asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამუკა ღლონტი – ეროსი კიწმარიშვილმა მომხსნა, ოღონდ საიდან, არ ვიცი
განცხადება
მამუკა ღლონტი – ეროსი კიწმარიშვილმა მომხსნა, ოღონდ საიდან, არ ვიცი

2011-11-30 10:42:00



ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"ეროსი კიწმარიშვილმა, როგორ არ ვიცი, მაგრამ მოხსნა ტელევიზიის გენერალური დირექტორი ილია კაკაბაძე. მომხსნა მეც, ოღონდ საიდან მომხსნა, არ ვიცი, დამიზუსტებს ალბათ, თანამდებობიდან მოხსნა კიდევ რამდენიმე ადამიანი და გამაგრებულია ტელევიზიაში საპატრულო პოლიციასთან ერთად”, - განაცხადა ღლონტმა რადიო ”პალიტრის” ეთერში.
ტელეკომპანია ”მაესტროს” მუშაობა პარალიზებულია. ტელევიზიის დამფუძნებლები და თანამშრომლები ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. შენობაში ეროსი კიწმარიშვილი 10-მდე პირთან ერთად იმყოფება და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევს. გათიშულია ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერი.
გუშინ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ეროსი კიწმარიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online