asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-03-07 13:16:47



* * *

უფროსი თანამშრომელს ეუბნება:
– სამსახურში რატომ დაიგვიანე, ჩაგეძინა?
– მაღვიძარა მოიშალა...
– დათვრებოდი და დაამტვრევდი.
– არა, დავბოლდი, დავშალე და ვეღარ ავაწყვე.
* * *

ტურისტულ ჯგუფთან ერთად ავსტრალიაში ჩასული ორი ნარკომანი ექსკურსიის დროს ანაშის მინდორს დაინახავს. ჯგუფს ჩუმად ჩამოსცილდებიან და მინდორს მიაშურებენ. სიხარულისგან სრულიად გაშიშვლდებიან და აქეთ–იქით სირბილს მოჰყვებიან, შემდეგ დასხდებიან და ფიქრობენ, როგორ გავიდნენ მინდვრიდან. უცბად დაინახავენ, რომ იქვე კენგურუს ჯოგი მიხტუნავს და გადაწყვიტეს მათ შეერთებოდნენ. მიხტუნავენ მათთან ერთად და მოულოდნელად ჯოგის წინამძღოლი შემობრუნდება და ეუბნება:
– უტვინოებო, წინდები გაიხადეთ, თორემ მთელ ჯოგს დაწვავთ!
* * *

ავადმყოფი ექიმთან შედის კაბინეტში და ესალმება:
– გამარჯობა, უფასო ექიმო.
– გაგიმარჯოს, მოურჩენელო ავადმყოფო! – პასუხობს ექიმი.
* * *

სამმა ახალმა რუსმა კაზინოში ათი ათასი დოლარი მოიგო და ფიქრობენ, როგორ დახარჯონ. პირველი წამოაყენებს წინადადებას:
– მოდით, ძმებო, მონეტა ავაგდოთ. თუ "არიოლზე" დაჯდა – დავლიოთ, თუ "რეშკაზე" – ქალებთან ერთად დავლიოთ, თუ ფეხზე დადგა – ცოლებს მივცეთ, ხოლო თუ ჰაერში გაჩერდა – მაშინ გადასახადები გადავიხადოთ.
* * *

ორი მანდილოსანი ხალხით გაჭედილ ავტობუსში სხვადასხვა კარიდან ავიდა. ავტობუსი დაიძრა და ნელა მიდის. ერთი ქალი მეორეს ეძახის:
– მაყვალა, ამოხვედი ავტობუსში?
– ამოვედი, ამოვედი.
– დაჯექი სკამზე?
– არა, მძღოლის გვერდით ვდგავარ და კვერცხები ხელში მიჭირავს.
ამ დროს მოხუცი ქალი დაუძახებს:
– შვილო, კვერცხებს ხელი გაუშვი, იქნებ უფრო სწრაფად წაიყვანოს მძღოლმა ავტობუსი, თორემ დაგვაგვიანდა.
* * *

დაღვრემილ გემის კაპიტანს მეზღვაური ეკითხება:
– რა მოხდა, რატომ ხართ მოწყენილი?
– მთელი ცხოვრების მანძილზე ლატარიას ვთამაშობ და აი, ბოლოსდაბოლოს მთავარი პრიზი მოვიგე.
– მერე, ეს ხომ კარგია, უნდა გიხაროდეთ.
– ეჰ, ვის როგორ! მეორე და მესამე პრიზად ფული იყო დაწესებული, ხოლო მთავარი პრიზი კი ტურისტული მოგზაურობაა ჩვენი თბომავლით!
* * *
ებრაელი მოშეს შვილი ყოველთვის გადავადებას იღებს ჯარში გაწვევიდან. მეზობელი მოშეს ეკითხება:
– ამას როგორ ახერხებთ?
– თვითონაც მიკვირს, დაგენაცვლე. როდესაც გამწვევი კომისიის თავმჯდომარეს ვხვდები, ყოველთვის ვენიძლავები ათას დოლარზე, რომ ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია და შეუძლია ჯარში იმსახუროს, მაგრამ ყოველთვის ვაგებ!
* * *

ექიმთან კაბინეტში მოხუცი შედის და ეუბნება:
– ექიმო! უკვე 80 წლის ვარ და მაინც გოგონებს დავდევ.
– მერე, ეს ხომ კარგია! – პასუხობს გაკვირვებული ექიმი.
– მაგრამ არ მახსოვს, რისთვის დავდევ!
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– სად წარმოიშვა ცეკვა "ჩიჩოტკა"?
– ვფიქრობთ, რომ მუშა სააკიანის ოჯახში, სადაც ათი ბავშვი ჰყავთ და ერთი ღამის ქოთანი აქვთ.
* * *

ავადმყოფი მასთან პალატაში სანახავად შესულ ექიმს ეკითხება:
– ექიმო, ბოლოსდაბოლოს როდის გამომწერენ?
– მაშინვე, როგორც კი თქვენი კარდიოგრამა გასწორდება, – პასუხობს ექიმი.
* * *

ნარკომანების სამკურნალო პალატაში ექიმი შევა.
– არწივებს გაუმარჯოს! – მიესალმება პაციენტებს.
– არწივები, კი არა და, ტო, თუ ძმა ხარ, ეგ ვენტილატორი გამორთე რა...
* * *

ორმა ლოთმა ქუჩაში 100 დოლარიანი იპოვა და ფიქრობენ, რა ქნან. ერთი წინადადებას წამოაყენებს:
– მოდი, დოლარის პური ვიყიდოთ, ხოლო დანარჩენით არაყი.
– ამდენი პური რად გვინდა? – ეკითხება მეორე ლოთი.
* * *

შვილი მამას ეკითხება:
– მამი, დედამიწის გარდა სამყაროში სხვაგანაც თუ არიან გონიერი არსებები?
– არის, – პასუხობს მამა.
– მაშინ, რატომ არ გვეკონტაქტებიან?
– გონიერები არიან და იმიტომ!
* * *

ახალგაზრდა ვენეროლოგთანაა მიღებაზე. ექიმი მის სქესობრივ ორგანოს ყოველი მხრიდან ათვალიერებს და ბუტბუტებს:
– კარგია, კარგია, კარგია...
– ექიმო, რა არის ამაში კარგი? – ეკითხება გაკვირვებული ახალგაზრდა.
– კარგია, რომ მეც იგივე არ მჭირს!
* * *
სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რა განსხვავებაა დირექტორსა და ქმარს შორის?
– დირექტორი თავის მოადგილეს იცნობს, ქმარი არა!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online