეუღლეს დილით ცოლი დაკითხვას უწყობს:
– რამდენი დალიე?
– 50 გრამი, – პასუხობს ქმარი.
– რა 50 გრამი, წუხელ ფეხზე ძლივს იდექი?!
– 50 გრამი... ტროტილის ექვივალენტში...
* * *

ცოლი საყვარელთან მიდის სხვა ქალაქში. ეჭვიან ქმარს კი ეუბნება, რომ ნათესავი გარდაეცვალა და გასვენებაში მიდის. ქმარი გაშვებაზე დაეთანხმა, ოღონდ დედა გააყოლა. ქალაქში ჩასულებს ორი მანქანით დახვდნენ, ცალკე ჩასვეს და წაიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ უკან გამომგზავრებისას რძალი დედამთილს ეკითხება:
– დედა, სახლში რა უნდა ვუთხრათ?
– შვილო, არ ვიცი, შენ როგორ, მაგრამ მე ორმოცზეც ჩამოვალ და წლისთავზეც...
* * *

ტელეფონი რეკავს:
– ალო, გივი, შენ ხარ?
– კი, გივი ვარ!
– გივი, მინდა გაგახარო, შენგან ფეხმძიმედ ვარ!
– თქვენ არასწორად აკრიფეთ ნომერი...
* * *

შვილიშვილი ბაბუას ეკითხება:
– ბაბუ, მართალია, რომ ომში ორი თვითმფრინავი ჩამოაგდე?
– კი არ ჩამოვაგდე, საწვავი დავაკელი, – პასუხობს ბაბუა.
* * *

ხნიერი ცოლ–ქმარი ლოგინში წევს. ქალი ამოიოხრებს და მეუღლეს ეუბნება:
– გახსოვს, ახალგაზრდა რომ იყავი, ძილის წინ ხელს ხელზე მიჭერდი.
ქმარი უსიტყვოდ იღებს მის ხელს და უჭერს.
– გახსოვს, ახალგაზრდობაში ძილის წინ შუბლზე მკოცნიდი.
ქმარი გაჭირვებით წამოიწევა და შუბლზე აკოცებს.
– გახსოვს, როდესაც ახალგაზრდა იყავი, ძილის წინ ყელზე მკბენდი.
ქმარი ხმის ამოუღებლად ადგება და გადის.
– სად მიდიხარ? – ეკითხება გაკვირვებული ცოლი.
– კბილებს ჩავისვამ.
* * *

კაცს აირწინაღი უკეთია და ბალახს თიბავს. ქალი გაივლის, დაინახავს და ეკითხება:
– რას აკეთებ?
– ბალახს ვთიბავ, – პასუხობს კაცი.
– აირწინაღით რატომ?
– სირთულეები მიყვარს.
– მიაფურთხე მაგ სირთულეებს და წამოდი, ერთმანეთს მოვესიყვარულოთ.
კაცი დაფიქრდა და ეუბნება:
– კარგი, წავიდეთ, მხოლოდ ჰამაკში და ფეხზე დგომით.
* * *

მთვრალი მიხო საპირფარეშოში შევა და შარვალში ხელებს აფათურებს. გაბრაზებული მაროს გასძახებს:
– მარო, რამდენჯერ გითხარი, აიღე, იხმარე, ადგილზე დადე!
* * *

ქმარი:
– სადა ხარ, ჩემო ფისუნი? სადა ხარ, დამენახვე.
ცოლი სამზარეულოდან გამოსძახებს:
– აქა ვარ, ძვირფასო!!!
– გაჩუმდი, სულელო! მე ჩვენ ფისოს ვეძებ!
* * *

ახალმა რუსმა ხელი მოიტეხა და ექიმთან მივიდა. გასინჯვის შემდეგ ექიმი ეუბნება.
– თქვენ მოტეხილობა გაქვთ, თაბაშირი უნდა დაგადოთ.
– რა თაბაშირი, მარმარილო დაადე, პრობლემა არ არის, ფულს გადავიხდი!
* * *

კარებზე აკაკუნებენ.
– ვინ არის?
– მე თქვენი ექიმი ვარ.
– ბოდიში, ექიმო, ვერ მიგიღებთ, თავს ცუდად ვგრძნობ.
* * *

სასამართლოში განქორწინების საქმეს განიხილავენ. ცოლ–ქმარს სამი შვილი ჰყავს. იყოფენ ბავშვებს. ცოლი ამბობს:
– ორი შვილი ჩემია.
– არა, ორი შვილი მე მეკუთვნის, – ამბობს ქმარი.
არც ერთი თმობს. გავიდა ნახევარი საათი. ისევ კამათობენ. მოსამართლეს მათი მოსმენა მობეზრდება და ეუბნება:
– ახლა წადით და ერთი წლის შემდეგ მოდით, როცა მეოთხე შვილს გააჩენთ!
* * *

ჯიბის ქურდს ქუჩაში მოტოციკლისტი დაეჯახება და გაიქცევა. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი დაზარალებულს ეკითხება:
– ნომერი დაიმახსოვრეთ?
– არა, – პასუხობს დაზარალებული, – მაგრამ მისი საფულე მაქვს.
* * *

ღამეა. პოლიციელ ქმარს და მის მეუღლეს სძინავთ. უცბად ქმარი ძილში ყვირის:
– მანქანა, მანქანა, გააჩერე! გააჩერე–მეთქი, გეუბნები!..
ცოლს გამოეღვიძება და ქმარს ნაზად ჩასძახებს:
– მშვიდად, მშვიდად... ცარიელი მიდის, ცარიელი...
* * *

სკოლაში საკლასო წერაა. თხზულების სათაურია "ჩემი მამა". პატარა გოგი წერს:
– ჩემი მამა ყველაზე ძლიერია, ყველაზე მამაცია! მას შეუძლია ნიანგებით სავსე ყველაზე განიერი მდინარის გადაცურვა. ყველაზე მაღალ მთაზე აცოცება და შიშველი ხელებით დათვის ან ლომის მოკვლა, თუმცა სახლში ჭურჭელს, სარეცხს რეცხავს და ნაგავი გააქვს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online