| ქალი და მამაკაცი |

* * *
ბიჭი ქუჩაში გოგონას ეკითხება:
– ქალიშვილო, რომელი საათია?
– სამწუხაროა, მაგრამ ქალიშვილი აღარ ვარ, – პასუხობს გოგონა.
– მაშინ, რაღა საჭიროა ეს სულელური ფორმალობა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!
* * *
ბაღში სკამზე ახალგაზრდა ყმაწვილი ზის და საათზე იყურება. ამ დროს გვერდით მეორე ახალგაზრდა მიუჯდება, ჩანთიდან ბუტერბროდს ამოიღებს და ეკითხება:
– პირველად ხარ პაემანზე?
– დიახ, პირველად ვარ, – პასუხობს ყმაწვილი.
– გეტყობა, საჭმელიც არ მოგიმარაგებია!
* * *
სინოპტიკოსების განცხადება:
– ხვალინდელ ამინდს შეიტყობთ ზეგ, გუშინ კი წვიმა იყო.
* * *
ერთმა მწვრთნელმა ფეხბურთის გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც ყველა დაამარცხა, ბრაზილიელები და გერმანელებიც კი. მას ეკითხებიან:
– ამას როგორ მიაღწიეთ?
– თავდასხმაში ჩეჩნები დავაყენე, მათი მოგერიება ძალიან რთულია, ნახევარდაცვაში ქართველები, მათთან შეთანხმება ძნელია, დაცვაში აზერბაიჯანელები, სანამ ფულს არ გადაუხდი, არ გაგიშვებენ, ხოლო კარში სომეხი დავაყენე, გოლიც რომ გაუტანო, მაინც ვერ დაუმტკიცებ! – პასუხობს მწვრთნელი.
* * *
შვილიშვილი ბებიას ეკითხება:
– ბებია, მარტო მოხვედი?
– მარტო, შვილო, მარტო, – პასუხობს ბებია.
– აბა, მამამ რომ თქვა, ეშმაკებმა მოათრიესო...
* * *
ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს.
– გავიგე, მეუღლეს გაშორებიხარ. რატომ? – ეკითხება ერთი მეორეს.
– შენ შეძლებდი ისეთ ადამიანთან ცხოვრებას, რომელიც ეწევა, სვამს, იგინება და ზოგჯერ ჩხუბობს კიდეც?
– რა თქმა უნდა, არა!
– ჰოდა, იმანაც ვერ შეძლო...
* * *
გამოცდის წინ ერთი სტუდენტი მეორეს ეკითხება:
– რას კითხულობ?
– კვანტურ მექანიკას.
– მერე, წიგნი თავდაყირა რატომ გიჭირავს?
– რა მნიშვნელობა აქვს?
* * *
– ექიმო, ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე! – ეუბნება ავადმყოფი ექიმს.
– ის ადგილები დაიმახსოვრეთ? – ეკითხება ექიმი.
– რა თქმა უნდა!
– ჰოდა, იმ ადგილას აღარ გაიაროთ.
* * *
ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა. ერთი მეორეს ეუბნება:
– წვერი რატომ მოუშვი? ისეთი ლამაზი სახე გქონდა, თუმცა, ცოტა ქალური.
– მომბეზრდა. ბოლოსდაბოლოს, მამაკაცი ვარ, ჰოდა, წვერიც ამიტომ მოვუშვი. ახლა როგორ გამოვიყურები?
– როგორ და, წარმოიდგინე წვერებიანი ქალი...
* * *
კაცი მანქანით მიდის. ხედავს, გზის პირას ქალი დგას ბიდონით ხელში. ალბათ რაიმე სასმელი მიაქვს, მძიმე იქნებაო, გაიფიქრა, მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა.
ქალი მანქანაში ჩაჯდა. მძღოლი ბიდონის თაობაზე ეკითხება:
– სპირტი მიგაქვთ?
– არა, – პასუხობს ქალი.
– ლუდი?
– არა.
– ღვინო?
– არა, ბენზინი.
– ბენზინი? რად გინდათ?
– კარგად გიცნობთ მამაკაცებს! როგორც კი მოფარებულ ადგილს მიუახლოვდებით, მაშინვე ბენზინი გითავდებათ!
* * *
კაცი პარაშუტით გადმოხტა. მიწას უახლოვდება. ამ დროს გვერდით არწივი გაუფრენს და ეუბნება:
– მოცეკვავეს გაუმარჯოს!
– მოცეკვავე კი არა, პარაშუტისტი ვარ!
– დაბლა ისეთი ეკალბარდები დაგხვდება, მაშინვე აცეკვდები!
* * *
სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვი დედას ეუბნება:
– დღეს სკოლის დირექტორმა მკითხა, და და ძმა თუ გყავსო. მე ვუპასუხე, რომ დედისერთა ვარ.
– მერე, რა გიპასუხა?
– მადლობა ღმერთსო.
* * *
საცეკვაო მოედანზე გაცნობილი გოგონა ბიჭმა სახლში დაპატიჟა. სახლში გოგონამ მოიწყინა. ბიჭი ეკითხება:
– რა დაგემართა?
– ალბათ ჩემზე ცუდი წარმოდგენა შეგექმნა, მაგრამ მე ასეთი არ ვარ...
– მჯერა, შენი მჯერა.
გოგონამ ტირილი დაიწყო.
– შენ ჩემთვის პირველი ხარ.
– მე შენთვის პირველი ვარ, ჩემამდე არავისთან ყოფილხარ?
– არა, შენ პირველი ხარ, ვისაც ჩემი სჯერა.
* * *
ორმა ლოთმა მეგობარმა, მეუღლეებს რომ მათი განზრახვა ვერ გაეგოთ, გადაწყვიტა ტელეფონზე საუბრის დროს არაყს მაგივრად წიგნი ეხსენებინათ, ხოლო ლუდის მაგივრად – ჟურნალი. ერთი ურეკავს მეორეს.
– წიგნი ვიყიდე, მოდი, წავიკითხოთ!
– მე ჟურნალი. წამოვიღო?
ერთხელაც ერთი მეორეს ურეკავს და ეუბნება:
– სასწრაფოდ მოდი, ხელნაწერი მომიტანეს...

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები











ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 







































































