asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-08-17 10:49:20



– რით აიხსნება, როცა შვილი შინ მისულ მამას ფოსტლებს მიუტანს, ცოლი მონდომებით ამზადებს სადილს და სახლში ყველაფერი წესრიგშია?
– ისევ გაფუჭდა... კომპიუტერი.
. . .
– გოგი, – ეუბნება მასწავლებელი, – რამდენია ორს მივუმატოთ ოთხი? სწრაფად... სწრაფად.
– რრრამდენი და... ორმოცი.
– გაგიჟდი, გოგი?
– სწრაფადო... და ასე გამოვიდა.
. . .
– ექიმო, მიშველეთ რამე, ჩემი ბიჭი დებილია, – ეხვეწება კაცი ფსიქიატრს.
– რაზე ატყობთ, რომ დებილია?
– 18 წლისაა, ჯერ არ ყოფილა, ამიტომ ნაშა გავაცანი, 50 ლარი დამიჯდა.
– მერე?
– რა მერე, სტაცა ხელი და ქორწინების სახლში არ გააქანა?
. . .
– ალო, ჟუჟუნა მინდა.
– სახლში არ გახლავთ, სამშობიაროშია.
– რა დაემართა, რო?
. . .
ორ ლოთს ჟურნალისტი ეკითხება:
– ამდენს რატომ სვამთ?
– იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს და როცა ვხვდებით, მაგრად ვსვამთ.
– იშვიათად რატომ ხვდებით?
– ხომ გითხარით, მაგრად ვსვამთ–თქვა.
. . .
– ექიმო, ღამე არ მეძინება.
– ნელა დაითვალე სამამდე.
– სამამდეც ვითვლი და შვიდის ნახევრამდეც, მარა არაა საშველი.
– შვიდის ნახევარზე გეძინებათ?
– არა, უკვე ვდგები.
. . .
ავტობუსი თბილისი–ქუთაისი სადგურიდან გავიდა. თბილისს რომ გაცდნენ, მძღოლმა მიკროფონი აიღო და იკითხა:
– ავტობუსში უცხოელი სტუმარი არის ვინმე?
– არა, არ არის, – მოახსენეს მიკითხვ–მოკითხვის შემდეგ.
– ძალიან კაი, გამოვრთავ მაშინ კონდიციონერს.
. . .
– გამარჯობა, გენოია, – ესალმება კლასელი კლასელს, – სად მუშაობ?
– ქილერი ვარ, სიმონ. შენ?
– ბანკირი ვარ.
– შევხვდებით ალბათ კიდო ერთმანეთს უახლოეს მომავალში.
. . .
– იაპონიაში ვიყავი, – ეუბნება ერთი გურული მეორეს, – ქუჩაში სუყველა იღიმება.
– რა გიკვირს, შე კაცო, ჩოხატაურში შენს დანახვაზე მთელი ხალხი სიცილით იხოცება.
. . .
– თუ შეიძლება, ერთი კილო ხორცი ამიწონეთ, ოღონდ უძვლო. ქონი არ მინდა და ძალიან ნაზი იყოს.
– ქალბატონო, მასეთი კვერცხია, მარა ჩვენთან არ იყიდება.
. . .
– შვილო, – ეუბნება კახელი ზაქრო შვილს, – თუ რამე ვერ გაიგო, მამა ვარ და მე უნდა მკითხო, ცოცხალი ენციკლოპედია ვარ.
– მამი, მამი, მაცივარი რათ ძაგძაგებს?
– გაიყინა და მა რას იზამს, შენით ვერ უნდა მიხვდე ამასა?
. . .
– აი, ის ფეხსაცმელი ამომირჩიეთ 43 ზომა.
– რა ფერის?
– რა თქმა უნდა, ორივე ერთი ფერის.
. . .
– ბაბუ, შენ პატარა იყავი?
– რა თქმა უნდა, შვილო.
– რა სასაცილო იქნებოდი ამხელა წვერით და მელოტი თავით.
. . .
ზოომაღაზიაში ცოლ–ქმარი შევიდნენ. ქალი ჩიტებს ათვალიერებს, კაცი კი გამყიდველს ეუბნება:
– კიდევ კარგი, გამახსენდა... ერთი ხაფანგი მომეცით.
– არ გამოვა, – სინანულით აქნევს თავს გამყიდველი და ქალზე უთითებს, – ამის ზომა ხაფანგი არ გვაქვს. როგორმე სხვანაირად უნდა დაიცვათ თავი.
. . .
ტურისტი ქუთაისს ათვალიერებს:
– ეს ცხენის ძეგლი რის აღსანიშნავად დგას აქ, გმირი ცხენია? – ეკითხება ადგილობრივ გამვლელს.
– მაგაზე, ბატონო, გიორგი სააკაძე უნდა მჯდარიყო, მარა ადგილობრივ თვითმმართველობას მხედრის ფული შემოეჭამა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online