asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სასამართლომ "მაესტროს" ასპროცენტიანი წილი დააყადაღა
ეროსი კიწმარიშვილის ინფორმაცია
სასამართლომ "მაესტროს" ასპროცენტიანი წილი დააყადაღა

2011-12-07 17:56:00



შპს სტუდია "მაესტროს" 100- პროცენტიანი წილი, "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის " მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს.
თავად კიწმარიშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "მაესტროს" დამფუძნებლებს არ ექნებათ უფლება, თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხვისონ ან გააჩუქონ.
"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოსაც, სადაც განაცხადეს, რომ საქმე კომერციულ საიდუმლოებას შეეხება და არ არიან უფლებამოსილი, ინფორმაცია ზეპირი ფორმით გასცენ.
არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები არიან მაკა ასათიანი, ილია კიკაბიძე, მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და გიორგი ებრალიძე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online