| ქალი და მამაკაცი |

– ბავშვებო, აბა, ვინ მეტყვის, სად მოიპოვება ყველაზე ბევრი პური?
– კატლეტში, მასწ.
* * *
მიხო და მარო ტელევიზორს უყურებენ.
– კლეიმ კიდევ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია, – ისმის ტელევიზორიდან.
– ნეტავ ვისი უნდა იყოი? – დაინტერესდა მარო.
* * *
სვანი გერმანელ ფრაუს ჩაესიძა. ქალი უზომოოდ კმაყოფილი იყო, სვანი უბადლო "სექსოშემსრულებელი" აღმოჩნდა, მაგრამ ქალი მალე მობეზრდა.
– უნდა წავიდე, უნდა დაგტოვო, ჩემო ქალბატონო, – ეუბნება ქალს, – ჩემი იალბუზი, ჩემი შხარა მომენატრა.
– ვაიმე, დედაავ! – გერმანულ–ქართულად ატირდა ქალი.
– ნუ დარდობ, – ამშვიდებს სვანი, – ჩემ ძმას გამოგიგზავნი.
– ისიც შენსავით მაგარია?
– კიდევ უფრო მაგარი.
– მაინც?
– ორი წლის წინ დათვი მოათრია ტყიდან და ახლა მწერს, ბელების ფერმა გავხსენიო...
* * *
ავტობუსში 3 წლის ბიჭი მამას უზის კალთაში. ამოვიდა მოკლეკაბიანი მაგარი გოგო.
– შვილო, – ეუბნება მამა შვილს, – ზრდილობა აქედანვე უნდა ისწავლო, ჩადი და დაუთმე ადგილი დეიდას.
* * *
ცოლი: მოგიტანო სადილი?
ქმარი: ვაა, ისევ ჩხუბის მიზეზს ეძებ?!
* * *
ქუთაისელი კბილის პროთეზს არჩევს.
– ეგი რაია, ძვალია?
– კი.
– ეგი გატყდება, უფრო მაგარი რა გაქვენ?
– ვერცხლის.
– ვერცხლის კაცი ვარ მეე, რაფრა გამოვყო თავი საფიჩხიაში?!
– მაშინ ოქროსი გაიკეთეთ.
– ოქრო ჯობია, კი... მეიცა, სიგნალიზაცია მოყობა?
* * *
ექიმი პაციენტს ურეკავს:
– ქალბატონო ქსენია, რას შვრება თქვენი თავის ტკივილი?
– ლოთობს, ისევ ლოთობს, ექიმო, მაგას რა გამოასწორებს!
* * *
– ჩემს ცოლს საშინელი მეხსიერება აქვს.
– როგორ, სულ არაფერი ახსოვს?!
– პირიქით, ყველაფერი ახსოვს...
* * *
– სიმონ, ამ ბოლო დროს დაკვირვებას ვაწარმოებ და გოგოებს სულ არ უნდებიენ გათხოვება.
– საიდან ასკვნი?
– არც ერთი არ მომყობა ცოლათ, სიმონ...
* * *
– ჩემმა ბიძაშვილმა გუშინ სერვერი გატეხა.
– ჰაკერია?
– ჰაკერი კი არა დოყლაპიაა, ხელიდან გაუვარდა.
* * *
სიძე სიდედრს მშენებარე სახლს ათვალიერებინებს:
– აქეთ მობრძანდით.
– მოვედი.
– აი, ეს ვანაა, ეს ტუალეტია.
– რა ლამაზია!
– ეს სამზარეულოა. აი, აქ ბალკონი იქნება, მიდი, მიდი წინ, ნუ გეშინია...
* * *
ზესტაფონელი მანქანით საცობში მოჰყვა. ხედავს, მანქანებს შორის ინსპექტორი დადის, მანქანის მძღოლებთან მიდის, რაღაცას ეუბნება და გზას აგრძელებს. ზესტაფონელამდეც მიაღწია.
– რაშია საქმე, რატომაა საცობი? – ეკითხება ინსპექტორს ზესტაფონელი.
– ვიღაც დურაკმა სატვირთო მანქანით გზა გადახერგა, ზევით აძვრა და გაიძახის, რომ პარლამენტის დეპუტატობა უნდა და ფული არ აქვს, ამისთვის ორი მილიონი სჭირდება და თუ ამ თანხას არ შევუგროვებთ, თავს დაიწვავს.
– მე შევუგროვებ! – თავი გამოიდო ზესტაფონელმა და დაჩალიჩდა, მიიარ–მოიარა მანქანებს შორის "ტუპიკები" და ნახევარ საათში ინსპექტორს მოადგა:
– მე მგონი, ეყოფა...
– რამდენია? – დაინტერესდა ინსპექტორი.
– 12 ლიტრი ბენზინი. რავა, არ ეყოფა თუ?! სპიჩკა ქე ექნება ვინმეს...
* * *
რესტორანში კაცი ოფიციანტს ეკითხება:
– რას მირჩევ, რომელი ღვინო ჯობია?
– ქალთან ერთად ხართ?
– დიახ.
– იმასთან, რომელიც ახლახან საპირფარეშოში გავიდა?
– დიახ.
– აუჰ! მაშინ არაყი აიღე...

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად











ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 







































































