asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2010-12-23 15:32:11



მეზობელი ოსს ეუბნება:
– ჩინგიზ, შენს ჭიშკართან ქუდი ვიპოვე. შემთხვევით შენი ხომ არ არის?
– ჩემი როგორ იქნება, ჩემი ხო გუშინ დავკარგე.
* * *
– ხოდაა, – ყვება გურული ომის ამბებს, – გაგანია ომია, ძამა, სევასტოპოლთან ვიბრძვი ზღვაში და ტყვია არ მეკარება. მარა, სად იყო და სად არა, ოთხმეტროიანი ზვიგენი არ დამესხა თავს?
– შარშარწინ რომ თქვი, ორი მეტრის იყოო?
– შარშანწინს მერე ორი წელი გევიდა და ქე გეიზარდა, შე კაცო.
* * *
მატარებელი წიფის გვირაბიდან გავიდა.
– აფსუს, – ეუბნება ქმარი ცოლს, – არ ვიცოდი, ეს გვირაბი ამხელა თუ იყო, თორემ რამეს მოვასწრებდით მე და შენ.
– მოიცა, აბა ის ვინ იყო?
* * *
– ეს როგორ მოგივიდა, პლატონიჩ? კაცს ფული ასესხე და ის შენს ცოლთან ერთად ამერიკაში გაიქცა.
– ეგ უბედურება მომაშორა იმ პატიოსანმა კაცმა და გზის ფული არ მიმეცა?
* * *
ახალი ქართველი სამ ახალთახალ მანქანას ყიდის.
– ალბათ ძალიან გაგიჭირდათ, ასეთ კარგ მანქანებს რომ ყიდით, – ეუბნება ერთი კლიენტი.
– არა, ძმაო, პრობლემა არაა. უბრალოდ, მომბეზრდა მანქანები. თვითმფრინავი მინდა, ვიყიდო.
* * *
პატარა ბიჭი გაოცებული უყურებს უზარმაზარ როტვეილერის ჯიშის ძაღლს, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქეს:
– რა საინტერესოა, მე მაჩუქეს ეს ძაღლი თუ ამას აჩუქეს ჩემი თავი?
* * *
– საერთოდ, ძაღლი უფრო მოსიყვარულე არსებაა, ვიდრე ადამიანი, – უყვება ძმაკაცი ძმაკაცს, – აი, მაგალითად, მე ცდა ჩავატარე. მანქანის ბაგაჟნიკში ჩავკეტე ჩემი ყურშა და მეორე დღეს გავაღე თუ არა ბაგაჟნიკი, ამოხტა გახარებული და მთელი ხელ–ფეხი გამილოკა. მერე სიდედრი ჩავკეტე ბაგაჟნიკში და დილით რომ გავაღე, ამოხტა და ცხვირპირი ჩამამტვრია.
* * *
– თურმე, კაცს რომ ჯიბეში ხელს ჩაუყოფ, ცოლი გაექცევა.
– მართლა? ჩამიყავი ხელი ჯიბეში, თუ კაცი ხარ!
* * *
– სად იყავი, რომ არ ჩანდი?
– იტალიაში.
– ლამაზია, არა, იტალია?
– კი, ლამაზია.
– ეს დურაკები კი იძახიან, ჩექმასა ჰგავსო.
* * *
– რას შვრები, კაცო, რატომ კლავ მაგ თუთიყუშს?
– დავკლავ და მოვისვენებ. ერთხელ შევაგინე ცოლს, ამან გაიგონა და იმის მერე დღეში სამასჯერ მაგინებს. შემაღონა, კაცო.
* * *
თვითმფრინავი ნახევარი საათის აფრენილია. სტიუარდესამ სასმელი ჩამოატარა. ყველამ აიღო, ერთი არაბის გარდა.
– თქვენ რატომ არ სვამთ, სარწმუნოება გიკრძალავთ?
– არა, უბრალოდ, ათ წუთში შტურვალთან უნდა დავჯდე და...
* * *
კლიმენტი ქარხანაში აპირებს მუშაობის დაწყებას.
– დაზგასთან მუშაობის გამოცდილება გაქვთ? – ეკითხება შეფი.
– ოთხი წელი ვმუშაობდი ქარხანაში დაზგასთან.
– ესე იგი, უსაფრთხოების წესები იცით, არა?
– კი, ჩემი სამი თითივით.
* * *
კახელი იმერელს ესტუმრა ზესტაფონში. მოშვლიპა ქვევრებს თავი იმერელმა და ყველა ჭურის ღვინოს ასინჯებს სტუმარს. მიაწოდებს ჭიქას და მიაყოლებს:
– კამფეთივით არი, კამფეთივით. აპა!
კახელმა უკვე მეხუთე ჭურის ღვინო მოსვა.
– ხოა კამფეთივით? – უყურებს გაღიმებული იმერელი.
კახელმა ვეღარ მოითმინა:
– ბოზიშვილი ვიყო, შენ თუ კამფეტი გქონდეი ნაჭამი.
* * *
– კი მარა, ამდენი ხალხი რომ დაპატიჟე ქორწილში, სად დავაჯინოთ?
– სად და, 50 დოლარიანები შუშაბანდში დავაჯინოთ და 100 დოლარიანები ზალაში.
– კი მარა, 1000 დოლარიანი რომ მოვიდეს, სა მიგყავს?
– მაგისთანა ნეტა გამოჩნდეს და ჩემ სკამზე დავაჯენ, პატარძლის გვერდით.
* * *
ლამარიამ ვახშმის შემდეგ ქმარს 15 სანთელჩარჭობილი ტორტი შემოუდგა მაგიდაზე.
– კი მარა, ქალო, ვისი დაბადების დღეა? – ეკითხება გაოცებული ქმარი.
– დღეს შესრულდა 15 წელი მას შემდეგ, რაც შენ ბოლოს კალგოტკა მიყიდე.
* * *
ავტობუსში ჭედვაა.
– კაცო, გაწიე ეგ სუმკა იქით, წვეთავს და სულ დამისველა პიჯაკი. მჟავე კიტრი გაქვს შიგ?
– არა, ლეკვი მიმყავს სოფელში.
* * *
ხორცკომბინატში თათბირია.
– ბატონო დირექტორო, ჩვენ ჩვეულებრივად ვურევთ ძეხვში ცოტაოდენ ხორცს, – ეუბნება დირექტორს სექციის გამგე.
– ხორცი რომ არ დაუმატოთ, არ შეიძლება, კაცო? გამაკოტრეთ ბარემ და ის იქნება.
* * *
საბაჟოზე:
– ეს რაა, ამდენი კონიაკი?
– ძაღლი მყავს მე საზღვარს იქით და უყვარს ასეთი რამეები.
– მოიცა, კაცო, ძაღლი კონიაკს სვამს?
– მე მივუტან და თუ არ დალევს, კისერიც უტეხია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online