asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”მაესტროს” ჟურნალისტები კიწმარიშვილის წინააღმდეგ
განცხადება
”მაესტროს” ჟურნალისტები კიწმარიშვილის წინააღმდეგ

2011-11-30 12:05:00



ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები დღევანდელ ინცინდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებენ. ეს განცხადება ტელეკომპანია მაესტროსთან შეკრებილ საზოგადეობას არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ გააცნო.

"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა მაესტროს მიმართ განახორციელა. ჩვენ ყველანი დღემდე ვამაყობდით ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობით და სურვილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი მუშაობა უნდა გაგრძელდეს ისე როგორც ვმუშაობდით. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის მათ შორის გენერალური რედაქციის, დირექტორის ილია კიკაბიძის, პროდიუსერების მამუკა ღლონტისა და ლევან ჩიკვაიძის და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლება. იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ისე, როგორც გვიმუშავია მიგვაჩნია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად უნდა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და უნდა მოგვცეს მუშაობის საშუალება", აღნიშნულია მაესტროს ჟურნალისტების განცხადებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online