asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას
ლაშა ტუღუშის ინფორმაცია
ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას

2011-12-02 14:04:00



ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას, - ამის შესახებ ბიზნესმენთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეშფოთებულია იმ საფრთხეებით, რომელიც პრესას გავრცელების კუთხით იქმნება და გამოთქვამს სურვილს, მხარი დაუჭიროს ბეჭდური მედიის გავრცელებას. თუ რა ფორმის იქნება ეს მხარდაჭერა კონკრეტულად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"ეს ეხება უშუალოდ გავრცელების მხარდაჭერას. ზოგ შემთხვევაში ბეჭდური მედიის გავრცელებისთვის შესაძლებლობის გაჩენას, ზოგ შემთხვევაში კი - გაფართოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომაა, თუმცა დეტალები ჯერ ისევ შესაჯერებელია. დავინახეთ სერიოზული ინტერესი და მხარდაჭერა იმისა, რომ პრესა არ დარჩეს გავრცელების სისტემების გარეშე ან არ შეიზღუდოს მისი გავრცელება იმის გამო, რომ გაუგებარი და არასერიოზული მიზეზებით პრესის ჯიხურებს იღებენ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
საქართველოს პრესის ასოციაციის წევრებისა და ბეჭდური მედიის გამომცემელთა და გამავრცელებელთა შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრესის სადისტრიბუციო კომპანიების "პლანეტა ფორტეს", "ელვა სერვისისა" და "მაცნეს" ხელმძღვანელები, ასევე ბეჭდური პრესის წარმომადგენლები - გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე, "კვირის პალიტრის" დაფუძნებელი ირაკლი თევდორაშვილი, "ახალი ვერიის" რედაქტორი მაია ფურცელაძე, გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი ჯაბა ხუბუა და სხვები.
როგორც ცნობილია, მერიამ პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევებში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესიის ჯიხურები, მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია. მერიის გადაწვეტილებას "საქართველოს პრესის ასოციაცია", სხვადასხვა მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიძინა ივანიშვილი
კავშირი ტეგთან: პრესის ასოციაცია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online