


| ქალი და მამაკაცი |







"მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აწარმოებდა . ამის შესახებ კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ღლონტს შორის შეხვედრაც შედგა.
"ივანიშვილთან ლღონტის და მისი პარტნიორების საუბრის დროს იყო შეთავაზება, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გადავიდოდა სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილთან. მხოლოდ ამას ვამბობ მეტს არაფერს. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამავე პერიოდში დამფუძნებლებმა ჩემთან ეპისტოლარულ ჟანრში დაწყეს საუბარი, მათი გაქტიურება დროში ზუსტად ემთხვევა ივანიშვილის გამოჩენას. ამ ურთიერთობის შედეგი არის ის რომ ივანიშვილის "გლობალ TV"-ის მეშვეობით "მაესტრო" უკანონოდ მაუწყებლობს ", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, "გლობალ TV" ბიძინა ივანიშვილის და მისი ძმის მფლობელობაშია.
"ყველა აქტივი, ყველა უძრავ-მოძრავი ქონების ვალდებულება ჩემია", - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დატოვების შესახებ. მან თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის ოფისი დატოვა. მათ რადიო "მაესტროში" გადაინაცვლეს, რომლის სტუდიიდანაც ტელეკომპანია "მაესტრო" განაგრძობს მაუწყებლობს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს









ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 
























































































































































































