| ქალი და მამაკაცი |

– ვალოდა, რატომ ირტყამ ორ აგურს თავში აქეთ–იქიდან?
– ტილებს ვკლავ.
* * *
კაკოია სახლს მიუახლოვდა და ხედავს, ეზო ხალხითაა სავსე.
– რა ხდება ჩემს თავს? – ჰკითხა მეზობელს.
– შენი სიდედრი გახდა ცუდად. ხან ნიშადური ვასუნთქეთ, ხან ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ახლა ქალები უტყაპუნებენ ლოყაზე, მაგრამ ვერაფერს გრძნობს.
– მე მიმიშვით, მე ვლეწავ ლოყაში და მაშინვე პოლიციაში გავარდება.
* * *
სვანმა ოქროს თევზი დაიჭირა.
– რას ისურვებ, რომ შეგისრულო? – ეკითხება თევზი.
– ოქროს ბეჭედი მინდა საცოლისთვის.
– გამიშვი და...
– რატომ უნდა გაგიშვა?! გადაგადნობ და ბეჭედი იქნები.
* * *
– როგორ გაატარე უიქენდი?
– რა ვიცი. მე საქეიფოდ მინდოდა წასვლა, ცოლს – კინოში.
– და რა ფილმი ნახეთ?
* * *
კინოთეატრში:
– ნახე, რა ლამაზი გოგო ზის წინა რიგში.
– ეგ ჩემი შეყვარებულია.
– ის ბიჭი ვინ არის, რომ კოცნის?
* * *
– ხელფასი შენ არ მოგაქვს და ყოველდღე მთვრალი მოდიხარ! – ეჩხუბება ცოლი ქმარს.
– მორჩი ერთი, რა!
– ეგ კი არა, შენ ჩვენი მესამე ბიჭის მამაც კი არ ხარ!
* * *
– ომი გადავიტანე, სამი ავარია გადავიტანე, სამი უიღბლო ქორწინება მქონდა, ორჯერ ვიჯექი, სამჯერ გავკოტრდი და ეს კრეტინი ჩემი შვილიშვილი მეუბნება, ბაბუ, შენ ამ ცხოვრების არაფერი გესმისო. არ გაგიჟდები კაცი?!
* * *
– ლამარა, რამდენი წლის ხარ?
– ოცდაორის.
– შენს ასაკში მე ორმოცის ვიყავი უკვე.
* * *
ორი რაჭველი ნადირობიდან ხელცარიელი ბრუნდება.
– ქვე რა ვთქვათ, ბოშო, სახლში, – ამბობს ერთი, – ორი დღე ვინადირეთ და ქვე ვერაფერი მევინადირეთ.
– აპა, აპა, – კვერს უკრავს მეორე, – ქვე თოფები მაინც არ დაგვრჩენოდა სახლში.
* * *
– ვაიმე, წუხელ სიზმარში ვითომ ყელსაბამი მიყიდე. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს? – ეკითხება ცოლი ქმარს.
– ო, შე ეშმაკო, შენა! ამ საღამოსვე გაიგებ, რას ნიშნავს.
საღამოს ცოლი ხელებში ეცა ქმარს, შეხვეული ნივთი გამოგლიჯა, გახსნა და... სიზმრის ახსნის წიგნი შერჩა.
* * *
– ნუ ეწევი, ბიჭო, პლანს! ნარკოტიკი გონების დადამბლავებას იწვევს.
– დადამბლავებას არა, კვახი! მაგას ჯობია, გარეთ გაიხედო და დატკბე, როგორ გამოიტყემლა ატამი.
* * *
– გუშინ შოთაიას სიდედრის დასაფლავებაზე ვიყავი, – უყვება ერთი ძმაკაცი მეორეს.
– მერე ყვავილები მიუტანე?
– აპა რა, თან იმფერი ლამაზი თაიგული იყო, მიცვალებულმა თავისი ხელით გამომართვა.
* * *
– ძალიან მინდა უჩინმაჩინის ქუდი.
– რატომ, ვინმეს ემალები?
– არა, სიდედრი გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად და დავახურავ.
* * *
ვალებით გატენილი კახელის საფლავს ლოდი ამშვენებს წარწერით:
"არ მამასვენეთ, ვალი დამიბრუნე, ვალი დამიბრუნეო და აჰანდე! დადექით ახლა და რიგრიგობით ჩამამაკითხეთ. რა ჩემ ფეხებ წაიღებთ, არ დავინახამ?!".
* * *
იძენ პიანინოს – გემატება სიმდიდრე, იძენ მანქანას – გემატება სიმდიდრე, იძენ ტელევიზორს – გემატება სიმდიდრე, იძენ კომპიუტერს – გეკარგება შვილი ინტერნეტში.
* * *
– მოკლეთა, ახლა 20–30 ლარ ვკრეფამთ, ბატკან ვყიდულობთ და ფანჯუსესთან ვიკრიბებით, გასაგებია? – ეუბნება ერთი კახელი მეორეს.
– მაიცა, ეგ ფანჯუსე რომელია?
– როგო არ იცი, ჯოვ?! დინამიტმა რო ცალ ხელზე ორი თითი წააგლიჯა!
* * *
– მაყვალ, რამდენ იწონი, გოო?
– სათვალიანადა 120 კილო ვარ.
– სათვალეებ თუ მაიხსნი?
– სათვალეებ რო მოვიხსნა, მა როგო დავინახავ, რამდენი კილო ვარ?

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები











ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 







































































