| ქალი და მამაკაცი |

თბილისში პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღება გრძელდება. კიდევ ერთი ჯიხური ბუკიას ბაღში აიღეს.
ბუკიას ბაღში პრესის გამავრცელებელ ჯიხურს ინდმეწარმე ნუნუ ლაბაძე 12 წელია, ფლობდა. 2007 წლიდან კი, მას ჯიხურის ტერიტორიის არენდით მართვის უფლება უვადოდ ჰქონდა. არებული ინფორმაციით, ნანა ლაბაძის ჯიხურის ადგილზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა და, შესაბამისად, ამ აუქციონში დამარცხებულად არ ითვლება. ამის მიუხედავად, ჯიხურის ასაღებად ადგილზე წუხელ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯიხური აიღეს.
როგორც ნუნუ ლაბაძემ შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 10 დღის განმავლობაში თბილისის მერიიდან აფრთხილებდნენ, რომ ჯიხური უნდა აეღო. თუმცა, ნუნუ ლაბაძისთვის უცნობია, რა მოტივით.
"აცხადებდნენ, რომ ძველი ნებართვა გაუქმებულია და საჭიროა ახალის აღება. ნებართვა მერიის მიერვე იყო გაცემული. თუ რაიმეს არაკანონიერად ვფლობდი, უნდა ეთქვათ. მოტივი უნდა დაესაბუთებინათ", _ აცხადებს პრესის ჯიხურის მეპატრონე.
შემთხვევის ადგილზე წუხელ "პრესის ასოციაციის" წევრი ელისო ჩაფიძეც იმყოფებოდა. როგორც ელისო ჩაფიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ამის გამო ჟურნალისტებისგან პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მიიღებს.
"აქციის დროს დავანახვებთ მთელს მსოფლიოს, როგორ ებრძვის მიხეილ სააკაშვილი პრესას", _ განაცხადა ჩაფიძემ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში უკვე აღებულია ან უნდა აიღონ პრესის გამავრცელებელი სხვადასხვა კომპანიის 20-მდე ჯიხური.
სააგენტოები ჯიხურების ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან იღებენ, რის შემდეგაც ჯიხურები ორ დღეში უნდა აიღონ.
ვიდეო
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 




