asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-03-30 14:57:12



ცოლი: როგორ მოგეწონა ჩემი გაკეთებული სადილი?
ქმარი: უკეთესს რას შეჭამს კაცი, მაგრამ იმ მარილს ცოტა სუპი ვერ დაასხი, შე ქალო?!
* * *

დაქალების საუბრიდან:
– როგორ შეგხვდნენ შენი საყვარლის ნათესავები?
– ნუ იტყვი, ველური ხალხია. განსაკუთრებით მისი ცოლი, კინაღამ დამახრჩო!
* * *

– რა გოგოა ჩემი საცოლე, რა გოგო! პატიოსანი, ზრდილობიანი, თოვლივით სპეტაკი.
– ჰოო, ვიცი, ვიცნობ, მარა არც ისე კაია. სექსის დროს ეძინება ხოლმე.
* * *

ექიმს სახლში კოლეგები ურეკავენ, სახინკლეში ეპატიჟებიან, ჩავურტყათო.
– ძვირფასო, – ეუბნება ცოლს, – სასწრაფოდ სამსახურში უნდა დავბრუნდე. მძიმე შემთხვევაა და ყველა ჩემი კოლეგა იქაა.
– ძალიან მძიმე შემთხვევაა? – წუხს ცოლი.
– ძალიან... სულ ოხშივარი ასდის!
* * *

– მძახალო, თქვენი შვილი ძალიან კარგი რძალია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, აგერ მესამე წელია და შვილს ვერ აჩენს.
– რა ჭირი მოუვიდა, ნეტა! – ანერვიულდა დედა, – სანამ თქვენს შვილზე გათხოვდებოდა, ყოველ წელს ტყუპებს აჩენდა.
* * *

– ქსენიას ქმარმა ორმოცი მილიონი მოიგო, ცოლს "მერსედესი" უყიდა და ბრილიანტებში ჩასვა. შენ კი, შენ რას მიკეთებ, შე ლოთო, შენა! – უყვირის ცოლი ქმარს.
– მე რომ ფული მოვიგო, შენ რას იზამ? – კითხვას უბრუნებს ქმარი.
– ნახევარს ავიღებ და წავალ შენგან! შე ლოთო.
– აი, წუხელ კაზინოში ოცი ლარი მოვიგე. აიღე ათი ლარი და მოხიე აქედან.
* * *

– რა ქენი, შვილო, ჩააბარე გამოცდები? – ურეკავს შვილს რაიონიდან მამა.
– მერედა როგორ, მამი! გამომცდელები ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ, მითხრეს, გაისადაც მოდიო.
* * *

მიხო და მარო ვენახში მიდიან, თან გზაში მაგრად ჩხუბობენ. ამ დროს დედალ–მამალი ვირი დაინახეს.
– აგერა, მიხოვ, გაიხედეი, იცან შენი ნათესავები?
– ვიცან, მაშა! სიდედრი და სიმამრი...
* * *

– გევიგე, ცოლი მოგიყვანია.
– კი, მევიყვანე.
– ვინ გაგირიგა, მითხარი, გაფიცებ ყველაფერს!
– არავის გოურიგებია, ჩემით გევიცანი ზოოპარკში.
– მერე? გამოგატანეს თუ მეიპარე?
* * *

– ექიმო, მაღალი წნევა მაქვს, ძალიან მაღალი.
– მაინც რამდენი?
– მე რა ვიცი, წუხელ კოღო დამაჯდა და მამენტალნა აფეთქდა!
* * *

თამადა შარიან ოჯახის უფროსს ადღეგრძელებს:
– ჩემო ბენო, გისურვებ ჯანმრთელობას...
– რავა, ავადმყოფი გგონივარ, შე კაცო?!
– ბედნიერებას...
– რა უბედური მე მნახე?!
– წარმატებას...
– რავა, წარუმატებელიც ხომ არ გგონივარ?!
* * *
ორი კაციჭამია სადილობს.
– არ გეწყინოს, – ეუბნება ერთი მეორეს, – რაღაც ამ ბოლოს დროს არ მომწონს ეგ შენი სიდედრი.
– რა ვიცი, კარგად კი თქვლიფავ და...
* * *

– გუშინ მფრინავი თეფში დამეჯახა.
– რას იტყუები, სად ნახე მფრინავი თეფში?!
– ჩემს ცოლს მაგის მეტი რა აქვს.
* * *

ებრაელს ისრაელში ლენინის პორტრეტი გადააქვს.
– ეს რაა? – ეკითხება მებაჟე თბილისის აეროპორტში.
– რა კი არა, ვინ! ეს დიდი ბელადი ლენინია.
გაატარეს. ჩაფრინდა ისრაელში და იქაური მებაჟე ეკითხება:
– ეს ვინაა?
– ვინაა კი არა, რაა. ეს ოქროს ჩარჩოა.
* * *

– უკაცრავად, ეს სადგურია?
– დიახ.
– ბათუმის მატარებელი სადაა?
– გავიდა.
– დიდი ხნით?
* * *

ორი მეზობელი ქალი ჩხუბობს.
– დიდი ამბავი, თუ შენი გოგო მდიდარ ოჯახში გათხოვდა! შენ იცი, ჩემი გოგო როგორი ხალხიდან იღებს ალიმენტებს?!
* * *

– სიმთვრალემ ბევრჯერ გადამარჩინა ციხეს.
– ეს როგორ?
– რამდენჯერაც დავთვრები, იმდენჯერ თოფს ვესვრი სიდედრს, მაგრამ მთვრალი რომ ვარ, ვაცილებ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online