asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-08-05 12:36:06



. . .
ქმარი მეუღლეს ეუბნება:
– ძვირფასო, თუ გამიმხელ ამ ნამცხვრის დამზადების საიდუმლოს, გადატრიალებას მოვახდენ ცემენტის წარმოებაში.
. . .
სპილო ხეზე აცოცდება. იქვე მჯდომი ყვავი ეკითხება:
– რა გინდა ხეზე?
– ბალი უნდა ვჭამო, – პასუხობს სპილო.
– ჩადი ძირს, ეს ბლის ხე არ არის.
სპილო სხვა ხეზე აცოცდება. ყვავი კვლავ ეკითხება:
– რა გინდა ხეზე?
– ბლის ჭამა მინდა.
– არც ეს ხეა ბლის, – ეუბნება ყვავი.
ასე განმეორდება რამდენჯერმე. ბოლოს, მორიგ ხეზე ასვლისას, ყვავი ისევ ეკითხება:
– რა გინდა ხეზე?
– ბალი უნდა ვჭამო.
– ჩადი ძირს, ეს ბლის ხე არ არის.
– ვიცი, მაგრამ ბალი ჯიბეში მაქვს და ხეზე მინდა ვჭამო!
. . .
საავადმყოფოში ერთმანეთის გვერდით ორი თავ–პირ შეხვეული კაცი წევს. ერთი მეორეს ეკითხება:
– რა მოგივიდა, აქ რატომ ხარ?
– ცოლს დაბადების დღეზე მანქანა ვაჩუქე. შენ?
– არაფერი ვაჩუქე...
. . .
ხანდაზმული წყვილი თვითმფრინავით კურორტზე მიფრინავს, რათა იქ აღნიშნოს ერთად ცხოვრების 50 წლისთავი. ბორტგამცილებელი ეუბნება:
– 50 წელი ერთად! ნეტავ, როგორია?
– როგორც 5 წუთი... – პასუხობს ცოლი.
– როგორც 5 წუთი! – აღფრთოვანებულია ბორტგამცილებელი.
– ოღონდ წყლის ქვეშ აკვალანგის გარეშე, – პასუხობს ქმარი.
. . .
გზაზე მიხო ცხვარს მიათრევს, რომელიც უძალიანდება და არ მიჰყვება. გზად მიტუა შეხვდება.
– ჯოუ, სად მიათრევ ე მაგ ცხვარსა? – ეკითხება მიტუა.
– ეს ცხვარი კი არა, ქრთამია, – პასუხობს მიხო, – ცხვარი სკოლაში ზის.
. . .
სკოლაში მასწავლებელი ბექჰემის უფროს შვილს ჟურნალ ფლეიბოის წაართმევს და ეუბნება:
– ხვალ შენი მშობლები სასწავლებელში გამოცხადდნენ.
– ხვალ რა საჭიროა, აგერ, ისინი აქ არიან, 42–ე და 43–ე გვერდებზე!
. . .
ქუჩაში მიმავალ გოგონას ჭიჭიკია მიაძახებს:
– გოგონი, სად იშოვეთ ასეთი თხელი და დაგრეხილი წინდა?
გოგონა მოუბრუნდება და პასუხობს:
– საჩუქრების მაღაზიაში!!!
– სიფათი ხურდაში დაგიბრუნეს?..
. . .
ახალი ქართველი ერთი თვით დასასვენებლად იტალიაში წავიდა. იქ ადგილობრივი გოგონა გაიცნო. თვის ბოლოს გოგონამ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა.
როდესაც ეს ამბავი კაცმა გაიგო, უთხრა, როდესაც ბავშვი გაჩნდება, დეპეშა გამომიგზავნე და მასში სპაგეტი ჩაწერე, მე კი ცოლს გავეყრები და შენ შეგირთავ ცოლადო.
დაახლოებით 9 თვის შემდეგ ცოლი კაცს სამსახურში ურეკავს და ეუბნება, იტალიიდან უცნაური დეპეშა მოვიდაო. ახალი ქართველი სახლში დაბრუნდება და დეპეშაში კითხულობს:
– სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი ორი სოსისით, ორიც უსოსისოდ.
. . .
შალიკია ქუჩაში ბიჭიკიას შეხვდება და ეკითხება:
– რაია, მაი სინიაკი ვინ დაგადო?
– გუშინ ჭიჭიკია დაბრუნდა საქორწინო მოგზაურობიდან, – პასუხობს ბიჭიკია.
– მერე?
– მე ვურჩიე ცოლის მოყვანა...
. . .
ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდება ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება.
– ჩემი ცოლი მანქანას ელვასავით ატარებს.
– ასე სწრაფად დააქროლებს?
– არა, მაშინვე ელექტრო ბოძს ეჯახება.
. . .
ქმარი სახლში გვიან ღამით მთვრალი, ნაცემი დაბრუნდა. დადგა სარკის წინ და ჭრილობებზე ლეიკოპლასტირის დაკვრა დაიწყო. დილით ამდგარს ცოლი ეუბნება:
– ისევ მთვრალი მოხვედი, ხომ!
– არა, რას ამბობ.
– აბა, ვინ მიაკრა სარკეზე ლეიკოპლასტირი?
. . .
ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება:
– იცი, ნაზიკიას 46 ზომის მკერდი აქვს!
– ნუ იტყუები, ასეთი რამ შეუძლებელია!
– ნაღდად გეუბნები, ჩემი ფეხსაცმლით გავზომე...
. . .
გურული საავადმყოფოში მეგობარს მიაკითხავს. მეგობრის ცოლი ურჩევს, პალატაში მხიარულად შევიდეს და ავადმყოფს არ აგრძნობინოს მისი მძიმე მდგომარეობა.
გურული სახეზე ღიმილით შევა პალატაში და მეგობარს ეუბნება:
– აბა, რავა ხარ, ძამა? კვდები ხომ?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online