asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-06-17 17:08:57



კითხვა: რა არის საბაზრო ურთიერთობა?

პასუხი: მსუქნები ხდებიან, გამხდრები კვდებიან.

მ მ მ

შეფი პირად მძღოლს:

– ამიხსენი ერთი, როგორ მოხვდა ჩემი ლიმუზინის უკანა სავარძელზე ის ლამაზი ქერათმიანი გოგონა?

– ახლავე აგიხსნით, პავლოვიჩ!.. – "იქოქება" მძღოლი.

– ახსნა რად მინდა, იდიოტო, გამაცანი!

მ მ მ

ამერიკელი კონგრესმენების წინაშე ადგილობრივი მცხოვრები გამოვიდა – ლამარა, რომელიც დაარიგეს, პარლამენტი და ხელისუფლება აქეო.

ლამარამ დაიწყო:

– მე ამ ხელისუფლების ხელში ადამიანად ვიგრძენი თავი. მე ამ ხელისუფლებამ მომცა ყველა სიკეთე, მე ამ ხელისუფლებისთვის მეხუთე სართულიდან გადმოვხტები!

– დაიმტვრევი, შე შტერო! – უთხრა ვიღაცამ.

– ასეთ ცხოვრებას არ ჯობია?!

მ მ მ

რაჭველი ტყეში მიაგელვებს ცხენს, მოულოდნელად შინაგანი ხმა ეუბნება:

– მტერი გიახლოვდება, გააჩერე ცხენი.

რაჭველი ცხენს აჩერებს:

– ახლა ქვე რაფერ მევიქცე, ბოშო?

– გაიხადე სასწრაფოდ შარვალი!

რაჭველი ზოზინით იხდის შარვალს და მოხვდა კიდევაც ისარი ბარძაყში.

გამწარებული შინაგან ხმას უტევს:

– რაფერ მივქარე, შენ რო დაგიჯერე, აგერ ისარი გემერჭო ბარძაყში.

– სულელო! – პასუხობს შინაგანი ხმა, – სამაგიეროდ შარვალი მთელი დარჩა.

მ მ მ

ბანკის თანამშრომლები მსჯელობენ:

– არა, მესმის, რომ ქურდმა სეიფი გაიტანა, მაგრამ არ მესმის, დირექტორის ცოლი რატომღა წაიყვანა?!

– დირექტორმა ქურდს ძებნა რომ არ დაუწყოს, სულელო...

მ მ მ

მოხუცი ოფიციანტი გრიშა გარდაიცვალა. ცოლმა სპირიტული სეანსი მოაწყო და ქმრის სული გამოიძახა. არა და არ ჩანს გრიშა.

– რატომ არ მოდიხარ, რატომ? – ამოიქვითინა ცოლმა.

– გადადი, ქალო, სხვა სტოლზე! – გაისმა გრიშას ხმა, – მაგი ჩემი სტოლი არაა...

მ მ მ

ქალი ფსიქიატრთან მივიდა:

– ექიმო, მიშველეთ, ჩემს ქმარს სულ ჰგონია, რომ უთვალთვალებენ.

ექიმი აბებს აძლევს. ერთი კვირის შემდეგ ქალი ექიმს ქუჩაში ხვდება.

– როგორაა საქმე? – ეკითხება მკურნალი, – მოუხდა თქვენს ქმარს ჩემი აბები?

– არაფერიც არ მოუხდა, ეტყობა, ვადაგასული იყო.

– ამას საიდან ასკვნით?

– დალია, მაგრამ მაინც დაიჭირეს გაფლანგვისთვის...

მ მ მ

– ვითომ სამსახურში არ მყოფნის პრობლემები, სახლში მოვალ და თქვენც ცხვირჩამოშვებულები მხვდებით, – ბუზღუნებს შინ დაბრუნებული ქმარი.

– კარგი, ბატონო, – პასუხობს ცოლი, – სასიამოვნო ამბით დავიწყებ, დავრეკე რაიონში და დედაშენი ისევ ცოცხალია...

მ მ მ

კბილის ექიმი პაციენტის კბილებს ათვალიერებს:

– კარგია... კარგია... კარგია... ესეც... კარგია...

– უი, ექიმო, ასე კარგი კბილები მაქვს? – უხარია პაციენტს.

– არა, მე ვითვლი, რამდენს გადამიხდით.

მ მ მ

აბრა საქორწინო კაბების მაღაზიაში:

"მუდმივი კლიენტებისთვის სეილი 30%".

მ მ მ

ოსს მანქანა მოპარეს. ეძება, ეძება, ვერაფრით იპოვა. ცოლს ურეკავს, მანქანა დავკარგეო.

– კიდე კალგი, ლო სენც სიგ ალ იძექი! – დაამშვიდა ცოლმა.

მ მ მ

– ერთი ბილეთი მამეცი, – ეუბნება სვანი სადგურის მორიგეს.

– რომელ მატარებელზე?

– შენ რა, "ნასედკა" ხარ, გოგო?!

მ მ მ

ოსი ჩინგიზა ახალ სამსახურში მიიღეს.

– ყოველ პარასკევს მოხვალ და საქეიფოდ წამიყვან, შენ მეტი არაფერი გევალება, – ეუბნება შეფი.

– ალ მაწკობს, – გაჯიუტდა ოსი.

– რატომ, კაცო, ასეთი მაღალი ხელფასი დაგინიშნე და...

– სენზე ამბობენ, კვირასი ცხლა პალასკევი აქვსო.

მ მ მ

ქუთაისელი დეპუტატი ახალგახსნილ რესტორანში შევიდა.

– მომიტანე რამე საჭმელი, – ეუბნება ოფიციანტს.

– რას დალევთ?

– ვერაფერს... რულზე ვჯდივარ, გაბარბარებული "ჯიპი" მიდგენა გარეთ, არ შეიძლება...

ცოტა ხანში ოფიციანტს შეკვეთილი მოაქვს და ხონჩაზე ოთხი ბოთლი შამპანური დევს.

– ხომ გითხარი, რულზე ვარ–თქვა, მოაცილე ე შამპანური, კაცო!

– შეგიძლაით დალიოთ, პატივცემულო.

– ვითომ რატომ?

– თქვენი "ჯიპი" ალბათ უკვე ცხინვალისკენ უბერავს.

მ მ მ

სტომატოლოგმა თინიკომ ბორმანქანა სამუშაო მდგომარეობაში მოიყვანა და პაციენტს ეუბნება:

– აბა, ჩემო ჯონდო, გააღე პირი და გაიხსენე, რაფრა მიქიჩავებდი ნაწნავებში, მესამე კლასში რომ ვიყავით.

ჟურნალი სარკე N 24

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online