asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯასტინ ტიმბერლეიკი 30–ე დაბადების დღეზე დაქორწინებას აპირებს
30–ე დაბადების დღეზე დაქორწინებას აპირებს
ჯასტინ ტიმბერლეიკი 30–ე დაბადების დღეზე დაქორწინებას აპირებს

2010-11-05 14:21:25



პოპულარულ საიტ "ფეისბუკზე" გადაღებული ფილმი "სოციალური ქსელი" კინოგაქირავებაში ყველანაირ რეკორდს ხსნის. ფილმში ჯასტინ ტიმბერლეიკი ფეისბუკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, შონ პარკერის როლს თამაშობს. გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობმა დიდი დასვენება გამოაცხადა და თავისუფალ დროს მექსიკურ კურორტ კანკუნზე ატარებს.

ფილმის პრემიერაზე ტიმბერლეიკს ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

– ჯასტინ, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ადამიანები ფეისბუკით შეპყრობილი?

– ეს წვეულებასავითაა, რომელსაც შენ თვითონ აწყობ ხოლმე. ფეისბუკზე საკუთარი გვერდის ქონის ინტრიგა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ გაქვს საკუთარი პროფილი და ეკონტაქტები იმ ადამიანებს, რომლებთანაც წვეულებაზეც სიამოვნებით ერთობი. ამ ფილმით ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ბევრი რამე იციან ფეისბუკზე და აქტიური მომხმარებლები არიან, გაცილებით მეტ ახალს აღმოაჩენენ.

– ცნობილია, რომ ფეისბუკი რამდენიმე სტუდენტმა შექმნა, მათ შორის ერთ–ერთი თქვენი გმირი იყო, რომელიც საკმაოდ უარყოფით პერსონჟად ხასიათდება.

– ვფიქრობ, რომ ფილმში არ არიან კეთილი და ბოროტი გმირები. საერთოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში ძალიან პატივმოყვარე ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს სურს, იმაზე მაგარი იდეა მოიფიქროს, ვიდრე მეორეს აქვს. ჩემს გმირში, შონ პარკერში, მომწონს ის, რომ ძალიან მიზანმიმართულია. მისი აზრით, მას ეკუთვნის ყველაზე მაგარი იდეა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ფილმის რომელიმე გმირი ასი პროცენტით მართალია და ვიღაცა ცდება. ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის რთულები არიან.

– ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, თქვენი გმირის პროტოტიპი გაგეცნოთ?

– თავიდან მქონდა ეს იდეა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ამის საჭიროება. პარკერთან ჩემი ურთიერთობა იგივე იქნებოდა, რომ გამოცდაზე "შპარგალკა" შეიტანო.

– კმაყოფილი ხართ ფილმით?

– კი, პრემიერის შემდეგ რეჟისორს მესიჯი გავუგზავნე და გულწრფელად ვუთხარი, რომ ის ყველაზე მაგარი იყო.

– როგორ ფიქრობთ, ფეისბუკი დადებით გავლენას იქონიებს საზოგადოებაზე თუ უარყოფითს?

– სოციალური ქსელი ლაკმუსის ქაღალდივითაა. ის ადამიანების დემონსტრირებას ახდენს. დღემდე არავინ ვიცით, რა შედეგებს მოგვიტანს და როგორი იქნება ფეისბუკზე გაზრდილი თაობა, მაგრამ ვფიქრობ, უარყოფითი მაინც ნაკლებად იქნება.

– თქვენს ცხოვრებაში კიდევ არ დადგა საკითხი, რომ არჩევანი გააკეთოთ კინოსა და მუსიკას შორის?

– არასოდეს ვიტყვი უარს მუსიკაზე, უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცი, მომავალში რა სახით გავაკეთო ის.

– დეკემბერში გამოვა მულტფილმი "დათუნია იოგი", სადაც თქვენ დათვს ახმოვანებთ. რომელ პროექტში უფრო მეტად ხედავთ შანსს, რომ მიიღოთ ოსკარი – ფილმში თუ მულტფილმში?

– როდესაც თქვენ ჩემს დათვს, ბუბუს, ნახავთ, მიხვდებით, რომ დიდი შანსი მაქვს, მივიღო ოსკარი. ამ მულტფილმის შემდეგ ნამდვილად აღარ იფიქრებთ ჩემზე, როგორც მუსიკოსზე.

– ამბობენ, რომ თქვენს ნათესაობაში ბევრი მუსიკოსია.

– კი. დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც ბევრი ნათესავი მყავს მუსიკოსი. დედის მამა გიტარისტი იყო, მან მასწავლა გიტარაზე დაკვრა. კარგად იცნობდა ელვის პრესლის და მასთან ერთად დუეტში უკრავდა, მაგრამ არა – სცენაზე, არამედ სამეგობრო წრეში.

– ალბათ ბაბუა ძალიან ამაყობს თქვენით.

– ბაბუაც და ბებიაც. ისინი ტენესის შტატში ცხოვრობენ, დედაჩემისა და მამინაცვლის სახლის გვერდით. ყოველთვის, როცა სახლში მივდივარ, ბებია ატმის ნამცხვარს მიცხობს.

– რამდენი წლის იყავით, როდესაც თქვენი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ?

– 4 წლის. ბაბუა და ბებია ეხმარებოდნენ დედაჩემს ჩემს გაზრდაში. მეორე ქმარს დედა ბანკში შეხვდა, სადაც მუშაობდა. 5 წლის ვიყავი, როდესაც ისინი დაქორწინდნენ. მამაჩემმაც მოიყვანა ცოლი. მისი ცოლი ფარმაცევტია, კარგად უკრავს პიანინოზე.

– ისე ტკბილად ლაპარაკობთ თქვენს მშობლებზე, შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი გაყრის შემდეგაც მეგობრებად დარჩნენ.

– კი, ჩვენ სამაგალითო ოჯახი გვაქვს და ხშირად ვიკრიბებით ერთად დედინაცვლებიან–მამინაცვლებიანად.

– მუსიკას პატარაობიდანვე ეზიარეთ?

– მშობლები ამბობენ, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად მუსიკა მართობდა. როცა მანქანაში რადიოს ჩართავდნენ, მე ხტუნვას ვიწყებდი. მამა მეუბნება, პატარა რომ იყავი, რამდენჯერმე სცენაზეც გაგიყვანე, როცა მე გიტარაზე ვუკრავდი, შენ კი ჩემს პაროდიას აკეთებდიო.

– ამბობენ, რომ მორცხვი ბავშვი იყავით.

– კი. დიდი მადლობელი ვარ დედის, რადგან მას ყოველთვის ესმოდა ჩემი. დედაჩემი ხვდებოდა, რომ ცოტა განსხვავებული ბავშვი ვიყავი და სხვანაირი მიდგომა მჭირდებოდა.

– თქვენი მუსიკალური ფანები, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები არიან, რადგან 2006 წლიდან არც ერთი ალბომი გამოგიშვიათ. ფანების დაკარგვის არ გეშინიათ?

– როგორ ფიქრობთ, მხატვარი ვალდებულია, თავისი ნახატი 31 დეკემბერს დაამთავროს და არა 1 იანვარს? ხელოვანი ადამიანები მთლიანად ემოციებით ვცხოვრობთ. მუსიკას ყოველდღიურად ვქმნი, უბრალოდ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გამოვა მსმენელის წინაშე. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამით ვარ გატაცებული, მათ შორის – ფოტოგრაფიით. შეიძლება მომავალი წლიდან ხმაურიანი ტურნეც წამოვიწყო, შეიძლება ის არც შედგეს.

– მაინც თვლიან, რომ მსახიობობამ უფრო ჩაგითრიათ ან თუნდაც თქვენი პოპულარობა დაგეხმარათ იმაში, რომ როლი მიგეღოთ ფილმში "სოციალური ქსელი".

– არა, არანაირად. სამი კვირის განმავლობაში მე ამ ფილმის სინჯებზე დავდიოდი. რეჟისორი დევიდ ფინჩერი ჩემ მიმართ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე სხვებთან. არადა ძალიან მინდოდა, ეს ყველაზე ექსცენტრული და რთული პიროვნება მე მეთამაშა.

– თქვენ რომელი სოციალური ქსელის ფანი ხართ?

– რატომღაც ჩემთვის ეს კომპიუტერული ნარკოტიკი საინტერესო არ არის, საერთოდ არ მიყვარს კომპიუტერი. ფეისბუკზე ვარ, მაგრამ ჩემზე ხშირად ჩემი აგენტები სარგებლობენ ჩემი გვერდით. ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ დღეში თუნდაც ერთი საათი ვიჯდე კომპიუტერთან.

– ამბობენ, რომ აპირებთ, უახლოეს მომავალში მონაწილეობა მიიღოთ ფილმში, სადაც თქვენი ყოფილი შეყვარებული გოგონები ითამაშებენ – ბრიტნი სპირსი და კამერონ დიასი.

– ბრიტნისთან ურთიერთობით ძალიან დიდი სკოლა გავიარე. სწორედ მასთან ვისწავლე ყველაზე მთავარი, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკო. კამერონი ჩემს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი კარგი გვაკავშირებს, ერთად მუშაობაც ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ვიცი, რომ კამერონ დიასი ითამაშებს და არა – ბრიტნი სპირსი.

– როგორც ამბობენ, საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ ცოლობა სთხოვოთ საყვარელ ქალს, ჯესიკა ბილს.

– ვგიჟდები ამ თემაზე. ძალიან მაგარი ლოგიკა აქვთ ჟურნალისტებს – თუ არ ვქორწინდები, ესე იგი, უნდა დავშორდე. ამას წინათ წავიკითხე, თურმე ჩვენ იმიტომ არ ვქორწინდებით, რომ დაშორებას ვაპირებთ. ჯესიკა შესანიშნავი გოგოა და მასთან ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყოველთვის მიყვარდა ჯესიკასნაირი გოგონები – ჭკვიანები, ძლიერები, აქტიურები. მოკლედ, ჩემს 30 წლის იუბილეზე, 31 იანვარს, შეიძლება საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთო და ცოლიანი გავხდე.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯასტინ ტიმბერლეიკი
კავშირი ტეგთან: ჯასტინ ტიმბერლეიკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online