


| ქალი და მამაკაცი |







ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ მავანნი ცდილობენ "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ, იძულებულნი ვართ კიდევ ერთხელ განვმარტოთ - ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ, ზოგადად, თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ამ მიზნით ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს. ხმები, ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება; იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს









ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 
























































































































































































