asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-04-14 15:17:02



– როგორ გამდიდრდი?
– შოფრობით.
– ?
– ერთი ადგილი ვიცი, ექსკურსიაზე მიმყავდა ხალხი 20 ლარად.
– მერე?
– უკან წამოყვანაში 200 ლარს ვიღებდი.
* * *

– მართალია, რომ თქვენი მოლარე გაიქცა, თან ფულიც წაიღო და ცოლიც გაგტაცათ?
– მართალია, მაგრამ ის პატიოსანი კაცია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს დამიბრუნებს.
– რა გაძლევთ მაგის იმედს?
– ცოლი უკვე დამიბრუნა გუშინ.
* * *

სკოლაში გაკვეთილი ტარდება თემაზე: "როგორ მოვუაროთ ბავშვებს".
– თინიკო, შენ როგორ მოუვლი ბავშვს? – ეკითხება მასწავლებელი.
– როგორ და... ჩვეულებრივად, როგორც სხვა დედები უვლიან.
– ვთქვათ, ტყუპები შეგეძინა.
– მაგ შემთხვევაში მარტო ვერ გავწვდები, უნდა გავთხოვდე.
* * *
ორი ნარკომანი საუბრობს.
– სიმონ, გეგა, წუხელ ძალიან მაგრად დავიბომბეთ, რა.
– გული გერეოდა?
– გული არ მერეოდა, მაგრამ სიზმარში ვითომ მწყემსი ვიყავი და ისეთ ბუხოი კაიფში ვიყავი, რომ ძროხები თვითონ ითვლიდნენ ერთმანეთს.
* * *

გაბრაზებული გურული ექიმს მივარდა:
– რაია ახლა აგი, რვაი შვილი რომ მყავს და მეცხრეზე რომაა ორსულად ჩემი ცოლი, აია საქმე?!
– ხომ გამოგიწერე, კაცო, პრეზერვატივები?
– რად გინდა მერე, კი ვყლაპე სამ–სამი ყოველდღე, მარა, ა, მიშველა?!
* * *

– დედიკო, შენ და მამიკომ პატარა დაიკო გამიკეთეთ, რა! ყველას ჰყავს და მე არა.
– ეჰ, შვილო, მეც მინდა, მარა მამაშენი არ შობა.
– მაგას უყურებ შენ?! მივლინებაში რომ წავა, ჩუმად გავაკეთოთ.
* * *

მატარებელში ღამის 3 საათზე ქალი პატარა ბიჭს ეხვეწება:
– ფსი, ფსი, გია...
– რატომ იძახით, ქალბატონო, ასე ხშირად ფსი–ს? – ეკითხება მგზავრი კაცი.
– ისე გია არ ფსამს, ბატონო.
– მაგი არ ფსამს, მარა მე დავრბივარ ტუალეტში ყოველ ხუთ წუთში.
* * *

– ეს ფირმა "დომენტი, დომენტი, დომენტია"?
– დიახ, ბატონო.
– დომენტის სთხოვეთ.
– ქალაქში არაა.
– დომენტი მაინც მალაპარაკეთ.
– შვებულებაშია, ბატონო.
– დომენტი?
– დომენტი მე გახლავართ, რა გნებავთ?
* * *

მოხუცმა სამი საათი იცადა ექიმის მოსაცდელში, მერე ადგა და კუსკუსით დაეშვა კიბეებზე.
– ექიმს არ უცდით, ბატონო? – დაედევნა ექთანი.
– მომეშვი, ერთი! რაღა სხვის მოსაცდელში მოვკვდე ლოდინით. მირჩევნია, ჩემს სახლში მოვკვდე ავადმყოფობით.
* * *

– მამიკო, როგორ შეირთე ცოლი?
– ეჰ, არ მითხრა, შვილო.
– თქვი, რა!
– ქუჩაში გოგოს ვაკოცე, გოგომ მილიციას დაუძახა, მილიციამ მღვდელს დაუძახა... ეკლესია და... ასე დავიღუპე.
* * *

ავტობუსში ჭედვაა. ქურდმა პროკოფის ჯიბეში "გაისეირნა". პროკოფიმ ხელი დაუჭირა:
– აა, დაგიჭირე თუ არა?!
– მაპატიეთ, ბატონო, შემეშალა, მე სახლში ზუსტად თქვენნაირი შარვალი მაქვს.
* * *

– მამი, მე როდის ჩავისახეი? – ეკითხება შვილი კახელს.
– ეე, რა გითხრა, ჯოო... სუ სამი დღე იყო გასული, ვირ რო გავყიდე ბოდბისხევი ბაზრობაზეი.
* * *

როლანდია სახლში გატიალებული მთვრალი მივიდა შუაღამეს. დააკაკუნა, მაგრამ ცოლი კარს არ უღებს. კიდევ დააკაკუნა, ისევ არ უღებს კარს.
– დედამიწაზე ულამაზეს და ჩემს უსაყვარლეს ქალს ყვავილები და შამპანური მოვუტანე! – დაიძახა როლანდიამ.
ცოტა ხანში კარი გაიღო.
– სად არის ყვავილები და შამპანური? – მკაცრად იკითხა ცოლმა.
– სად არის დედამიზაწე ულამაზესი ქალი? – კითხვა შეუბრუნა როლანდიამ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online