asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეროსი კიწმარიშვილი მამუკა ღლონტს "მაესტროს" დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
მოწოდება
ეროსი კიწმარიშვილი მამუკა ღლონტს "მაესტროს" დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

2011-11-30 18:47:00



ეროსი კიწმარიშვილი მამუკა ღლონტს ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილმა განუცხადა, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ტელევიზიაში კანონით მინიჭებული უფლება განახორციელოს.

"ჩემ მიერ გათავისუფლებულმა მამუკა ღლონტმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ტელევიზია, რადგან ის ტელევიზიაში არის შეჭრილი და ბლოკირებული აქვს შენობის ნაწილი. ტელევიზიიდან მისი წასვლის შემდეგ ყველა ჟურნალისტს მიეცემასაშუალება, დაბრუნდეს ტელევიზიაში და ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა"- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებებისა, ის მზად არის შეხვდეს ყველა მათგანს, ინდივიდუალურ რეჟიმში დაელაპარაკოს და აუხსნას შექმნილი ვითარება.
ტელეკომპანია ~მაესტროს~ შენობაში დილიდან ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად შევიდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერიც.
მოგვიანებით, ტელეკომპანია ეთერში მამუკა ღლონტის განცხადებით გავიდა. "მაესტრო" ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.
მაუწყებლობა ჟურნალისტთა და ტექნიკური პერსონალის ნაწილის საშუალებით ხორციელდება, რომლებმაც შენობაში შესვლა მოახერხეს.
"მაესტროს" შენობაში იმყოფება "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი და "მაესტროს" მმართველის კომპანიის მფობელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც მამუკა ღლონტს შენობას დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, რომლებიც ამავდროულად არხის დამფუძნებლები არიან.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online