asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროსი კიწმარიშვილი - კოტე გოგელიას წილში 12,5 პროცენტი ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის
”მაკა ასათიანი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობს”
ეროსი კიწმარიშვილი - კოტე გოგელიას წილში 12,5 პროცენტი ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის

2011-12-05 21:43:00



კოტე გოგელიას წილი ცალკე არ არსებობს, მის წილში 12-ნახევარი პროცენტი ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებელმა" ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძალიან განიცდის, რომ კოტე გოგელია მაკა ასათიანის სახის გამოყენებას ცდილობს, რადგან ასათიანი ამ საქმესთან არაფერ შუაშია.
"თუ მაკა მოახერხებს თუნდაც ერთი აბზაცის წაკითხვას სწორად იმ თემაზე, რაზეც ეს დიდი წერილია მომზადებული, ბოდიშს მოვიხდი. მან საერთოდ არ იცის, რაზეა ლაპარაკი. მაკა ასათიანი იყო ფასადი იმ პროცესისა, რომლის უკანაც წილობრივად იდგა კოტე გოგელია და მეორე მხრივ, ასევე, იდგა ირაკლი ოქრუაშვილი. ირაკლისაც ლეგალური და დასაბუთებული პრეტენზიები ექნება გოგელიასთან მიმართებაში და ამ თემას დიდი გაგრძელება მოჰყვება", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდება 500 ათასი დოლარის მითვისებასთან დაკავშირებით აბსურდულია. "მე თვითონ მივიტანე "მაესტროში" ბიუჯეტი, რომელიც ბევრად აჭარბებს ამ განცხადებაში ნათქვამს. მაკა ასათიანის მიერ მოტანილია ნული. ჩვენ გველოდება ისტორია, რომელიც თავისი გაუაზრებელი მოქმედებით ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. მან შექმნა ეს აჟიოტაჟი, ის დგას ამ პროცესის უკან, მან აღუძრა სიხარბე დამფუძნებლებს და შემდგომ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც საბოლოო ჯამში მიიყვანა პროცესი იქამდე, რომ ტელევიზია, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო დაბალანსებულობის, ღირსების, ობიექტურობის სიმბოლო, დღეს პოლიტიკური შანტაჟისა და დაპირისპირების მოედანი გახდა", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, "მაესტროს" ბედი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება უახლოეს მომავალში სიტუაცია. "მაესტრო" 2012 წლის 30 ნოემბრამდე იქნება იმ ფორმატში, რომელიც მე შევქმენი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
შპს "სტუდია მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასათიანი ეროსი კიწმარიშვილს 500 ათასი დოლარის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯია ტელეკომპანია "მაესტროში". (უფრო მეტიც, მისი მივლინებებიც კი მაკა ასათიანის მიერ იყო დაფინანსებული), რაზეც მიეცა არაერთი ზეპირი გაფრთხილება, თუმცა მან არ შეისმინა და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საკითხის განხილვა იურიდიულ ჭრილში გადაეტანათ, რაც განხორციელდა კიდეც 2011 წლის 11 ნოემბრიდან. დამფუძნებლებისა და ტელეკომპანიის ადვოკატების მიერ ეროსი კიწმარიშვილს გაეგზავნა არაერთი წერილი და მოეთხოვა მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების სრულად შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, 25-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ასეთი ვადა გადიოდა 2011 წლის 5 დეკემბერს", - ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ირაკლი ოქრუაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online