| ქალი და მამაკაცი |

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
* * *
მაღაზიაში გამყიდველმა მყიდველს შეურაცხყოფა მიაყენა.
– უკან წაიღეთ თქვენი სიტყვები! – აღშფოთებული ეუბნება მყიდველი გამყიდველს.
– ჩვენ უკან არაფერს ვიბრუნებთ. მხოლოდ შეგვიძლია იმავე ფასიან საქონელზე გადაგიცვალოთ.
* * *
აფთიაქში კაცი შედის და გამყიდველს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს.
– რომელი დამცავი საშუალებები? – ეუბნება აღშფოთებული გამყიდველი, – აქ აფთიაქია, თავდაცვის სამინისტრო კი არა!
* * *
კაცს გზად შემხვედრი გოგონა სოფლიდან ქალაქში მანქანით მიჰყავს. ტყის მახლობლად მანქანას გააჩერებს, მანქანიდან გადმოვა, კაპოტს ახდის და ძრავს უჩხიკინებს, შემდეგ კი გოგონას ეუბნება:
– მორჩა, გაფუჭდა, აქ მოგვიწევს ღამის გათევა.
– მომისმინე, მოდი უცბად მოვათაოთ და გზა გავაგრძელოთ.
* * *
– ძვირფასო, რომ იცოდე, როგორ მიყვარს კოღოები, – ეუბნება ქმარი ცოლს.
– რატომ?
– ისინი სისხლს მხოლოდ ზაფხულში მწოვენ.
* * *
ახალგაზრდა ცოლი ქმარს ეუბნება:
– ძვირფასო, ისეთი მოწყენილი ვარ. მოდი, კიდევ ერთი ნოუთბუკი ვიყიდოთ!
* * *
ერთი დაქალი მეორეს შესჩივის:
– მუდამ წარუმატებლობა მდევს: საკმარისია კარგი ადამიანი გავიცნო, აღმოჩნდება, რომ ცოლიანია, ან მე ჯერ კიდევ გათხოვილი ვარ...
* * *
მაღაზიაში მყიდველი გამყიდველს ეკითხება:
– ამ თქვენი ძეხვისგან მუცელი არ ამტკივდება?
– ვერ მოასწრებს...
* * *
რესტორანში კაცი ზის და არაყს სვამს, დაისხამს, დალევს. როდესაც უკვე საკმარისად დათვრება, ბარმენს თავისთან მიიხმობს და ეუბნება:
– ლუდი დამისხი!
– არყის შემდეგ ლუდი?
– არყის შემდეგ კი არა, ღვინის წინ.
* * *
სიმამრი სიძეს:
– მოგწონს სიდედრი?
– მომწონს.
– ე.ი. შევეწყობით ერთმანეთს. მიყვარს იუმორის მქონე ადამიანები.
* * *
ცოლი სახლში ახალი ფეხსაცმელებით დაბრუნდება და ქმარს ეუბნება:
– დღეს ისე გამიმართლა! კიბეებზე ჩავდიოდი და იქვე ფეხსაცმელები ეწყო, ისეთი ლამაზი, სულ ახლები და ზუსტად ჩემი ზომა!
მეორე დღეს ახალი ქურქით ბრუნდება სახლში და ქმარს ეუბნება:
– დღესაც ძალიან გამიმართლა! კიბეებზე ჩავდივარ და ვხედავ, ვიღაცას ქურქი დაუტოვებია, ისეთი ლამაზი, სწორედ ჩემი ზომა!
ქმარი პასუხობს:
– შენ გიმართლებს... მე კი მხოლოდ მამაკაცის ტრუსი ვიპოვნე ჩვენი საწოლის ქვეშ და ისიც ჩემი ზომის არ აღმოჩნდა...
* * *
ოლიგარქი კვდება. მის საწოლთან ანგელოზი მიფრინდება და მომაკვდავს მიმართავს:
– მითხარით, ის ხელოვნური ტბა, ფანჯარაში რომ მოსჩანს, თქვენ გეკუთვნით?
– დიახ!
– ის საჯინიბოები?
– დიახ, ისინიც ჩემია.
– მთელ მსოფლიოში გაფანტული სასტუმროების ქსელი?
– ყველაფერი ჩემია.
– ოთხი იახტა?
– ისინიც.
– ჰოო, ვშიშობ, ჩვენთან არ მოგეწონება.
* * *
ქმარი ცოლს ეუბნება:
– ძვირფასო, მოდი კნუტი ავიყვანოთ!
– არა, ხომ იცი, რომ ცხოველების ბეწვზე ალერგია მაქვს.
– უცნაურია, კატის ბეწვზე ალერგია გაქვს და ბეწვის ქურქზე არა?
* * *
სასამართლოში.
– რატომ ეყრებით მეუღლეს? – ეკითხება მოსამართლე ქმარს.
– წარმოგიდგენიათ, მთელი ღამე სახლში არ ყოფილა, ხოლო დილით დაბრუნებულმა მითხრა, რომ დასთან გაათია ღამე!
– მერე რა, ამიტომ ეყრებით?
– ტყუის, მის დასთან მე ვიყავი!
* * *
პატარა გოგი მეზობელთან მივიდა და ეუბნება:
– დეიდა ლამარა, დედაჩემი ავადაა და ჟოლოს მურაბა სჭირდება!
– რა თქმა უნდა, შვილო, ახლავე მოგცემ! რაში ჩაგისხა?
– ჩასხმა საჭირო არ არის, აქვე შევჭამ!
* * *
– გოგონი, ამ კაბაში როგორ ახალგაზრდულად გამოიყურებით!
– დიახ, 30 წლის წინათაც ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი ამ კაბაში!
* * *
შაქრომ დაინახა, რომ მიხო სკამზე ზის და შეშას ისე ჩეხავს.
– მიხო, დაწოლილიყავი და ისე დაგეჩეხა შეშა, – გასძახა ხუმრობით.
– ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა.
* * *
კაცი სახელმწიფო ჩინოსანთან შედის კაბინეტში, მას კი მაგიდაზე ორი წარწერიანი პატარა დაფა უდევს: ნუ მოსწევთ და ქრთამს არ ვიღებ.
კაცი მას მიმართავს:
– მინდა ერთი ბინა მივიღო საკუთრებაში, მაგრამ მასზე უფლება არ გამაჩნია. მირჩიეთ თუ შეიძლება, როგორ მოვიქცე.
ჩინოსანი მაგიდიდან წარწერას "ნუ მოსწევთ" იღებს და ეუბნება:
– მოდით, დასაწყისისთვის მოვწიოთ...

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 