asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-04-11 14:06:57



* * *
ორი დაქალი საუბრობს.
– არ მსურს, რომ ქვრივის მეორე ცოლი გავხდე, – ამბობს ერთი.
– შენი აზრით, ჯობია პირველი იყო?!
* * *

– ჯო, გაიგე მიხოსა როგორი საფრთხობელა დაუყენებია თავის ბოსტანში? – ეუბნება მიტო შაქროს.
– არა, მაინც როგორი?
– ისეთი საშინელი, რომა, რაც შარშან ჩიტებმა მოსავალი წაიღეს, სულ უკან მოუტანეს!
* * *

სეროჟა მეგობარს უყვება:
– გუშინ სახლში დავბრუნდი, შევიხედე კარადაში და ცოლის საყვარელი ზის.
– მერე, შენ რა გააკეთე?
– რა და, ვეუბნები, შე სულელო, რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, გავეყარე და აქ აღარ ცხოვრობს–მეთქი!
* * *

ქალი დილით სამსახურში თვალჩალურჯებული მივა.
– რა მოგივიდა, ვინ გცემა? – ეკითხება თანამშრომელი.
– ქმარმა.
– ქმარმა? მე კიდევ მეგონა, რომ მივლინებაში იყო...
– შენ გეგონა, მე კიდევ დარწმუნებული ვიყავი!
* * *

ჭიჭიკია ბიჭიკიას ტელეფონზე ურეკავს:
– ბიჭიკია, სათევზაოდ არ წავიდეთ?
– დაიცა, ნაზიკიას ვკითხავ, – პასუხობს ბიჭიკია და ერთი წუთის შემდეგ პასუხობს:
– არა, სათევზაოდ არ წამოვალ, ნაზიკიამ მითხრა, შეგიძლიათ აქ დალიოთო.
* * *

ქალმა ხანძრის დროს სახის დამწვრობა მიიღო. ექიმებს მისთვის კანის გადანერგვა დასჭირდათ. საკუთარი კანის მეუღლისთვის მიცემაზე თანხმობა ქმარმა განაცხადა. მას კანი რამდენიმე ადგილზე ააცალეს, ხოლო ლოყებისთვის საჭირო კანი უკანალიდან აიღეს. პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გახარებული ცოლი ქმარს ეუბნება:
– ძვირფასო, ამას არასდროს დავივიწყებ და მადლობა რითი გადაგიხადო?
– საჭირო არ არის, იმაზე მეტი რა უნდა გამიხარდეს, როდესაც დავინახე, როგორ გკოცნიდა ლოყებზე დედაშენი, – პასუხობს ქმარი.
* * *

ცოლ–ქმარი პარკში სეირნობს. ქმარს თვალი გოგონებისკენ გაურბის. ცოლი ეუბნება:
– უცქირე, უცქირე, მადაზე მოგიყვანს, სადილობა კი მაინც სახლში მოგიწევს.
* * *
თუ საქართველოში ბავშვები წეროებს მოჰყავთ, მაშინ ჩინეთში კალიებს!
* * *
ჯარიდან მფრინავად დაბრუნებულ მიხოს თანასოფლელები ეკითხებიან:
– ჯო, რამდენი დაგჭირდა ფრენის შესასწავლად?
– ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასე, შვიდი–რვა, – პასუხობს მიხო.
– თვე?
– არა, თვითმფრინავი.
* * *

ოსი ექიმს ეუბნება:
– სენი წილიმე, ექიმო, თავბლუ მეხვევა და გალშემო პეპლები დაფლინავენ.
– დიხლაფოსი სცადე? – ეკითხება ექიმი.
– ლოგოლ ალა, დავლიე, მაგლამ ალ მიშველა.
* * *

მიხო და სიდედრი ბაღჩაში მიწას ბარავენ. სიდედრს თავზე მუზარადი ახურავს. გამოივლის შაქრო და მიხოს ეკითხება:
– ჯოუ, მიხოვ, რათ უნდა ბარვის დროს შენს სიდედრს მუზარადი?
– აბა, შე შობელძაღლო, ბარის დასაბერტყად წამდაუწუმ ღობესთან ხომ არ ვირბენ.
* * *
ერთ–ერთი ფირმის ერთი თანამშრომელი მეორეს ეუბნება:
– გაიგე, დირექტორი შტატების დიდ შემცირებას იწყებს.
– არ ინერვიულო, ეს ჩვენ არ გვეხება. ცოლს ეჩხუბა და დაემუქრა, რომ ყველა მის ნათესავს სამსახურიდან გაუშვებს.
* * *

ახლად გათხოვილს დაქალი ესტუმრა და ურთიერთმოკითხვის შემდეგ ეკითხება:
– როგორ არის შენი მეუღლე, როგორ მოეწონა შენი გაკეთებული სადილი?
– ნორმალურად, ხვალ გამოწერენ საავადმყოფოდან.
* * *

გაზის საავარიოში სვანი რეკავს:
– დილიდან გაზი ჩავრთე და არ აინთო.
– ასანთი აანთეთ? – ეკითხებიან გაზის საავარიოდან.
– არა, ახლავე ავანთებ...
* * *

მოსამართლე ბრალდებულს ყურადღებით აკვირდება და ეკითხება:
– თქვენ რაღაც ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ, ადრე ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს?
– დიახ, ბატონო მოსამართლევ! – იმედიანად პასუხობს ბრალდებული, – გასულ ზამთარში თქვენს შვილს ვიოლინოზე დაკვრას ვასწავლიდი.
– სამუდამო პატიმრობა, – აცხადებს განაჩენს მოსამართლე.
* * *

რუსს ეკითხებიან:
– რა არის სინათლის სიჩქარე?
– როდესაც მაცივრიდან ლუდის ბოთლს ისე გამოიღებ, რომ მაცივარში სინათლე ანთებას ვერ მოასწრებს, – პასუხობს რუსი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online