asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-05-11 14:54:21



* * *

მეცნიერი აუდიტორიაში ლექციას კითხულობს:
– მეგობრებო, ჩვენ შევძელით თეთრი და მურა დათვის შეჯვარება...
– რა შედეგი მიიღეთ? – კითხულობენ დარბაზიდან.
– ცხოველები ნასიამოვნები დარჩნენ.
* * *

მეგობარი მეგობარს ეუბნება:
– მე რომ შენს ცოლთან გავატარო დრო, ვინ ვიქნები შენთვის. მტერი?
– არა, – პასუხობს მეგობარი.
– მეგობარი?
– არა.
– ნათესავი?
– არა.
– აბა, ვინ?
– ბარი–ბარში ვიქნებით!
* * *

ბიოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი პატარა მიხოს ეკითხება:
– რატომ არის კამბალა ასეთი ბრტყელი?
– იმიტომა, რომა ვეშაპთან იწვა! – პასუხობს მიხო.
მასწავლებელმა მიხო გარეთ გააგდო და ახლა მაროს ეკითხება:
– რატომ აქვს კიბოს გადმოკარკლული თვალები?
ამ დროს მიხო კარს შემოაღებს და პასუხობს:
– იმიტომ, რომ მან ეს ყველაფერი დაინახა!
* * *

ფსიქოანალიტიკოსთან კლიენტი შევა, სავარძელში მოკალათდება და... დუმს. ექიმი მოთმინებით ელოდება. სრულ სიჩუმეში ერთი საათი გადის. კლიენტი დგება, 50 ლარს ტოვებს და მიდის. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. ასე გაგრძელდა ერთი კვირა. კვირის თავზე ექიმმა ვეღარ მოითმინა:
– იქნებ რაიმე მკითხოთ?
– შეიძლება? – გახარებული ეკითხება კლიენტი.
– რა თქმა უნდა!
– ექიმო, თანაშემწე არ გჭირდებათ?


* * *
გენერალს ეკითხებიან:
– რატომ არ არის ჯარში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი?
– იმიტომ, რომ მხიარულები ჰაუპტვახტში სხედან, ხოლო საზრიანები სახლში.
* * *

კოვბოი ცხენს მიაჭენებს. ხედავს, წინ 10 მეტრი სიგანის თხრილია.
– მე კოვბოი ვარ, გადავახტები! – ეუბნება საკუთარ თავს.
გადახტა. აგრძელებს გზას. ხედავს, წინ 20 მეტრის სიგანის ორმოა.
– მე კოვბოი ვარ, გადავახტები! – ისევ იმხნევებს თავს.
გადაახტა და გზა განაგრძო. ხედავს, 25 მეტრი სიგანის თხრილს უახლოვდება, ისევ შესძახებს:
– მე კოვბოი ვარ, გადავახტები!
აგრძელებს გზას და ხედავს, წინ 50 მეტრი სიგანის თხრილია.
– მე კოვბოი ვარ, გადავახტები!
ამ დროს ცხენი გაჩერდა და ეუბნება:
– კოვბოი ხარ და მიდი და გადაახტი, შენი დედაც!
* * *

მიხოს მეზობელი ეუბნება:
– შენმა ძაღლმა ისევ შეჭამა ჩემი ქათამი.
– კარგია, ჯოუ, რომ მითხარი, საჭმელს აღარ ვაჭმევ, – პასუხობს მიხო.
* * *

ოსი მაღაზიაში რიგში დგას და შეამჩნევს, რომ ვიღაცამ საფულე ამოაცალა. დარბაზის ცენტრში გამოვა და ამბობს:
– დამიბრუნეთ ჩემი საფულე, თორემ იმას გავაკეთებ, რაც გუშინ ვქენი.
ხმას არავინ იღებს. გადის დრო. ოსი ისევ იმეორებს:
– დამიბრუნეთ საფულე, თორემ იმას ვიზამ, რაც, გუშინ გავაკეთე!
ისევ სიჩუმე, ხმას არავინ იღებს. ოსმა მრისხანე სახე მიიღო და ისევ ამბობს:
– უკანასკნელად გაფრთხილებთ, დამიბრუნეთ საფულე, თორემ იმას ვიზამ, რაც გუშინ ვქენი.
ერთ–ერთი მყიდველი ხალხს გამოეყო, საფულე დაუბრუნა და ეკითხება:
– გუშინ რა ქენი?
– არ დამიბრუნეს და სახლში წავედი.
* * *

სვანი აბაზანაში საბანაოდ შევიდა. მალე მეუღლეს გასძახა:
– შამპუნი მომიტანე!
– კი მაგრამ, მანდ ხომ არის შამპუნი, – პასუხობს ცოლი.
– ამას აწერია, მშრალი თმებისთვისო, მე კი თმები უკვე დავისველე...
* * *

ეგერი მეთევზესთან მიდის და ეუბნება:
– რატომ თევზაობთ აკრძალულ ადგილზე?
– კი არ ვთევზაობ, ჭიაყელას ვაბანავებ, – პასუხობს მეთევზე.
– აბა, მაჩვენე!
მეთევზემ ანკესი ამოიღო.
– ჯარიმა გადაიხადე!
– რისთვის?
– საცურაო კოსტიუმის გარეშე ბანაობა აკრძალულია!
* * *

სასამართლოზე ხმაურია და მოსამართლე დარბაზს მიმართავს:
– სიჩუმე! წესრიგი დაიცავით. თუ ვინმე კიდევ დაიძახებს "ძირს მოსამართლე" ქუჩაში გავაგდებ!
მცირე ხნის შემდეგ დარბაზში ისმის:
– ძირს მოსამართლე!
– ბრალდებულო, ეს თქვენ არ გეხებათ.
* * *

საბავშვო ბაღში ბავშვები საუბრობენ:
– მე კომბოსტოში მიპოვეს, – ამბობს ერთი.
– მე წერომ მომიტანა, – ამბობს მეორე.
– მე კი ინტერნეტიდან გადმომქაჩეს, – ამაყად ამბობს მესამე.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online