| ქალი და მამაკაცი |

ტელეკომპანია "მაესტროში" ვითარება უცვლელია. შენობაში კვლავ რჩებიან მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ეროსი კიწმარიშვილი და "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი . არც ერთი მათგანი შენობის დატოვებას არ აპირებს.
ამასთან, "მაესტროს" დამფუძნებელთა ჯგუფი ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს და მათი წარმომადგენლების "მაესტროს" შენობიდან დაუყოვნებლივ გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ საღამოს, ტელეკომპანიის შენობასთან დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენელმა ლევან ჩიკვაიძემ გააკეთა. მის მიერ წარმოდგენილ მიმართვასა და წერილში მოყვანილია რამდენიმე პუნქტი, სადაც დამფუძნებელთა ჯგუფი მმართველ კომპანიას და ეროსი კიწმარიშვილს რამდენიმე ძირეული პუნქტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
კერძოდ, საუბარია ფინანსური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბაბად დასახელებულია ეროსი კიწმარიშვილისა და მისი თანმხლები პირების ტელეკომპანიის შენობაში შესვლა, რასაც დამფუძნებელი ჯგუფის წევრები შენობაში შეჭრად აფასებენ.
დამფუძნებელთა ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიმართვას და წერილ დღეს სასამართლო ორგანოებს გადასცემენ.
ეროსი კიწმარიშვილი კი "მაესტროს" დამფუძნებლებთან საუბარს მათი მხრიდან მხოლოდ ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ აპირებს. მისი თქმით, დამფუძნებლებისგან ტელეკომპანიის მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი არ მიუღია.
კიწმარიშვილს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რომ მამუკა ღლონტმა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და შემდეგ დამფუძნებლებმა და მართვის კომპანიამ დაიწყონ საკითხის ლეგალური, სამართლებრივი განხილვა, რათა კონსენსუსი მოძებნონ.
ტელეკომპანია ~მაესტროში~ არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ნოემბერს, დაახლოებით 07.15 საათზე შენობაში ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად შევიდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერიც.
მოგვიანებით, ტელეკომპანია ეთერში მამუკა ღლონტის განცხადებით გავიდა. "მაესტრო" ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს. მაუწყებლობა ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ნაწილის საშუალებით ხორციელდება, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, აგრეთვე, ლევან ჩიკვაიძე, რომლებიც ამავდროულად არხის დამფუძნებლები არიან. თავის მხრივ, არხის დამფუძნებლებმა კონტრაქტი შეუწყვიტეს არხის მმართველ კომპანიას, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი წარმოადგენს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 









































































































