asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-06-07 13:29:44



მამა ფანჯრიდან ეზოში მოთამაშე შვილს უყვირის:
– ბექა, მამიკო, რამ შეგაყვარა ეს ზეთი?
– მიყვარს და რა ვქნა? – პასუხობს ბავშვი.
– გაწყენს, შვილო, გაწყენს მაგდენი ზეთი! ნუღარ უსვამ ენას მაგ ზეთს და საერთოდ მოშორდი მაგ ბულდოზერს.


* * *
– ქალბატონო, რამდენი წლის ბრძანდებით?
– თქვენ რამდენს მომცემთ?
– იცით, ჯერ ასაკი მითხარით და ფასზე იმის მიხედვით მოვილაპარაკოთ.
* * *

ოსმა ცოლი შეირთო. პირველი ღამის შემდეგ აივანზე გამოდის და თავისთვის ლაპარაკობს.
– ესეც ესეეე! ცემი ბიწის დაბადებამდე 8 თვე და 29 დღე დალჩა...
* * *

– როგორ ჩაიარა დასაფლავებამ?
– მომეშვი, თუ ძმა ხარ, ისეთი ვიწრო პადიეზდი იყო, მიცვალებული უკან მიაბრუნეს და ფანჯრიდან ჩაიყვანეს.
* * *

სვანი დგას ბირჟაზე და კაიფობს:
– ისეთი სახლის ტელეფონის ნომერი მაქ, სულ ადვილი დასამახსოვრებელია.
– მაინც რა ნომერია?
– 22–8.
– მერე და როგორ იმახსოვრებ?
– რა უნდა მაგის დამახსოვრებას? 8 თითი მაქვს ხელებზე და... 22 კბილი.
* * *

– სა იყაი, კირილე? – ეკითხებიან გურულს.
– სანადიროდ, სიდედრიზა საჩუქარი უნდა მომენადირებია დაბადების დღიზა.
– რა მიართვი?
– ზღარბის ტყავი.
– რად უნდა?
– ტუფლში ჩეიფენს. ნამეტანი ჩქარი სიარული იცის.
* * *

– რა გახარებული ხარ?
– რავა არ გამიხარდება, შე კაცო, ჩემი ცოლი ბავშვს ელოდება იმ კვირაში!
– შენ ისე გატყობ, ბავშვის მამასაც ქე იცნობ, მგონი.
* * *

ამერიკელი კინოვარსკვლავი უკრაინაში ჩავიდა. ტრაპთან გოგონა გამოეგება პურით და მარილით ხელში.
– ვა, რა საკაიფო დახვედრაა? – ამბობს კინოვარსკვლავი და ცალი ნესტოთი მარილს შეიყნოსავს.
* * *

– გაიგე, ბაზარზე ნავთობის ფასი რომ დაეცა?
– ბენზინის?
– ბენზინის – არა.
– რატომ?
– არ ვიცი, ალბათ ჩვენში ბენზინს ნავთობისგან არ აწარმოებენ.
* * *

კაცი მისალოც ბარათებს ათვალიერებს, ბოლოს ერთი მოეწონა და გამყიდველს ეკითხება:
– ეს ძაან ლამაზია, რა აწერია ზედ?
– "ჩემს ერთადერთს", – უხსნის გამყიდველი.
– 27 ცალი მომეცი.
* * *

– რამის თქმა მოასწრო სიკვდილის წინ თქვენმა ქმარმა? – ეკითხება ქვრივს გამომძიებელი.
– მოასწრო, როგორ ვერ მოასწრო საწყალმა...
– მაინც რა თქვა?
– მე მითხრა, მაგ თოფით ნუ მემუქრებიო.
* * *

– როგორი ცოლი გინდა, მოიყვანო? – ეკითხებიან გურულს.
– ლამაზი უნდა იყოს, მარა პრეზიდენტივით უნდა გრძნობდეს თავს სახლში.
– რაფრა, ყველაფერს იგი უნდა განაგებდეს?
– არა, ოთხ წელიწადში გადარჩევა რო შეგეძლება...
* * *
– მამი, – ეუბნება შვილი კახელს, – რო გავიზრდები, მერსედესს მიყიდი?
– რა შენი საქმეა, ჯოო, პატარა მერსედესი?! შოფერი გამოდი და უშველებელი გრუზავიკი გეყოლება.
* * *

საგიჟესთან ჩაიარა კახელმა მიტომ:
– ეი, შენ! – ეძახის კაცი გისოსებიანი ფანჯრიდან, – მარჯვენა ლოყაზე წვერი დაგრჩენია ალაგ–ალაგ.
კახელმა ლოყაზე ხელი მოისვა – მართლაც დარჩენოდა.
– ვაა, აფსუსი არაა, შენ გიჟი იყო? – ასძახა ქვემოდან.
– გიჟი შენ ხარ, მე გიჟების პარიკმახერი ვარ!
* * *

– აღარ გიყვარვარ, აღარ! – ებუზღუნება ცოლი ქმარს, – ამ ბოლო დროს ჩემი ხელი ხელში აღარ გიჭირავს.
– პიანინო გავყიდეთ და რაღა უნდა მეჭიროს? – გაუკვირდა ქმარს.
* * *

– სად აქვთ ქალებს ბრმა ნაწლავი?
– შესასვლელიდან ხელმარცხნივ, მაგრამ რად გინდა?


* * *

ახალგათხოვილი გოგო დედას შესჩივის:
– სულ ექვსი დღეა, რაც გავთხოვდი და ჩემმა ქმარმა მითხრა, აღარ შემიძლია, ამაღამ სასტუმროში უნდა დავიძინოო.
– რას იზამ, შვილო, – ამშვიდებს დედა, – ღმერთმა ასე დააწესა, მეშვიდე დღე დასვენებისაა.
* * *

– მამი, ხუთიანი მივიღე და მამე დაპირებული 10 ლარი, – ეუბნება მიხოს შვილი.
– აჰა, აიღე, რა საგანში მიიღე?
– ორიანი არითმეტიკაში, სამიანი – ისტორიაში.
* * *

ზესტაფონელმა ნარკომანმა ცოლი შეირთო და საღამოს ეკითხება:
– გოგო, ქალიშვილი ხარ შენე?
– აპა, არა?!
– ე, ახლა ამას ეჯაჯგურე კიდე!


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online