asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-08-23 13:53:33



– მამი, გედს რატომ აქვს გრძელი კისერი?
– იმიტომ, რომ იხვზე ლამაზი იყოს.
– არ დაუჯერო, შვილო, – საქმეში ერევა დედა, – გრძელი კისერი იმიტომ აქვს, რომ ტბაში არ დაიხრჩოს.
. . .
მასწავლებელმა სკოლაში ბავშვის მამა დაიბარა.
– ერთი ეს მითხარით, – ეკითხება მშობელს, – ვინ ასწავლის ასეთ ყურშიარშესაშვებ და უზრდელურ სიტყვებს თქვენს შვილს?
– მე საიდან უნდა ვიცოდე, მე მაგის ოხერი და ბოზი დედა მ...
. . .
– ეს რა სიძე შამხვდაა, – ქრთქოთებს კახელი მარო, – შამჭამა ქალი, ცოცხლად შამჭამა, ხალხოო!
– მაგასაც გემოვნება ჰქონია, რა, – ხითხითებს შაქრო, – შენ შაჭმაი, ქაქი ეჭამნა, არაი ჯობდა?
. . .
ქუთაისელმა ჟიგული შეიყვანა პროფილაქტიკაში.
– რამინია, მიხედე ერთი ჩემ მაშინას, სიმონ, ძაან ბევრს წვავს.
– რას წვავს?
– რას და სიმინდის ტაროს ბუხარში! ბენზინს, შე ჩემა, ბენზინს.
. . .
მიხოს მანქანაში სიდედრი უზის. პატრულმა გააჩერა:
– გადმოიყვანე, ორივე უნდა შეგამოწმოთ, კაიფში ხომ არ ხართ.
– თქვენა, ხო არ გაგიჟდით, – ყვირის მიხო, – ძლივ მივაბი ღვედით. ეხლა რო ეგ ავუშვა, ხო ყველას დაგვჭამს!
. . .
– გოო, უცხო კაც უბეში ხელი როგო ჩააყოფინე!
– ვაა, მე რა ვიცოდი, თუ ფულის მოსაპარად მიყოფდა?
. . .
ენაბლუ შვილი მამას ეუბნება:
– მმმმამა, ხუთი... ხუთი... ხუთი მმმანეთთთთი მმმმომეცი.
– წესიერად თქვი, თორემ მაგი თხუთმეტი გამოვიდა.
. . .
– აუ, რა ზღაპრული ქორწილი გოდოუხადა გოგოს სილოვანა შტერმა, – ამბობს ერთი.
– რა იყო ზღაპრული და განსხვავებული?
– რა იყო და, სტოლზე ადგილი რო აღარ იყო არაფრის დასადგამი, ხინკალი შემეიტანეს, ეისროლეს ჰაერში და პირით ვიჭერდით, აბა, ხელებში სად გვეცალა.
. . .
ქუთაისელმა მანქანა შეიყვანა პროფილაქტიკაში.
– ნახე, ერთი, ყოველ ას კილომეტრზე მიდუღებს, – ეუბნება ხელოსანს.
– რას გიდუღებს, ჯიგარ?
– რას და კაკაოს, შე ჩემა.
. . .
დედის მონოლოგი:
– მე გულით მინდა, რომ ჩემი გოგო იმაზე კარგ კაცს გაჰყვეს, როგორიც მამამისი იყო და არამც და არამც არ მინდა, ჩემმა ბიჭმა იმაზე უკეთესი ცოლი მოიყვანოს, ვიდრე მამამისმა მოიყვანა თავის დროზე.
. . .
– რაია, ბუჯო, ეგი! – შეიცხადა ქუთაისელმა ძმაკაცის დანახვაზე, – შავი საროჩკა, შავი შარვალი, შავი ნასკები, შავი ტუფლები... მეიწი ერთი ახლოს, შილაფლავის სუნი ხვარ გიდის, შე უბედურო?
. . .
ბიჭიკია ქუჩაში მიდის.
– დაწექი, დაწექი ჩქარა! – ჩაესმა იდუმალი ხმა. ბიჭიკია ელვისებურად დაწვა და აცდა კიდევაც გასროლილი ბრმა ტყვია.
– შე დალოცვილო, – გაეპასუხა გადარჩენილი იდუმალ ხმას, – ცოლს რომ ვირთავდი, მაშინ სად იყავი, ვერ გადამარჩინე?
. . .
ოსი ტრავმატოლოგთანაა კონსულტაციაზე.
– აბა, ახლა მუხლი მოხარეთ.
– ლომელ მხალეს, ექიმო?
. . .
ორი ზესტაფონელი საუბრობს:
– იმისთანა ვიწრო ქორწილი გადაიხადა ბიქტორიამ, რომ მაყრები ცეკვის დროს ხელებს ზურგს უკან იკრავდნენ.
. . .
– შვილო, მე რომ პატარა ვიყავი, არასოდეს ვიტყუებოდი, – არიგებს მამა შვილს.
– არ უნდა გაზრდილიყავი შენ, არა! – კივის ცოლი.
. . .
რამინია გამგებლის მძღოლია და ჩქარა სიარული უყვარს.
– ნელა იარე, ბიჭო, ნელა, დაგიჭერენ, – აფრთხილებს შეფი.
– ამ რაიონში, ზახარიჩ, შენს მეტი მე ფეხებს ვერავინ მომჭამს, რომ იცოდე, – ამშვიდებს მძღოლი.
. . .
– თქვენი ქალიშვილი გააუპატიურეს, არა? – ეკითხება გამომძიებელი ანიკოს.
– დიახ.
– როგორ მოხდა?
– მშვენიერ კარგად.
. . .
მათემატიკის გაკვეთილზე.
– აბა, ბავშვებო, გამოიანგარიშეთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი. აბა, ქეთი, სად მუშაობენ შენი დედა და მამა და რამდენი აქვთ ხელსაფი?
– მამა სანტექნიკოსია და 240 ლარი აქვს ხელფასი. დედა ფირმაში ოფისმენეჯერია და 300 ლარი აქვს ხელფასი. ოჯახის ბიუჯეტი 540 ლარია.
– ყოჩაღ, ქეთი. აბა, აჩი, ახლა შენ იანგარიშე.
– მამა ბანკის პრეზიდენტია და 20 ათასი დოლარი აქვს ხელფასი, დედა სუპერმარკეტის მფლობელია და 12 ათას დოლარამდე იღებს თვეში. ოჯახის ბიუჯეტი 40 ათასია თვეში.
– ოო, ვერ იანგარიშე, აჩი, ორიანს გიწერ.
– ამ ჩემს ფეხებს. სამაგიეროდ ხოშიანად ვცხოვრობთ.
. . .
ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ კონსილიუმმა დაასკვნა, რომ პაციენტი აწი აღარ მოკვდება, რადგან იგი აბსოლუტურად ჯანმრთელი ყოფილა ოპერაციამდე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online