asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2011-01-06 16:53:01



ექიმი პალატაში შედის ახალნაოპერაციევთან.
– უკაცრავად, ბატონო, მაგრამ ისევ უნდა გაგჭრათ.
– კი მაგრამ რატომ?!
– მგონი, თქვენს მუცელში მობილური დამრჩა. მართლა, ჩემთვის ხომ არავის დაურეკავს?
* * *
– შენ თუ ჩემს მახინჯ გოგოს შეირთავ, ერთი კაი საჩუქარი ჩემზე იყოს.
– კარგი, ოღონდ ვერცხლისფერი და დიზელზე.
* * *
თავმობეზრებული მასპინძელი ქრონიკულად ამთქნარებს და თვლემს.
– უკვე ჩემი წასვლის დროც მოსულა... – ამბობს სტუმარი და დგება.
– აქ ყოფნაში უკვე წვერი მოგეზარდა. გაიპარსე ბარემ და ისე წადი, თვარა სახლში შეიძლება ვერც გიცნონ, – სთავაზობს მასპინძელი.
* * *

– რატომ ეყრები ქმარს?
– აღარ სვამს და იმიტომ.
– გაგიჟდი, გოგო?! ქალები ლოცულობენ, არამსმელი ქმარი შეხვდეთ და შენ რა გჭირს?
– ერთადერთხელ გუშინ მოვიდა ნასვამი და რომ შემხედა, მითხრა, რა შტერი ვყოფილვარ სიფხიზლეში, შენ რომ გითხოვეო.
* * *

კლასში დირექტორი შედის:
– წყნარად, ბავშვებო, წყნარად, ნუ ხმაურობთ, თორემ მანდატურს გაეღვიძება და ყველას დაგვერხევა.
* * *
– გუშინ საქსაფონი მანქანაში გადავცვალე.
– გაგიჟდა, ვიღაცა იყო?! მანქანა მოგცა საქსაფონში?
– თან დიდი სიხარულით.
– ვინ იყო ასეთი შტერი?
– ჩემ ქვემოთ მცხოვრები მეზობელი.
* * *

– რა ამბავია, რა ამბავია! ერთი აშლილი როიალის გაკეთებაში 50 ლარს რომ მთხოვ, ნამუსი არ გაქვს?! შენ, კაცო, ვიღაცა ეშმაკი ხარ, შე ოხერო, რა ამბავია! არა, ნამუსი არ გაქვს, შე ოჯახქორო?!
– თქვენ ნერვებიც აშლილი ხომ არ გაქვთ, ბატონო?
* * *
ციხიდან ახალგამოსული ჯუმბერა გაზეთს კითხულობს.
– ქალო, ხედავ შენ? – ეუბნება ცოლს, – ჩვენი სოფლის მახლობლად არქეოლოგებს რომაელი მეომრის საფლავი აღმოუჩენიათ... ღმერთო, შენ მიშველე, მე არაფერ შუაში არ ვარ!
* * *
– რა ღირს თქვენთან კონიაკი?
– 55 ლარი.
– არ გრცხვენიათ, ღმერთების სასმელს ასე ძვირად რომ ყიდით?
– მაპატიეთ, ბატონო ღმერთო!
* * *

– თქვენი მდგომარეობა კრიტიკულია, ვინმეს ნახვას ხომ არ ისურვებდით?
– კი, სხვა ექიმის.
* * *
ერთი მძარცველი მეორეს ეუბნება:
– თუ ძმა ხარ, მასესხე ფული.
– მაინც რამდენი ხნით?
– აი, დაიკეტება ბანკი და ხვალ დილით პროცენტით გაგისტუმრებ.
* * *
– შენზე გავიგე, ცოლს ეყრებაო.
– მართალია, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ.
– ნამუსმა შეგაწუხა, არა?
– რა ნამუსმა. უბრალოდ ძალიან გასუქდა, თითიდან ნიშნობის ბეჭედს ვერ იხსნის და ახალ ცოლს რა ეშმაკი წამოვაცვა თითზე?!
* * *

მიხო "მერსედესს" ყიდულობს:
– რამდენ ბენზინ ხარჯამს, ჯო, კილომეტრზედა?
– ერთ კოვზს.
– ჩაის თუ სუფრისა?
* * *

– როგორ მოგეწონათ, ახალი სასმენი აპარატი რომ მოგეცით?
– რაო? ექიმო, მე მგონი, რაღაცა მკითხეთ, ტუჩის ცმაცუნზე გატყობთ.
* * *

– ექიმო, რა დიაგნოზს მისვამთ? უკვე ნახევარი საათია, წერთ.
– ეს დიაგნოზი არ არის, ნეკროლოგს ვწერ.
* * *

– ბრალდებულო ქსენია, რატომ მოკალით ქმარი მაინცდამაინც მშვილდ–ისრით?
– ბაღნებს ეძინათ და ხომ არ გავაღვიძებდი?
* * *

ბუზი თავის შვილებს მძინარე კაცის მელოტ თავზე ასეირნებს.
– ეჰ, – ამბობს დანანებით, – აი აქ, ახლა თქვენ რომ დაცოცავთ, ერთ დროს გაუვალი ტყე იყო.
* * *
– ჩემი ძაღლი ძალიან ცუდ ხალხს კბენს, – ეტრაბახება მეზობელი მეზობელს.
– მიკვირს, ამდენ ხანს რომ არ შეგჭამა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online