asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-03-23 16:23:25



* * *
სიკვდილის პირას მყოფი ოპერის მომღერალი ქალი თავის მილიონერ ქმარს აცრემლებული ეუბნება:
– ძვირფასო, შენ ჩემდამი ყოველთვის ყურადღებიანი და კეთილი იყავი, მე კი ძალზე ცუდად გექცეოდი, ყველასთან გღალატობდი.
– ნუ ინერვიულებ, – მშვიდად ეუბნება ქმარი, – როგორ გგონია, ყავაში საწამლავი ვინ ჩაგიყარა?
* * *
– ბიჭებო, დღეს მე მეტი დამისხით, თქვენთვის ნაკლები დაისხით, – ეუბნება ლოთი თანამესუფრეებს.
– რატომ?
– დღეს თქვენ უნდა წამიღოთ სახლში.
* * *
კბილის ექიმს კლიენტი ეკითხება:
– ექიმო, კბილები გამიყვითლდა, რას მირჩევთ?
ექიმი ჩაფიქრდა და პასუხობს:
– ყავისფერი ჰალსტუხი მოგიხდებათ...
* * *
მთავრობის ლოზუნგი:
– ლოთობას ბრძოლა გამოვუცხადოთ!
– ჯობია, დავნებდეთ!
* * *
ქალი კბილის ექიმის კაბინეტში ზის. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ქალმა დახედა და ექიმს მიაწოდა.
– ახლავე დავამთავრებ, გადააფურთხებს და გადმოგირეკავს, – პასუხობს ექიმი.
* * *
გურულს ანკეტას უვსებენ.
– სახელი.
– ლევანი!
– გვარი.
– გარაყანიძე!
– ოჯახური მდგომარეობა.
– ჩერესჩურ ჩახლართული!
* * *
სვანი ქუჩაში ნაცნობს შეხვდა და ეკითხება:
– ვის ელოდები?
– გოგოს.
– ერთი თვის წინ მეც გოგოს ველოდებოდი, მაგრამ ბიჭი დაიბადა!
* * *
ცირკში მომთვინიერებელი ძაღლთან ერთად გამოდის.
– რამდენია ორჯერ ორი? – ეკითხება ძაღლს.
– ჰავ, ჰავ (ორი), – პასუხობს ძაღლი.
მომთვინიერებელი მაყურებელს მიმართავს.
– შეგიძლიათ თქვენ ჰკითხოთ.
ერთ–ერთი მაყურებელი წამოდგება და ეკითხება:
– რამდენია ცხრაჯერ ცხრა?
– თუ კარგია, შენ თვითონ დაიყეფე მაგდენჯერ, – პასუხობს ძაღლი.
* * *
ლოთს ეკითხებიან:
– რითი განსხვავდება სპირტი არყისგან?
– სპიტის დალევა შეიძლება.
– არყის?
– არყის აუცილებელია!
* * *
ორი დაბოლილი ნარკომანი სანგარში ზის, რომელსაც ტანკი უახლოვდება. ერთი მეორეს ეუბნება:
– გოგა, ტო, ერთი ნაფაზიც დაარტყი და ტანკს ესროლე.
გოგა სანგრიდან ამოდის და...
– ტრა–ტა–ტა–ტა–ტა.
ტანკი გაჩერდება, ლუქი გაიხსნება, დაბოლილი ტანკისტი თავს ამოჰყოფს:
– ბუჰჰჰჰჰჰ, ავფეთქდი, ჩემი...
* * *
დაბოღმილ გურულს ნაცნობი ეკითხება:
– რა მოგივიდა, რატომ ხარ მოწყენილი?
– აგია საქმე? ცოლს გავშორდი და მანქანა ჩემი რომ იყო, იმას მისცეს, და ბოვშები, ჩემი რომ არ იყო, მე...
* * *
ჭიჭიკია ნაზიკიას ეუბნება:
– შენი ერთი სიტყვა საკმარისია ჩემს გასაბედნიერებლად. მითხარი, ცოლად გამომყვები?
– არა!
– ღმერთო, რა ბედნიერებაა...
* * *
ბიჭი პოლიციელთან მიდის და ეუბნება:
– ბიძია, გინდა პოლიციელებზე ანეკდოტს მოგიყვები?
– შენ რა, გაგიჟდი?! მე ხომ პოლიციელი ვარ!
– არა უშავს, ნელა მოგიყვები და გაგიმეორებ...
* * *
სტუმრებთან დედა შვილით თავს იწონებს:
– ნახეთ ჩვენმა ბიჭუნამ უკვე თვეების სახელები იცის. მოდი, აბა, ერთად ვთქვათ. იან...
– ვარი, – აგრძელებს ბავშვი.
– თებერ...
– ვალი.
– მარ...
– ტი.
– ყოჩაღ, აბა, ახლა შენთვითონ განაგრძე, – ეუბნება დედა.
– ...რილი, ...ისი ...ნისი, ...ლისი, ...სტო, ...მბერი.....
* * *
ერთი ახალი რუსი მეორეს ეუბნება:
– წამოდი ჩემთან ერთად აფრიკაში, იაფი საგზურებია!
– მაინც რა ღირს?
– სხვადასხვა ფასებია, მაგალითად, ცოლით ლომზე ნადირობა 600 დოლარი ღირს, ხოლო ლომით ცოლზე ნადირობა სულ რაღაც 100 დოლარი!
* * *
კლასში მასწავლებელი მოსწავლეებს შეკითხვას დაუსვამს:
– ოდესმე ვინმეს ვინმესთვის სიცოცხლე შეუნარჩუნებია?
– დიახ, მე, მასწ, – პასუხობს გიგა, – ჩემს დას ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ვიტამინით შევუცვალე!


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online