asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-12-20 12:04:22



* * *
ქმარი ცოლს ეუბნება:
– როდესაც ჩვენმა მეზობელმა ავეჯი გამოცვალა, ჩვენც ახალი ავეჯი ვიყიდეთ. მან ახალი ფერადი ტელევიზორი შეიძინა, შენ მაიძულე მეც იგივე გამეკეთებინა. მანქანაზე აღარაფერს ვამბობ!
– რა მათთან ისევ რაიმე სიახლეა? რა?
– ახალი ცოლი ჰყავს!
* * *
ერთი მეზობელი მეორეს ეკითხება:
– შენი ცოლი, რომ აფთიაქში მაზს ყიდულობს, სახისთვისაა?
– არა, ფეხმძიმობის საწინააღმდეგოა.
– მართლა?!
– ჰო, ვინაიდან, როდესაც საღამოს სახეზე ისვამს, მასთან მიკარების სურვილი მეკარგება!
* * *
ბავშვი მამას ეუბნება:
– მამა, შენ შემპირდი, რომ თერთმეტ ლარს მომცემდი, როდესაც ხუთიანს მივიღებდი.
– მერე?
– გუშინწინ ორიანი მივიღე, გუშინაც ორიანი, დღეს კი ერთიანი, სულ ხუთიანი გამოვიდა.
– აი შენ ერთი ლარი და კიდევ ერთი ლარი, სულ თერთმეტი გამოვიდა.
* * *
მჭედელს მაშებით გახურებული ნალი უჭირავს.
– ღმერთო, როგორი გავარვარებულია! – ეუბნება კლიენტი.
– არც ისე! – პასუხობს ჭედელი, – ათ ლარიანი მომეცი და ენას ავუსვამ.
– რას ამბობ, ენას დაიწვავ!
მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლებს და ათ ლარიანს მისცემს. მჭედელი ფულს ენას აუსვამს და ჯიბეში ჩაიდებს.
* * *
ცოლი აღშფოთებული ეუბნება ქმარს:
– ისევ დათვერი! გუშინ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფხიზელი გნახე!
– დღეს კი ჩემი რიგია!
* * *
მასწავლებელი მოსწავლეს ეკითხება:
– გივი, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?
– თოვლის პაპა.
– რატომ?
– რითია ცუდი? ერთ კვირას წაიმუშავებს და მერე მთელი წელი თავისუფალია!
* * *
ერთი ქალი მეორეს ეუბნება:
– რა საოცარი კაბა გაცვია!.. რა შენი ზომა არ იყო?
* * *
შვილი დედას ეუბნება:
– დედა, ჩემზე ამბობენ, რომ სულელი ვარ!
– ვინ ამბობს, შვილო?
– ბუზები...
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს შესჩივის:
– გუშინ ლოთობისთვის გამომაგდეს...
– მერე რა, ლოთობისთვის ყოველთვის მასე ხდება.
– მაგრამ გამოსაფხიზლებელიდან?!
* * *
ერთი გერმანელი მეორეს ეუბნება:
– წარმოგიდგენია, ფრაუ მაიერი ქუჩაში საშინლად დაეცა!
– ოჰ, რა საშინელებაა!
– და სახე საშინლად დაიმახინჯა.
– ოჰ, რა საშინელებაა!
– მაგრამ მისმა ოჯახმა კარგი ქირურგი იპოვნეს.
– საინტერესოა.
– და ახლა იგი ადრინდელივით გამოიყურება!
– რა საშინელებაა!
* * *
ერთი დაქალი მეორეს ეკითხება:
– შენ რა ისევ ფეხმძიმედ ხარ?
– ჰო.
– ვისგან?
– ჩემი პირველი ქმარი იყო მოსული ბოდიშის მოსახდელად.
* * *
ფსიქიატრი ნაზად ეუბნება მორიგ პაციენტს:
– გთხოვთ დაწექით, მოდუნდით და მომიყევით რა პრობლემები გაქვთ...
– ეჰ, ექიმო, თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ!
– მითხარით, გისმენთ.
– ხელფასამდე 500 ლარი მასესხეთ.
* * *
სვანმა მეგობარს ანეკდოტი მოუყვა და ეკითხება:
– მოგეწონა?
– მომეწონა!
– მაშინ კიდევ მოგიყვები!
* * *
ორი კაცი უდაბნოში მიხოხავს, წყურვილი კლავთ. ამ დროს საპირისპირო მხრიდან მათკენ აქლემი მოხოხავს. ერთი მეორე ეუბნება:
– მგონი, ეს ცუდი ნიშანია...
* * *
ცოლი მაღაზიაში წასასვლელად ემზადება. ქმარი ეკითხება:
– ფული მიგაქვს?
– მიმაქვს.
– არ დახარჯო!
* * *
კაცი ექიმს ეუბნება:
– მიშველე, ექიმო, ცოლი თავს სულ უფრო უარესად გრძნობს.
– წურბელებმა ვერ უშველა?
– სამწუხაროდ ვერა. სამი გადაყლაპა, მაგრამ დანარჩენის მიღებაზე უარს ამბობს!
* * *
ერთი დაქალი მეორეს ეკითხება:
– საინტერესოა, რაზე საუბრობენ კაცები, როდესაც მარტონი რჩებიან, ჩვენს გარეშე?
– იმავეზე, რაზეც ჩვენ ქალები, როდესაც მარტონი ვრჩებით.
– ოჰ, რა საშინელებაა!
* * *
დირექტორი ხელქვეითს ეკითხება:
– სამუშაო მოგწონთ?
– მომწონს.
– და მერე, გინდათ, რომ სიამოვნებაში ფული გადაგიხადოთ?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online