asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-02-02 16:00:50



ორი ნარკომანი უდაბნოში მოხვდა.
– სიმონ, ბაიანი მინდა... – ამოილუღლუღა ერთმა.
– მაითმინე, ტო, აგე, აქლემი მოდის.
– მოაქვს, რო?!
* * *
– მამიკო, რა არის დიალოგი?
– ორ ადამიანს შორის გამართულ საუბარს დიალოგი ეწოდება.
– შენ და დედიკო რომ ლაპარაკობთ, არა?
– არა, პატარავ, მაგას მონოლოგი ჰქვია.
* * *

მოსამართლის კითხვებზე მეგრელი პასუხობს:
– ქორწინებაში იმყოფებით?
– დიახ, პატივცემულო.
– ვისთან?
– ქალთან, პატივცემულო.
– ნუ მატრაბაზობ, ეს ისედაც ცხადია, რომ ქალზე ხართ დაქორწინებული.
– რატომ?! მამიდაჩემი, მაგალითად, კაცზეა დაქორწინებული.
* * *

ბიჭი მამას ეკითხება:
– მამა, რას ნიშნავს "დაერხევა"?
– საიდან მოიტანე, შვილო, ეს სიტყვა?
– წეღან დედიკო ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, ჩემს დურაკს შხამიანი სოკო ვაჭამე და ახლა ასიანი დაერხევაო.
* * *

– რა სწრაფად იზრდება, ბუჯო, შენი ბიჭი, – ეუბნება ერთი ქუთაისელი მეორეს, – რას უშობი ამფერს, ყურებში ექაჩები?
– არა, პროსტო, ყოველთვე კომპიუტერის მონიტორს 3–5 სანტიმეტრით მაღლა ვწევ.
* * *

– თუ შეიძლება, ოჯახის შემადგენლობის ცნობა მომეცით.
– რომელ ორგანიზაციაში წარსადგენად გჭირდებათ?
– თვითონ მაინტერესებს.
* * *

– აგიწონოთ, ბატონო?
– აუცილებლად.
– სამი კილო და ოთხასი გრამია.
– აგაშენა ღმერთმა!
– აიღებთ, ხომ?
– რა თქმა უნდა.
– შეგიხვიოთ?
– აუცილებლად, აბა, ნანატრ ბიჭს ხომ არ გავაციებ?!
* * *
– ექიმო, ჩემი ავადმყოფობა უიმედოა?
– როგორ გითხრათ...
– ისე მითხარით, როგორც თქვენ ფიქრობთ, ექიმო, არც მეტი, არც ნაკლები.
– ჰოო... მე ასე ვფიქრობ: თუ თქვენ განგკურნავთ, მსოფლიოში გავითქვამ სასწაულმოქმედი ექიმის სახელს... მაგრამ რაღაც მეეჭვება, რომ მსოფლიო გამიცნობს.
* * *

მაღაზიის დირექტორი მოადგილეს:
– როგორ გამოიყურება ჩვენი ახალი გამყიდველი?
– ძალიან დაღლილი და გამოთაყვანებული სახე აქვს.
– მაკიაჟის განყოფილებაში გადაიყვანეთ.
* * *

კახელს თბილისში ვირი გაუჯიუტდა, არ მიდის. დაუწყო ცემა. ამ დროს ვიღაც ჰალსტუხიანი კაცი მიუახლოვდა:
– ნუ სცემთ, გეთაყვა, პირუტყვი ხომ იგივე სულიერი არსებაა. განა თვითონ არ წუხს, რომ ვირია?
– აცე, შე ვირო, შენა! – შეუძახა კახელმა ვირს, – აგე, ძმაც რა უცბათ გამოგიჩნდა ამოტოლა ქალაქში.
* * *
კომისარიატში მისულმა წვევამდელმა სიბრმავე მოიმიზეზა, გაწვევისგან თავი რომ დაეხსნა. ჩაუწერეს, ბრმააო. იქიდან გამოსული პირდაპირ კინოთეატრში შევარდა ფილმის სანახავად და მაშინ მოხდა, რაც მოხდა: გვერდით ის ოკულისტი მიუჯდა, ერთი საათის წინ ბრმა რომ ჩაუწერა. წვევამდელი არ დაიბნა:
– შემდეგ გაჩერებაზე თუ არ ჩადიხართ, გამატარეთ, რა!
* * *
– ქალო, – ეუბნება პარმენა ცოლს, – ჩვენი ხუთი ბიჭიდან ოთხი ერთმანეთს ჰგავს, პირველი კი – არც ერთს. შენა, შემთხვევით, ჩემთვინ ხომ არ გიღალატია?
– რაღა დაგიმალო და კი გიღალატე.
– ვინაა იმ პირველის მამა?
– ააა, პირველის? პირველის შენ.
* * *

– გღვიძავს, კაცო? – მუჯლუგუნს ჰკრავს ცოლი ქმარს.
– რა იყო?
– რაღაც არ მეძინება და ოცნებებში წავედი. მინდა, იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და ის გავაკეთო, რაც არასოდეს გამიკეთებია.
– შედი აბაზანაში და ნასკები გამირეცხე.
* * *

ქმარმა ცოლი ძმაკაცის დაბადების დღეზე მიიყვანა.
– ოჰ, ქალბატონო თამრიკო, სიკვდილსაც ვერ უცნიხართ! – მიეგება მასპინძელი, – ისე ხართ ჩაცმული, ძლივს გიცანით.
– ქალო, – იღრინება ქმარი, – მაგან შენ გახდილი გნახა ოდესმე თუ რას ბოდიალობს?!
* * *

– მომილოცე, ქეთი, რეჟისორმა ახალ როლზე ამიყვანა.
– გილოცავ!
– ოღონდ გამაფრთხილა, ჩემზე ადრე ნუ წვები ლოგინშიო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online