| ქალი და მამაკაცი |

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
* * *
ინტერნეტის ორი მომხმარებელი საუბრობს. ერთი მეორეს ეუბნება:
– როგორ არის საქმეები?
– აბა, როგორ გითხრა... თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მხოლოდ ეგ არის, რომ თითები მტკივა.
– თითები რატომ გტკივა?
– წუხელ მეგობრებს შევხვდი ჩატში და მთელი ღამე სიმღერებს ვმღეროდით...
* * *
ცოლი ქმარს ეუბნება:
– გუშინ დაგინახე, როგორ გამოხვედი ლუდის ბარიდან!
– აბა რა ვქნა, იქ ხომ ვერ ვიცხოვრებ!
* * *
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– ჩემს მეუღლეს გახდომა უნდა და იპოდრომზე რეგულარულად დადის ცხენით.
– მერე შედეგი როგორია?
– ათი კილოგრამი დაიკლო, ცხენმა.
* * *
ჩუქჩა შამანთან მივიდა და ეკითხება:
– როგორი ზამთარი იქნება, თბილი თუ ცივი?
შამანი დაფიქრდა: "თუ ვეტყვი, რომ თბილი, მაშინ მან შეიძლება შეშა აღარ მოიმარაგოს, და ცივი ზამთარი რომ იყოს? ვეტყვი, რომ ცივი იქნება". უთხრა. შემდეგ შერცხვა და მეტეოროლოგებთან მივიდა და ეკითხება:
– როგორი ზამთარი იქნება?
– ცივი, – პასუხობენ მეტეოროლოგები.
– რატომ?
– აგერ ჩუქჩა შეშის დასამზადებლად წავიდა.
* * *
თბილისელი სვანს ესტუმრა. ხედავს, იატაკზე დიდი პირდაბჩენილი დათვის ტყავი აქვს გაფენილი. სტუმარი მასპინძელს ეკითხება:
– რამდენჯერ ესროლე?
– ცხრაჯერ.
– რამდენი მოარტყი?
– არც ერთი.
– აბა, როგორ მოკვდა?
– სიცილისგან.
* * *
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– როგორ არ გრცხვენია? ორმოცი წელი იცხოვრე მეუღლესთან ერთად, ახლა კი მიატოვე და ახალგაზრდა მოიყვანე ცოლად!
– შენ რა გესმის! მოხუც ცოლთან ცხოვრება ღამის ნამდვილი საშინელებაა: ხან ვალიდოლი მიუტანე, ხან გულის წვეთები, ხან ფანჯარა გამოაღე, ხან დაკეტე. საშინელებაა! ახალგაზრდასთან კი შესანიშნავია, საღამოს წავა, დილას დაბრუნდება და მთელი ღამე მშვიდად მძინავს.
* * *
ცოლი ქმარს ეუბნება:
– წარმომიდგენია, რა საშინელი ეჭვები დაგებადა თავში, როდესაც ორი დღით სახლიდან წავედი.
– ჰო, მაშინვე გავიფიქრე, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდი...
* * *
სავალუტოს დილერს ეკითხებიან:
– რამდენი იქნება რვა, რომ რვაზე გავამრავლოთ?
– ვყიდულობთ თუ ვყიდით? – ეკითხება დილერი.
* * *
1 იანვრის დილით ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ ასეთი შედეგები გამოიღო:
– გამოკითხულთა 2–მა პროცენტმა უპასუხა "დიახ?"
– 3–მა პროცენტმა "ალო?"
– 95 პროცენტს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
* * *
ქალი მეზობელ მარტოხელა მამაკაცს ეკითხება:
– ცოლს რატომ არ ირთავთ?
– მეშინია.
– რისი გეშინიათ?
– ამასწინათ ქუჩაში ერთ ქალს შევეჩეხე. მან შეურაცხყოფა მომაყენა, სახე ჩამომკაწრა, შემდეგ კი მომიბოდიშა: "მაპატიეთ, ჩემი ქმარი მეგონეთ".
* * *
ბებია შვილიშვილს არიგებს:
– როდესაც დაახველებ, ხელისგული პირზე უნდა მიიფარო.
– ნუ გეშინია ბებია, კბილები შენსავით არ გადმომივარდება!
* * *
მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება:
– რატომ არ აიყვანეთ ადვოკატი?
– ყველა ადვოკატმა უარი თქვა ჩემს დაცვაზე, როდესაც გაიგეს, რომ ის ხუთი მილიონი არ მომიპარია!
* * *
სტომატოლოგის კაბინეტში:
– ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ...
– ექიმო შეეშვით ჩემ კბილებს!
* * *
ქმარი სახლში დაბრუნებულ ცოლს ეუბნება:
– დღეს ჩვენთან ხანდაზმულთა სახლიდან იყვნენ მოსულები...
– რა თქმა უნდა, რაიმეს მისცემდი?
– აბა რა, დედაშენი გავატანე.
* * *
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– წარმოგიდგენია, გუშინ, სანადიროდ წავედი და თოფის წაღება დამავიწყდა.
–ცუდია. როდის გაგახსენდა?
– როდესაც სახლში დაბრუნებულმა ცოლს კურდღელი მივუტანე.
* * *
ქალი ექიმს ეუბნება:
– ექიმო, ჩემმა ქმარმა აიჩემა ნაპოლეონი ვარო!
– არაუშავს, შევეცდები განვკურნო.
– იქნებ პირდაპირ კუნძულზე გადაგვესახლებინა?

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ვიცინოთ ერთად

ვიცინოთ ერთად
ანეკდოტები
ანეკდოტები 

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები 