| ქალი და მამაკაცი |

* * *
ორი საკვლევი ინსტიტუტის თანამშრომლები შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება:
– იცი, ისეთი კარლსონი შევქმენით, გაგიჟდება კაცი!
– მართლა, როგორ დაფრინავს?
– ფრენით არ დაფრინავს, სამაგიეროდ, იმდენ მურაბას ჭამს...
* * *
ოსი მაღაზიაში შედის პურის საყიდლად, მაგრამ სამს ვერ ამბობს და გამყიდველს ეუბნება:
– სენი წილიმე, ოთხი პული მომეცი და ელთი უკან დაიბლუნე.
* * *
სკოლიდან სახლში დაბრუნებულ შვილს მამა ეკითხება:
– შვილო, როგორაა სკოლაში საქმე?
– ოროსანის მამას არ ველაპარაკები, – პასუხობს შვილი.
* * *
კომისია ახალ სახლს იღებს. ამოწმებენ კედელების სისქეს და რამდენად იჭერს ხმაურს. კომისიის ორი წევრი შედის სხვადასხვა ოთახში. ერთი მეორეს უყვირის:
– ჩემი ხმა გესმის?
– რა გაყვირებს, მესმის კი არა, გხედავ კიდეც...
* * *
პოლიციელი დანაშაულის ადგილზე დაკავებულ ეჭვმიტანილს მის უფლებებს აცნობს:
– თქვენ დაპატიმრებული ხართ და ნებისმიერი თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა სასამართლოში შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ...
– შიშველი ქალი! – წამოიძახებს ეჭვმიტანილი.
– რა შიშველი ქალი?
– წარმოადგინეთ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში შიშველი ქალი!
* * *
გოგონა ექიმთან კაბინეტში შერბის. სიტყვის უთქმელად იხდის ტანსაცმელს, სამედიცინო სავარძელში მოკალათდება და ექიმს ელოდება.
– მაღლა, – ეუბნება ექიმი.
გოგონა ფეხებს მაღლა სწევს.
– მაღლა, – უმეორებს ექიმი.
გოგონამ ფეხები კიდევ უფრო მაღლა ასწია.
– მაღლა, – ისევ ეუბნება ექიმი.
– ექიმო, ამაზე მაღლა ფეხები როგორღა ავწიო!
– გოგონი, გინეკოლოგი ერთი სართულით მაღლაა, მე სტომატოლოგი ვარ! – პასუხობს ექიმი.
* * *
ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს სიგარეტისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე უტარებს გაკვეთილს და ყველაფერი უფრო გასაგები რომ იყოს, პატარა ცდას ჩაუტარებს. ერთ ჭიქაში, რომელშიც სპირტი ასხია, ჭიაყელას ჩაუშვებს. ერთ წუთში ჭიაყელა მოკვდება. მეორე ჭიაყელას იმ ჭიქაში ჩაუშვებს, რომელიც ნიკოტინით არის სავსე. ჭიაყელა მოკვდება. მესამეს სუფთა წყლით სავსე ჭიქაში ჩაუშვებს. ჭიაყელა მშვიდად გრძნობს თავს.
– აბა, ბავშვებო, აქედან როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება? – ეკითხება მოსწავლეებს, – მიპასუხე, მიხო.
– რაც შეიძლება მეტი უნდა დავლიოთ და მოვწიოთ, რომ მუცელში ჭიაყელები არ გაგვიჩნდეს, – პასუხობს მიხო.
* * *
შვილი მამას ეკითხება:
– მამა, შენი დედიკო როდისმე გცემდა?
– არა, მხოლოდ შენი! – პასუხობს მამა.
* * *
სახანძრო განყოფილებაში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უფროსი შედის და მეხანძრეებს ეუბნება:
– აბა, ბიჭებო, მშვიდად, აუჩქარებლად მოემზადეთ გასასვლელად, საგადასახადო პოლიციის შენობა იწვის...
* * *
გემი იძირება, ვისაც რითი შეუძლია, თავს შველის. კაცი ხის კარებს არის ჩაჭიდებული, რომელსაც "ბარი" აწერია. ამ დროს მასთან ცოლი მიცურდება და უყვირის:
– არამზადავ, ასეც ვიცოდი, სადაც იქნებოდი!
* * *
საიქიოში ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება:
– აქ როგორ მოხვდი?
– მე–15 სართულიდან გადმოვხტი. შენ?
– შე შობელძაღლო, რომ ხტებოდი, ვერ დაინახე, სად ეცემოდი!
* * *
მასწავლებელმა დაფაზე ვაშლი დახატა და ბავშვებს ეკითხება:
– ეს რა არის?
– უკანალი, – ერთხმად პასუხობს კლასი.
ატირებული მასწავლებელი დირექტორთან გაიქცა. მცირე ხანში დირექტორი კლასში შედის და ბავშვებს უყვირის:
– როგორ არა გრცხვენიათ, მასწავლებელი აატირეთ? ეს რა არის, დაფაზე ვინ დახატა უკანალი?
* * *
ცოლი ქმარს ეუბნება:
– ამოირჩიე, ან მე, ან ლუდი!
– რამდენი ბოთლია? – კითხულობს ქმარი.
* * *
დედა შვილს ეზოში ჩასძახის:
– შვილო, ნუ ურტყამ გოგას თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები.
* * *
ღამის სამ საათზე ტელეფონი რეკავს. სახლის პატრონი ყურმილს იღებს და ესმის:
– გამარჯობა, უცნობო მეგობარო, არც შენ გძინავს?

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ანეკდოტები
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები











ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 







































































