asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-04-18 14:36:21



* * *

არაბი შეიხი სამოგზაუროდ რუსეთში ჩავიდა და იქ ერთ–ერთი ახალი რუსის ქალიშვილი მოეწონა. იგი თავის მეგობრებს უყვება:
– მოკლედ, შეიხი მეუბნება, თუ ცოლად გამატან, მასში მისი წონის ოქროს გადავიხდიო. მე ვუპასუხე, რომ ასეთ საკითხში აჩქარება არ ივარგებს და ერთი თვის შემდეგ ვისაუბროთ.
– მართალი ხარ, ეს შეიხები მათი უცნაური კანონებით... მართლაც დაფიქრებაა საჭირო, – პასუხობს ერთ–ერთი მეგობარი.
– აქ რაა საფიქრალი, ქალიშვილს გამოკვება სჭირდება...
* * *

აფთიაქში შესული მყიდველი კითხულობს:
– გაქვთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება?
– რა თქმა უნდა, აი, ინებეთ ძილის წამალი...
* * *

მოსამართლე განსასჯელს ეკითხება:
– ბრალდებულო, ახლა გვიპასუხეთ, სახლში შესულმა, როდესაც ნივთები და ფული მოიპარეთ, რატომ არ ახლეთ ხელი ბრილიანტების კოლექციას?
– აუ, ბატონო მოსამართლევ, თქვენც იგივეს მეკითხებით, რითიც ჩემმა მეუღლემ სისხლი გამიშრო!
* * *

რუსი, ამერიკელი და გერმანელი კაციჭამიებთან მოხვდნენ. ველურების ბელადი ეუბნება:
– ჩვენთან ხეობაში არის ექო. სათითაოდ დაიძახებთ და ვის ნათქვამსაც ექო ყველაზე ხშირად გაიმეორებს, იმას გავუშვებთ, დანარჩენებს შევჭამთ.
პირველად ამერიკელმა სცადა:
– ბუშიიი!
ექომ ერთხელ გაიმეორა და გაჩერდა.
დაიყვირა გერმანელმა:
– ჰიტლერიიი!
ექომ გაიმეორა და გაჩერდა.
რუსის ჯერი დადგა და მანაც დაიძახა:
– ბიჭებო მაღაზიაში არაყი მიიღეს!
– სად, სად, სად... სად, სად, სად?
* * *

სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა მინდვრის პირას მდგომ გლეხს ეუბნება:
– უკაცრავად, 6 საათსა და 45 წუთზე მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება და შეიძლება სადგურზე თქვენი მინდვრის გავლით მივალ?
– კი, ბატონო, – პასუხობს გლეხი, – ოღონდ ეგ არის, რომ თუ ჩემმა ბუღამ დაგინახათ, შეიძლება 6 საათსა და 15 წუთზე მიმავალ მატარებელსაც მიასწროთ.
* * *

ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეკითხება:
– როგორ არის საქმე?
– დოლზე დაკვრას ვსწავლობ.
– მერე, როგორი შედეგი გაქვს?
– ბრწყინვალე!
– მართლა?! კარგად დაეუფლე მაგ ხელობას?
– არა, მეზობლები გაიქცნენ!
* * *

მიხო გორაკზე დგას და ხელში ბუმერანგი უჭირავს. შაქრო მივა და ეკითხება:
– ეგ რა გიჭირავს ხელში?
– რავი, ამის დედა ვატირე, ვერაფრით მომიშორებია თავიდან.
– უი, ჯო ეგა ხომ ბუმერანგია, გადააგდე, ჯო.
– აჰა და შენ გადააგდე.
* * *

ერთი ლოთი მეორეს ეკითხება:
– საინტერესოა, რატომ შემარქვეს მეტსახელად ჯინი? ყველაფრის გაკეთება რომ მეხერხება, იმიტომ?
– არა, უბრალოდ, როგორც კი ბოთლს ვხსნით, მაშინვე იქ გაჩნდები ხოლმე.
* * *
ახალი რუსი ეკლესიაში შედის და ღვთისმსახურს ეკითხება:
– თუ ეკლესიას ნახევარ მილიონ დოლარს შევწირავ, შევძლებ ჩემი სულის გადარჩენას?
– ზუსტად ვერ შეგპირდები, – პასუხობს ღვთისმსახური, – მაგრამ მოდი, ვცადოთ...
* * *

უკაცრიელ კუნძულზე ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოხვდნენ და იმაზე ფიქრობენ, იქიდან თავი როგორ დააღწიონ. ამ დროს მფრინავი თეფში მოფრინდება, უცხოპლანეტელი გადმოვა და ეუბნებათ:
– თითო ამოცანას გეტყვით და თუ სწორად მიპასუხებთ, აქედან გაგიყვანთ.
ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დათანხმდნენ. პირველად აზერბაიჯანელს ეკითხება:
– რამდენია ორჯერ ორი?
– ოთხი, – პასუხობს აზერბაიჯანელი.
– მართალი ხარ, ჩაჯექი, – ეუბნება უცხოპლანეტელი.
– ექვსჯერ ექვსი, – ეკითხება ქართველს.
– ოცდათექვსმეტი.
– ჩაჯექი.
მიუბრუნდა სომეხს და ეკითხება:
– რამდენი იქნება 349 გამრავლებული 485–ზე.
– ვა, თუ სომხები არ გიყვარდა, თავიდანვე გეთქვა, რაღა!
* * *

საგადასახადო ინსპექციაში ახალი თანამშრომელი მიიღეს და უფროსი მოადგილეს ეკითხება?
– დარწმუნებული ხარ, რომ ქრთამს არ აიღებს:
– რა თქმა უნდა. უპატიოსნესი კაცია. ორი წელი აბანოს დირექტორად მუშაობდა და ერთხელაც არ უბანავია!


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online