asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯონ ბასმა "მაესტროსთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
კომენტარი
ჯონ ბასმა "მაესტროსთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

2011-12-02 18:05:00



აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ბასმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე რეპორტაჟებს დიდი დრო ეთმობა, მისთვის სრულად არ არის ცნობილი რეალური ფაქტები. შესაბამისად, მიმდინარე დავაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, აღნიშნავს სხვა პრობლემას, რომელიც საქართველოშია შექმნილი.
ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნებისმიერ მედიასაშუალებას ჰქონდეს ნათელი და გამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკა, იქნება ეს ბეჭდური, ელექტრონული თუ ინტერნეტგამოცემა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ის პირები, ვინც სარედაქციო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას იღებენ, წყვეტენ, რომელი ახალი ამბავი უნდა გახდეს გაშუქების ღირსი.
~ერთი რამ, რის ნაკლებობასაც ვხედავ საქართველოში, ის თემაა, რომ სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები ყოველთვის არ არიან ცნობილი და ვერ ვიგებთ, როგორ ხდება სარედაქციო პოლიტიკის გატარება, რა ახალი ამბის შერჩევას ანიჭებენ უპირატესობას ესა თუ ის კონკრეტული მედიასაშუალებები. გასულ წელს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი შესწორებები, რომლითაც აუცილებელია გამჭვირვალე გახდეს მედიამფლობელთა ვინაობა, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ სარედაქციო პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე~,-განაცხადა ბასმა.
ამერიკის ელჩმა ეს კომენტარი უზენაეს სასამართლოში, იმიტირებულ პროცესებში მონაწილე სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ ~ინტერპრესნიუსის~ შეკითხვაზე გააკეთა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯონ ბასი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online