asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროსი კიწმარიშვილი იმუქრება
თუ დამფუძნებლები არ დატოვებენ ტერიტორიას, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით აღვადგენთ სრულფასოვან მაუწყებლობას
ეროსი კიწმარიშვილი იმუქრება

2011-12-01 10:51:00



თუ "მაესტროს" დამფუძნებლები არ დატოვებენ ტერიტორიას, დღის განმავლობაში გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აღვადგენთ "მაესტროს" სრულფასოვან მაუწყებლობას , _ ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
კიწმარიშვილი მოუწოდებს "მაესტროს" დამფუძნებლებს გამოიჩინონ კეთილი ნება და დატოვონ ბლოკირებული ტერიტორია.
"გადავიტანოთ ურთიერთობების გარკვევა ტელევიზიის ტერიტორიიდან. მივმართავთ დამფუძნებლებს, გავიდნენ და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების, მედიატორის მონაწილეობით, თუ არ მიიღებენ ამ წინადადებას, დღის განმავლობაში გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აღვადგენთ "მაესტროს" სრულფასოვან მაუწყებლობას. იძულების წესით, ჩვენი რესურსით გამოვიყვანთ და ჟურნალისტებს მივცემთ საშუალებას, დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რეჟიმს", _ აცხადებს კიწმარიშვილი.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილი მზად არის, "მაესტროს" დამფუძნებლებთან მოლაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაციების მედიატორობით აწარმოოს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც "მამუკა ღლონტი ტელევიზიის უკანონოდ ბლოკირებულ ტერიტორიას დატოვებს".


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online