asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-05-31 15:05:55



* * *
მამა შვილს პარკში ასეირნებს. შვილი გაუთავებლად ეხვეწება:
– მამა, ნაყინი მინდა. მამა, მიყიდე რა, ნაყინი!
– ეჰ, შვილო, ნაყინი მეც მინდა, მაგრამ ფული მხოლოდ არაყზე გვეყოფა.
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– სპილო და კენგურუ რომ შევაჯვაროთ, რა გამოვა?
– დიდი ორმოები ავსტრალიაში...
* * *
ტარაკანა ზურგზე გდია და ფეხებს იქნევს. ამ დროს მეორე ტარაკანა დაადგება თავზე და ეკითხება:
– ბრეიკდანსი?
– არა, დიხლაფოსი...
* * *
ეგერი მეთევზეს დაადგა თავზე და ეუბნება:
– ხომ ჩავარდი, აქ თევზის ჭერა აკრძალულია!
– მე არ ვთევზაობ, – პასუხობს მეთევზე.
– შენ რა, თვალებში ნაცარს მაყრი?
– ეს ჩემი თევზია, სასეირნოდ მყავს გამოყვანილი. გავუშვებ, მერე დავუსტვენ, მობრუნდება და სახლში მიმყავს.
– აბა, ერთი მანახე, ამას როგორ აკეთებ.
მეთევზემ თევზი წყალში გაუშვა. დგანან და უყურებენ. ეგერი ეუბნება:
– აბა, მიდი, დაუსტვინე.
– რატომ?
– თევზი რომ მობრუნდეს.
– რომელი თევზი?
* * *
პოლიციელი დგას და იქაურობას გინებით იკლებს. გვერდით კი პატარა ბიჭუნა უდგას.
ერთ–ერთი გამვლელი პოლიციელს ეუბნება:
– არა გრცხვენია, ბავშვის თანდასწრებით რომ იგინები?
– თქვენ რას იზამდით, ეს ბავშვი ორი კვირა უკან რომ დაგდევდეთ და მის ძაღლთან შეჯვარებას გთხოვდეთ, პოლიციის ძაღლი მინდაო!
* * *
ებრაელების ოჯახში სადილობენ. ამ დროს მაგიდიდან კოვზი გადმოვარდება, მაგრამ ოჯახის უფროსი მოასწრებს და ჰაერში დაიჭერს.
ამ დროს შვილი შემორბის და იძახის:
– მამა, მამა! დეიდა სარა ლიფტში გაიჭედა!
* * *
ჭიჭიკია ტელეფონზე რეკავს:
– თუ შეიძლება, ნაზიკიას სთხოვეთ?
– სამშობიაროშია.
– რა მოუვიდა?
* * *
ახალგაზრდა ოფიცერს ეკითხებიან:
– ეგ მედალი რა დამსახურებისთვის მიიღეთ, ომში იყავით?
– არა, ჩვენი გენერლის ქალიშვილი გავიცანი, შემიყვარდა და პაემანი დავუნიშნე, ამისთვის გენერალმა მედლით დამაჯილდოვა.
– კი მაგრამ, ორდენი რიღასთვის მოგცეს?
– გენერალმა ორდენზე მაშინ წარმადგინა მამაცობისთვის, როდესაც მის ქალიშვილზე ვიქორწინე.
* * *

ერთმა დამსვენებელმა ზღვის ნაპირის ახლოს კლდეზე წარწერა გააკეთა:
– აქ ცოლთან ერთად ვიყავი, შესანიშნავია! გოგი.
ერთი წლის შემდეგ მეორე წარწერა გაჩნდა:
– აქ უცოლოდ ვიყავი, ბევრად უკეთესია! გოგი.
* * *

მიხო ფრანგულ რესტორანში:
– ოფიციანტ!
– დიახ, მისიე.
– ბაყაყის თათები გაქვთ?
– რა თქმა უნდა, მისიე.
– ჰოდა, წახტუნავდი და ლუდი მომიტანე.
* * *
ორი ნაცნობი საუბრობს. ერთი მეორეს შესჩივის:
– არ ვიცი, რა ვქნა. სახლი ტარაკანებით გაივსო. რა აღარ ვცადე, მაგრამ თავიდან ვერაფრით მოვიშორე. შენ რას მირჩევ?
– სახლში რომ მიხვალ, ყველა კუთხესთან მიდი და რამდენჯერმე გაიმეორე: საჭმელი არაფერია! საჭმელი არაფერია!
პირველმა მეორეს დაუჯერა და სახლში მისული ისე მოიქცა, როგორც ნაცნობმა დაარიგა. დასაძინებლად დაწვა. ამ დროს ვიღაც აღვიძებს. თვალებს გაახელს და ხედავს თავზე ტარაკანები ადგანან და ეუბნებიან:
– უფროსო, ადექი, საჭმელი მოგიტანეთ.
* * *

ქმარი სარკის წინ პირს იპარსავს და მეუღლეს ეუბნება:
– ეს ახალი სამართებელი კარგად ვერ პარსავს!
– უცნაურია, ლინოლეუმი კარგად გაჭრა, – პასუხობს ცოლი.
* * *

ოსი მიხოს შესჩივის:
– ტილები მყავს და ლოგოლ მოვიშოლო, სენი წილიმე?
– ვინმე შენნაირი ნახე, თავები ერთმანეთს მიადეთ. ტილები ომს დაიწყებენ, დაიხოცებიან და ორივეს გეშველებათ.
მეორე დღეს ოსი და კახელი ისევ შეხვდენენ ერთმანეთს. მიხო ეკითხება:
– როგორ არის საქმე?
– სენი წილიმე, ჩემმა ტილებმა გაიმალჯვეს და ტყვეები წამოიყვანეს.
* * *
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– გავიგე, მოტოციკლეტი გიყიდია, კმაყოფილი ხარ?
– არა, ერთ–ერთ ჩვენგანს ყოველთვის რემონტი სჭირდება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online