asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-04-04 15:41:45



* * *

ექთანი პალატაში შედის და ავადმყოფს აღვიძებს:
– გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ–მეთქი!
– რა მოხდა? – კითხულობს გონს მოსული ავადმყოფი.
– აი, ძილის წამალი მოგიტანეთ დასალევად, – პასუხობს ექთანი.
* * *

ტელეფონი რეკავს:
– ალო, ეს ნომერი 22–22–22–ა?
– დიახ.
– თუ შეიძლება, 03–ზე დარეკეთ?
– თქვენ თვითონ დარეკეთ.
– ვერ ვრეკავ, თითი დისკში გამეჭედა!
* * *

სვანი მეზობელს ეუბნება:
– დღეს დილით ღია ბარათი ვიპოვე.
– როგორი იყო და რა ეწერა? – ეკითხება მეზობელი.
– მწვანე იყო და ზედ ეწერა, ასი წელი, ბენჯამენ ფრანკლინი.
* * *

მყიდველი გამყიდველს ეკითხება:
– რატომ ღირს ეს ჟურნალი 60 თეთრი და ის მეორე, ასეთივე ჟურნალი 70?
– იმას უფასო დამატება მოჰყვება, – პასუხობს გამყიდველი.
* * *

თვითმფრინავი მიფრინავს. უცბად გადატრიალდება და ისე აგრძელებს ფრენას. მგზავრები შეშინებულები არიან.
– დამშვიდდით, – აწყნარებს ბორტგამცილებელი, – ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგადაა, აი, ახლა ჩვენი პილოტი ცხვირში წამალს ჩაიწვეთებს და თვითმფრინავს ისევ გაასწორებს.
* * *

ყვავილების გამყიდველი:
– ახალგაზრდავ, უყიდეთ თქვენს გოგონას ყვავილები, თორემ გავიყინე...
– რა ღირს? – ეკითხება ახალგაზრდა.
– ცალი 10 ლარი.
– მაშინ უფრო თბილად უნდა ჩაგეცვათ!
* * *

მეზობელი მეზობელს ეუბნება:
– თქვენ ძაღლს რამე მოუხერხეთ! გუშინ ისე ყმუოდა, რომ ჩემი გოგონა იძულებული გახდა სიმღერა შეეწყვიტა!
– ბოდიშით, მაგრამ ჩემი ძაღლის რა ბრალია, თქვენმა გოგონამ პირველმა დაიწყო...
* * *

ჩატარდა კონკურსი პიზის კოშკის გადარჩენისა და რესტავრაციის უფლების მოსაპოვებლად. გაიმარჯვა ვიაგრას მწარმოებელმა ფირმამ.
* * *

ლუდის ბარში მიულერი შტირლიცს ეკითხება:
– შტირლიც, რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
შტირლიცს სურდა ეთქვა, "ვოლგა–ვოლგა", მაგრამ თავი დროზე შეიკავა და უპასუხა:
– ფოლკსვაგენი–ფოლკსვაგენი!!!
* * *

ქალი არის მეტად საოცარი არსება, რომელსაც აქვს დაბადების დღე, მაგრამ არ აქვს დაბადების წელი.
* * *
ერთი მოკრივე მეორეს უყვება:
– ტაისონს ვხვდები. პირველი რაუნდია. შევუტიე. ჯერ მარჯვნიდან მოვარტყი, შემდეგ კორპუსში და უცბად შუქი გამოირთო. მხოლოდ გასახდელში აინთო.
* * *

კომენტატორი:
– დასრულდა შეჯიბრი მოთხილამურეთა შორის. 10 კილომეტრიანი დისტანცია ყველაზე სწრაფად მე–13 ნომერმა დაასრულა. ფინიშზე მეორე მივიდა დათვი, დანარჩენი მოთხილამურეების ძებნა გრძელდება.
* * *

– მამა, ზუსტად იცი, რომ ბებია ამ მატარებელს მოჰყვება? – ეკითხება შვილი მამას.
– ვიცი, შვილო, ზუსტად ვიცი, ნუ ჩერდები, განაგრძე ჭანჭიკების მოშვება, – პასუხობს მამა.
* * *

პოლიციის ქრონიკა:
– საგანგებო დანიშნულების ოცეულმა აღმოაჩინა და გაანადგურა 2 ჰექტარი ჰაშიშის ნათესები, რის შემდეგაც თავი დივიზიონად გამოაცხადა და კოსმოსში გაფრინდა უცხოპლანეტელებთან საომრად.
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რატომ აქვს ჟიგულის უკანა მინას გამათბობელი?
– მიწოლის დროს ხელები რომ არ მიგეყინოთ, – პასუხობს სომხეთის რადიო.
* * *

მეთევზემ ოქროს თევზი დაიჭირა და ეუბნება:
– პატარა ქარხანა, სახლი და მანქანა მინდა.
– კარგი, მაგრამ კრედიტით თუ ლიზინგით... – ეკითხება ოქროს თევზი.
– აირჩიე, კარაქში თუ ზეთში...
* * *

პოლიციის ქრონიკა:
– მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ალკოჰოლური სასმელების ქარხანა ჩაიგდეს ხელში, უკვე მე–5 დღეა, ვერაფრით ჩამოუყალიბებიათ თავიანთი მოთხოვნები.
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– ვისთან უფრო იაფია საქონელი, მწარმოებელთან თუ დილერთან?
– ყარაულთან, – პასუხობს სომხეთის რადიო.
* * *

ცოლი სამსახურში მისაღებად ავტობიოგრაფიას ავსებს და დივანზე წამოწოლილ მეუღლეს ეკითხება:
– დაბადების ადგილი მივუთითო?
– აჰა, დაუხატე კიდეც...


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online