asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მაესტროს" ოფისთან საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა მისვლა დაიწყეს
მამუკა ღლონტის მოწოდების შემდეგ
"მაესტროს" ოფისთან საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა მისვლა დაიწყეს

2011-11-30 23:28:00



მამუკა ღლონტის მოწოდების შემდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" ოფისთან საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა მისვლა დაიწყეს .
ამჟამად "მაესტროს" ოფისთან 30-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ტელეკომპანიასთან მივიდნენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე, ასევე, სოზარ სუბარი, ლაშა ჩხარტიშვილი, დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია.
როგორც "მაესტროსთან" მისული პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის საფრთხის შემცველი იყო მამუკა ღლონტის მიერ გაკეთებული განცხადება. მათი აზრით, რეალურად შეიძლება არსებობდეს რისკები და საფრთხეები, რომ "მაესტროს" მიმართ განხორციელდეს გარკვეული სახის ზეწოლა და ისინი შეეცდებიან, ამ ყველაფერს ცივილური ფორმებით, თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატვის გზით, ხელი შეუშალონ.
ეკა ბესელიას განცხადებით, იზიარებს დღეს გამოთქმულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ "მაესტროს" გარშემო პრობლემების შექმნა ნაწილობრივ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ამ ტელეკომპანიის ეთერში და, ზოგადად, მის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში.
"მაესტროს" შენობასთან ასევე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება.
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა დღეს საღამოს საზოგადოებას მიმართა, მივიდნენ "მაესტროს" ოფისთან, რათა კანონის ფარგლებში ერთად დაიცვან "მაესტრო" "ამაღამ მოსალოდნელი ხიფათისგან".


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მამუკა ღლონტი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online