| ქალი და მამაკაცი |

"მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიისთვის მოზიდული 4,5 მლნ აშშ დოლარიდან, თანხის ნაწილი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ტელეკომპანიაში ყველა ფინანსები მოდიოდა მართვის კომპანიიდან, პირადად ჩემგან, მე ამ ფინანსების მობილიზებას ვახდენდი ჩემი საკუთარი რესურსით, ჩემი მეგობრების ფინანსებით და შემოწირულობებით. ბევრი ადამიანი დაეხმარა ”მაესტროს" ჩემი, როგორ პროფესიონალის, რეპუტაციის გამო. მათ შორის ერთ-ერთი იყო, მიუხედავად წარსულში არსებული ურთიერთობისა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე”, - განაცხადა კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ გუდავაძემ ”მაესტროს" დახმარების მიზნით სპეციალური ფონდიც კი ჩამოაყალიბა.
მისივე თქმით, ბიზნესმენი კოტე გოგელია მისი მეუღლის, მაკა ასათიანის სახით ახორციელდება ტელევიზია შენატანს, თუმცა ეს ითვლებოდა მართვის კომპანიის შენატანად.
” როცა ვამბობ, რომ 4,5 მლნ აშშ დოლარი მე მოვიტანე ”მაესტროში" - ეს სიმართლეა. დიახ, მე მოვიტანე 4,5 მლნ აშშ დოლარი”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დატოვების შესახებ. მან თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის ოფისი დატოვა. მათ რადიო "მაესტროში" გადაინაცვლეს, რომლის სტუდიიდანაც ტელეკომპანია "მაესტრო" განაგრძობს მაუწყებლობს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 









































































































