asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვის დაუთმო ”უცნობმა” თავისი წილი ”მაესტროში”
ახალი გადანაწილება
ვის დაუთმო ”უცნობმა” თავისი წილი ”მაესტროში”

2011-12-01 10:54:37



გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროში“ თავისი კუთვნილი 25 %-იანი წილი „მაესტროს“ სხვა მეწილეებს მართვის უფლებით გადასცა.

სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის 30 ნოემბრის ამონაწერით ირკვევა, რომ საკუთრების მინდობისა და წილის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) თავისი 25%-იანი წილიდან 7,5%,- 7,5% მართვის უფლებით გადასცა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ილია (ბაჩო) კიკაბიძეს, ასევე მამუკა ღლონტს გიორგი ებრალიძას და ლევან ჩიკვაიძეს. 2,5%-იანი წილი, წინასწარი საკუთრების უფლებით, გადაეცა კიდევ ერთ მეწილეს-ეკატერინე აკობიას. ამ ცვლილებით მამუკა ღლონტი ფლობს „მაესტროს“ 22,5 %-ს, გიორგი ებრალიძე, 22,5 %-ს, ლევან ჩიკვაიძე 22,5 %-ს. ეკატერინე აკობია 7,5 %-ს, მაკა ასათიანი 25 %-ს.

„მაესტროს“ თავდაპირველად ოთხი მფლობელი ჰყავდა (გიორგი ებრალიძე - 38%, მამუკა ღლონტი38%, ლევან ჩიკვაიძე 19% და ეკატერინე აკობია 5%).

2011 წლის აპრილში „მაესტროს" წილის 50% ოპოზიციის ერთერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმამ, მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ(„უცნობი"), 400 ლარად შეიძინა. აპრილში დადებული გარიგებით მთავარ დამფუძნებლებს - ღლონტს, ებრალიძესა და ჩიკვაიძეს 15-15% დარჩათ, ეკატერინე აკობიამ თავისი 5%-იანი წილი შეინარჩუნა. ერთი თვის შემდეგ გიორგი გაჩეჩილძემ თავისი წილიდან 25% ოპოზიციური „ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის კოტე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს, 300 ათას ლარად მიჰყიდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online