asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-08-12 11:20:12



. . .
ცისფერების ჯვრისწერაზე:
– ახლა კი ერთ–ერთმა თქვენგანმა პატარძალს აკოცოს.
. . .

მეგობარი მეგობარს ეუბნება:
– განა ღირსი ხარ, მეგობარი გერქვას? მე გითხარი, რომ ჩემს მეუღლეს შვილი შეეძინა, შენ კი მეკითხები, ვინ არის მამაო.
– მაპატიე, – თავს იმართლებს მეგობარი, – მეგონა, რომ იცოდი.
. . .

ქმარი მთელი დღე თავაუღებლად ზის კომპიუტერთან. ფანჯარასთან მდგომი მეუღლე ეუბნება:
– ძვირფასო, წვიმა მოდის...
– უთხარი, რომ შინ არ ვარ, – პასუხობს ქმარი.
. . .

ქორწილიდან სამი კვირის შემდეგ ახალგათხოვილი გოგონა დედას ურეკავს:
– დედა, არ ვიცი, რა ვიღონო! აქ ისეთი ოჯახური სცენა გათამაშდა! საშინელი!
– მშვიდად, შვილო, ნუ ნერვიულობ. კამათი, ადრე თუ გვიან, ყველა ოჯახში ხდება, – პასუხობს დედა.
– ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ გვამს რა ვუყო?
. . .

ხატვის გაკვეთილზე მასწავლებელი პატარა მიხოს ეკითხება:
– შენ რის დახატვას აპირებ?
– ვირის.
– რატომ?
– დედა მეუბნება ხოლმე, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს.
. . .

მამა ბავშვს ზოოპარკში ასეირნებს. შვილი ეუბნება:
– მამა, ნახე მელირებული ცხენი!
– მელირებული ცხენი დედაშენია, ეს კი ზებრაა...
. . .

ბინის მფლობელი ოთახს აქირავებს და მომავალ მდგმურს ეუბნება:
– კარგი ოთახია, ნათელი. თქვენამდე აქ ქიმიკოსი ცხოვრობდა და ძალიან კმაყოფილი იყო.
– ჭერზე ის ლაქა ალბათ მისი ქიმიური ცდების შედეგია?
– არა, ეს თავად ქიმიკოსია.
. . .

საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაციენტს ეუბნება:
– აი, ახლა უკვე შეიძლება, რომ ჩვენმა გოგამ გაგსინჯოთ.
– ბოდიშით, ვინ არის გოგა?
– ჩვენი პათოლოგანატომია.
. . .

სვანი სახაჭაპურეში შევა და ხაჭაპურს მოითხოვს. გამყიდველი ეკითხება:
– რამდენ ნაჭრად დაგიჭრათ, ექვსად თუ თორმეტად?
– ექვსად დამიჭერით, თორმეტს რა შეჭამს!
. . .

ოფიცერი მწყობრში მდგარ ჯარისკაცებს მიმართავს:
– ვის შეუძლია ჯავშანტრანსპორტიორზე რადიოსადგურის შეკეთება?
– ბატონო ოფიცერო, რადიოსადგური ნათურებზეა თუ ნახევრადგამტარებზე? – კითხულობს ერთ–ერთი ჯარისკაცი.
– განსაკუთრებით უჭკუოებისთვის ვიმეორებ, ჯავშანტრანსპორტიორზე!
. . .

სკოლაში ათეიზმის გაკვეთილი მიმდინარეობს. მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება:
– ბავშვებო, ღმერთი არ არსებობს! აი, შენ, თამუნა, ღმერთს ხედავ?
– არა.
– ე.ი. ღმერთი არ არსებობს!
ამ დროს უკანა მერხზე მჯდომი პატარა გოგიტა ხელს იწევს.
– რა გინდა? – ეკითხება მასწავლებელი.
– შეიძლება თამუნას კითხვა დავუსვა?
– შეიძლება.
– თამუნა, მასწავლებლის ტვინს ხედავ?
– არა.
– ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელს ტვინი არ აქვს.
. . .

გამოცდაა. სტუდენტი ბილეთს იღებს, ნახავს, არ იცის პასუხები და გამომცდელს ეუბნება:
– ეს ბილეთი არ ვიცი, შეიძლება კიდევ ავიღო?
– აიღე, – პასუხობს ლექტორი.
სტუდენტი მეორეს იღებს:
– არც ეს ვიცი, შეიძლება კიდევ ვცადო?
– მიდი, სცადე.
ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ლექტორი ეუბნება:
– კარგი, მომეცი ჩათვლის წიგნაკი, სამიანს გიწერ...
ამ დროს ერთი სტუდენტი გაკვირვებული ეუბნება:
– ეს ხომ არასწორია, რისთვის უწერთ სამიანს?
– რახან ეძებს, ე.ი. რაღაც იცის!!! – პასუხობს ლექტორი.
. . .

ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მანქანები დაიმტვრა, მძღოლებს არაფერი მოსვლიათ. ერთი ამბობს:
– ღმერთმა მომცა, ღმერთმა წამართვა.
– ერთი ვიყიდე, მეორესაც ვიყიდი, – პასუხობს მეორე, – მოდი, ცოტა ხასიათი გამოვისწოროთ, თითო ჭიქა დავლიოთ, ბოთლი არ გატეხილა.
დაუსხა პირველს, მანაც დალია.
– შენ რატომ არ სვამ? – ეკითხება პირველი.
– მე მერე დავლევ, აი, პატრულიც მოვიდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online