asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-04-07 13:45:18



– როგორ ჩაიარა შენმა მოგზაურობამ საჰარის უდაბნოში? – ეკითხება მოგზაურობიდან ახალდაბრუნებულ კირილეს მეზობელი.
– არ გამახსენო! რა საზიზღრობა ყოფილა, კაცო, ეს უდაბნო!
– მომიყევი რა!
– რა და, მივდივარ, მივდივარ ამ სიცხეში... სილაა, სილა.. სულ სილა და სიცხე კიდო ზევიდან... ვიღვრები ოფლად.
– მერე?
– გონებას რო ვკარგავდი, უცბათ მომეჩვენა, რომ პამელა ანდერსონი მოდის სულ ტიტველი.
– აუ, რას ებდღვნებოდი!
– კაცო, შენ ყრუ ხარ?! მომეჩვენა–თქვა!
* * *

– ბებო, ბებო, შენ როცა გათხოვდი, ქალიშვილი იყავი?
– რაღა მახსოვს, ბებია, უკვე რამდენი დრო გევიდა!
* * *

– რაია, კარლოია, ასთე ადრიანად წამოხვედი ყანიდან, შე კაცო?
– დაკეტილი იყო, ვინცხა ჩინელს შუუძენია.
* * *

ქუთაისელი "პრავაზე" გამოცდას აბარებს.
– მაშ ასე, – ეუბნება ინსტრუქტორი, – ვთქვათ, შენ მიდიხარ ორადგილიანი მანქანით.
– რა ჯანდაბად მინდა ვორკარიანი მაშინა!
– ვთქვათ, კაცო, სიტყვაზე.
– მერე?
– შემოგხვდა სამი მგზავრი, ერთი შენი უფროსია, მეორე – მოხუცი ქალი და მესამე – ახალგაზრდა ნაშა. რაფრა მეიქცევი?
– რაფრა და მივცემ გასაღებს ჩემს უფროსს, წეიყვანოს ბებერი ბებიე და მე ნაშასთან დავრჩები...
* * *

ქუთაისში რომ ვერ გიპასუხებენ, ისეთი კითხვა დედამიწის ზურგზე არ არსებობსო, გაიგეს საზღვარგარეთ. ერთი დაინტერესებული ამერიკელი ჩამოვიდა ქუთაისში და მივიდა გაზეთის ჯიხურთან. მივიდა და სუფთა ქართულით ეუბნება კიოსკიორ ბაჩუნიჩს:
– თუ შეიძლება, ხვალინდელი გაზეთი მომეცით.
– მაღადავებ, ბუჯო? – ნაფაზი დაარტყა ბაჩუნიჩამ.
– რატომ გაღადავებ?
– მაღადავებ, აბა, რაია, რას მთხოვ?!
– რას და ხვალინდელ გაზეთს.
– მაგი გუშინ გავყიდე ყველა...
* * *

– თქვენი ანეკდოტი, სულ ცოტა, ორმოცდაათი წლის მაინც იქნება.
– მომილოცავს, ქალბატონო, თქვენ ზღაპრული მეხსიერება გქონიათ!
* * *

– ბოდიშს ვიხდი, მამათქვენი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა?
– არა, ახლა... ცოტათი დედაჩემიც წეეხმარა.
* * *

– დამისახელეთ ორი ნაცვალსახელი.
– ვინ? მე?
* * *

– გამიგონია, რომ გახდომის საუკეთესო საშუალება ცურვაა, – ეუბნება კაცს ცოლი.
– არ დეიჯერო, ქალო, მაგი შენ, თვარა შეხედე ვეშაპს, რას ჰგავს მა უპატრონო!
* * *
– მამიიი! – ეძახის 24 წლის შვილი მიტოს.
– ჰაა, რა გინდა, შე შობელძაღლო შენა?!
– მამი, მე როდის დავიბადე?
– იმ წელ, თოფი რო გავისროლე და თავში ვერ გდღლიზე, შე აჯამო!
* * *

შვეიცარიაში ქუთაისელი ბანკში შევიდა, სესხად 100 დოლარი ითხოვა და გირაოდ ახალთახალი "მერსედესი" ჩადო. მისცეს სესხი 7 პროცენტად.
ერთი წლის შემდეგ ქუთაისელმა ბანკს მიაკითხა:
– ა, თქვენი 107 დოლარი და მომეცით ჩემი მანქანა.
– კი მაგრამ, ძალიან გთხოვთ, აგვიხსნათ, მაინც რაში დაგჭირდათ ის 100 დოლარი? – ეკითხება გაოცებული ბანკირი.
– არა, ბიჭო, 107 დოლარად შემინახავდნენ მთელი წელი სტაიანკაზე მანქანას!
* * *

– ნაზიკია, მაჩუქე შენი სურათი, რა იქნება! – ეხვეწება რეზიკია.
– რად გინდა, ბიჭო, ჩემი სურათი? – გაინაზა ქალი.
– შტეფსელთან მივაკრავ, ბაღნები დენთან რომ არ მივიდნენ.
* * *

ბანკში მძარცველი შეიჭრა:
– ჩქარა, ფული!
– გაგისკდა გული! – გაუხარდა ბუღალტერს, – რევიზორი მეგონე, შე დაღუპულო!


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online