asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამუკა ღლონტმა "მაესტროს" გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა
სიახლე
მამუკა ღლონტმა "მაესტროს" გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა

2011-12-03 12:17:00



მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ღლონტმა განუცხადა , მის წინააღმდეგ უარყოფითი განწყობები შექმნეს, რომელიც "მაესტროს" ნდობის რეიტინგს შეიძლება გადაედოს. აქედან გამომდინარე იგი მიიჩნევს, რომ "მაესტროში" გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
"ვცდილობ, "მაესტრო" გადავარჩინო იმ ახალ სერიოზულ ტალღას, რომელსაც ახლა შეიძლება გადაყვეს ტელეკომპანია. რა განწყობებიც შექმნეს ჩემს წინააღმდეგ, ეს შეიძლება გადაედოს "მაესტროს" ნდობის რეიტინგს, შეიძლება მიაყენოს დარტყმა. ამიტომ მე ვთვლის, რომ "მაესტროში" გადაწყვეტილების მიღების უფლების არ უნდა მქონდეს",-განაცხადა ღლონტმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიაში მიიწვია კახა ბექაური, რითაც ცდილობს ძველი ღირსების აღდგენას. ამასთან ღლონტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ამ თემაზე განცხადებაც გაავრცელა.
"ახლა, როცა ეროსის "ტყვეობიდან" გამოვედი, ფეისბუქს გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს, ნაწილს ეჭვი ეპარება ჩემში. ჩემდა უნებლიედ ისეთი მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი, რომ აღარ აღვიქმები მედიის ნაწილად, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ამჟამად "მაესტროს" გენერალური პროდუსერი ვარ და ვგრძნობ, რომ ჩემი "მაესტროში" ყოფნით ასევე უნებლიედ ჩრდილს მივაყენებ ჩემს კოლეგებს, ჩემთვის ერთი ადამიანის აზრსაც დიდი მნიშვნელობა. ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვტოვებ ყოველგვარ პოსტს "მაესტროში", ვიქნები მხოლოდ მრჩეველი, ისიც იმიტომ, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. "მაესტროს" უხელმძღვანელებენ ილია კიკაბიძე და ეკა აკობია. ამ ორ ადამიანს 110 პროცენტით ვენდობი... კახა ბექაური, თუნდაც მრჩევლად. "აღარც ეროსი, აღარც მამუკა. მაესტრო თავისუფალია",-ნათქვამია ღლონტის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მამუკა ღლონტი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online