asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”მაესტრომ” მაუწყებლობა განაახლა. მამუკა ღლონტი მედიას და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
მოვლენები სწრაფად ვითარდება
”მაესტრომ” მაუწყებლობა განაახლა. მამუკა ღლონტი მედიას და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

2011-11-30 12:13:00



ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მედიას და საზოგადოებას ტელევიზიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ღლონტმა ~მაესტროს~ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ტელეკომპანიამ მუშაობა რამდენიმე წუთის წინ მამუკა ღლონტის განცხადებით განაახლა.
~მედიის წარმომადგენლებს ვთხოვ, მობრძანდნენ ჩვენთან, დაგვიჭირონ მხარი. თუ მოგვეცემა საშუალება, დავიწყებთ უწყვეტ რეჟიმს. ამასთან, ვთხოვ საზოგადეობას, ნუ აჰყვება პანიკას, ჩვენ არ გვჭირდება გამოსვლები, არავითარი ძალადობრივი მოქმედებები, ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვისი სურვილიცაა ~მაესტროს~ ფუქქციონირების შეწყვიტა~, - განაცხადა ღლონტმა.
მისივე თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტების თითქმის მთელი კოლექტივი გმობს ეროსი კიწმარიშვილის საქციელს და ემირჩილება ~მაესტროს~ დამფუძნებლებს.
ტელეკომპანია ~მაესტროს~ შენობაში დილიდან ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირებთან ერთად იმყოფებოდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ ჰქონდათ. გათიშული იყო ტელეკომპანია ~მაესტროს~ ეთერიც.
მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეღწევა მოახერხეს და "მაესტრო" ეთერში ღლონტის განცხადებით გავიდა. "მაესტრო" ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მამუკა ღლონტი
კავშირი ტეგთან: მედია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online