asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-02-06 13:55:34



* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– ათასი ლარი მასესხე.
– თან არ მაქვს.
– სახლში?
– სახლში ყველაფერი კარგადაა, გმადლობთ.
* * *
სადალაქოში გრძელთმიანი ყმაწვილი შედის და დალაქს ეუბნება:
– ისევე გამკრიჭე, როგორც ამას წინათ!
– ჩემთან არა, მე სულ ორი წელია, რაც აქ ვმუშაობ...
* * *

ერთი მეზობელი მეორეს ეუბნება:
– გაიგე, ჩვენმა სვანმა მეზობელმა ხალიჩა იყიდა და ყველა მისულ სტუმარს აიძულებს ფეხსაცმელები გაიხადოს და ისე შევიდეს სახლში!
– მერე, რა არის ამაში უცნაური?
– ხალიჩა კედელზე ჰკიდია!
* * *

ვასილ ივანიჩი და პეტკა მომავალზე ოცნებობენ.
– ცხოვრება მშვენიერი და გასაოცარი იქნება, კონსერვატორიას ააშენებენ, – ამბობს პეტკა.
– სწორია, პეტკა, და სახურავზე ტყვიამრფქვევებს დააყენებენ, – პასუხობს ვასილ ივანიჩი.
– ტყვიამრფქვევი რაღა საჭიროა? – კითხულობს პეტკა.
– კონსერვები რომ არ მოიპარონ.
* * *
კლიენტი მაღაზიაში გამყიდველს ეკითხება:
– კიტრი გაქვთ?
– არა, – პასუხობს გამყიდველი.
– პომიდორი?
– არა.
– კომბოსტო?
– არა.
– არც ბადრიჯანი?
– კაცო, ეს ცნობათა ბიურო კი არ არის, ხილ–ბოსტნეულის მაღაზიაა, – პასუხობს გამყიდველი.
* * *
ბიჭიკია ჭიჭიკიას ურეკავს და ეკითხება:
– ხვალ სათევზაოდ არ წამოხვალ?
– დაიცა, ნაზიკიას შევეკითხები, – ეუბნება ჭიჭიკია და მცირე ხნის შემდეგ პასუხობს, – არა, ასე მითხრა, სახლში იქეიფეთო.
* * *

პატარა მიხო მთელი დღე დივანზე ნებივრობს. მოთმინებიდან გამოსული დედა ეუბნება:
– შვილო, როდემდე უნდა იკოტრიალო, ადექი, რამე საქმე გააკეთე.
– დაიცა რა, დედი, მამობისთვის ვემზადები, – პასუხობს პატარა მიხო.
* * *
ორი დაქალი საუბრობს:
– ჩემი ქმარი ყოველთვის ბრაზობს, როდესაც არ იცის, რაში იხარჯება ფული, – ამბობს ერთი.
– მერე, შენც უთხარი, – პასუხობს მეორე.
– რომ ვუთხრა, გაცოფდება!
* * *
ფასიანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორს ჟურნალისტი ეკითხება:
– მართალია, რომ ამბობენ, თქვენთან ზარმაცი და უცოდინარი, მაგრამ ფულიანი სტუდენტები სწავლობენ?
– ძირითადად ასეა!
– ნიჭიერები არ გყავთ?
– როგორ არა, როგორც იტყვიან, ყველა ოჯახში გამოერევა ერთი მახინჯი!
* * *
ორი მეგობარი საუბრობს.
– გუშინ ჩემს სახლში ქურდი იყო შეპარული.
– მერე, რა წაიღო? – ეკითხება მეგობარი.
– არაფერი, 10 ლარი და წერილი დამიტოვა, ასე ცხოვრება არ შეიძლებაო.
* * *

ორი ლოთი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება:
– გუშინ დალევას თავი დავანებე.
– მართლა?
– ჰო. წამო, აღვნიშნოთ.
* * *
მიხომ შვილს დღიური მოატანინა და როდესაც ორიანებით გამოტენილი ნახა, შარვალზე ქამრის შეხსნა დაიწყო.
– რას აკეთებ მამი, უნდა მცემო? – ეკითხება ბავშვი.
– არა, დედიშენისამ, ლახტი უნდა გეთამაშო, – უპასუხა მიხომ.
* * *
ოლიმპიურ ტრასაზე ორი რუსი ბიატლონისტი მირბის. უცბად ერთი მოიხსნის თოფს, ტრასიდან ბუჩქებში გადავა და მეორეს უყვირის:
– იურა, გაიქეცი, მე დაგიცავ...
* * *
სვანმა მაღაზიაში ბენზინზე მომუშავე ხერხი იყიდა. ერთი კვირის მერე მივიდა და გამყიდველს ეუბნება:
– ცუდი ხერხი მომყიდე, რომ მითხარი, დღეში ხუთ კუბომეტრ შეშას დაჭრიო, სამზე მეტის დაჭრას ვერ ვახერხებ.
– კარგით, მოდით, შევამოწმოთ, – ეუბნება გამყიდველი და ხერხი დაქოქა.
– მასე ხომ მეც დავხერხავ, – ეუბნება სვანი.
* * *

გემი იძირება. პანიკაა. მგზავრები აქეთ–იქით აწყდებიან. ერთ–ერთი მგზავრი გემის კაპიტანს ეკითხება:
– რამდენი მილი იქნება უახლოეს მიწამდე?
– ორი, – პასუხობს კაპიტანი.
– რომელ მხარეს უნდა გავცურო?
– ქვევით...
* * *

მიხო ექიმს ეკითხება:
– მარო მღალატობს და რქები რად არ მეზრდება?
– არც უნდა გაგეზარდოთ, ეს უბრალოდ ასეთი გამოთქმაა.
– კიდევ კარგი, თორემ მეგონა, კალცი მაკლდა.
* * *
პროკურორის კაბინეტში პატარა, სიმპათიური ბიჭუნა შეჰყავთ. პროკურორმა გაუღიმა და ეუბნება:
– აბა, ეს ვინ მოგვიყვანეს?
– ვინა და ვინც ბებია დაახრჩო, – პასუხობს ბავშვი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online