


| ქალი და მამაკაცი |







ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ყურადღებით ვაკვირდები თქვენი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხედავ, როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნებაც თქვენი და თქვენი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის "იმედის" განადგურება და აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და ბეჭდურ მედიასთან ერთად, თქვენი რიგიც დადგა.
როგორც ჩანს, მან ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ გაქვთ ის, რისი დათრგუნვაც შეუძლებელია: თავისუფალი სიტყვისა და თქვენი პროფესიული ღირსების ერთგულება.
მე დავუშვი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვენდე დღევანდელ ხელისუფალთა კეთილ ზრახვებს და დავხურე მე-9 არხი. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დავიჯერე მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის. ამ დახურვით უნებურად ხელი შევუწყვე დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლიერებას.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს.
მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ, თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!", - ნათქვამია მიმართვაში.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს









ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 
























































































































































































