asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოზარ სუბარი - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია
კომენტარი
სოზარ სუბარი - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია

2011-11-30 09:47:00



ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული პარტიის" მოქმედმა თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განუცხადა . სუბარი ტელეკომპანია "მაესტროსთან" იმყოფება და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სოლიდარობას უცხადებს.
"ბავშვები მიმყავდა სკოლაში, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ "მაესტროში" თანამშრომლები ვერ შედიოდნენ და მეც აქ მოვედი. დაუშვებელია, ჟურნალისტებს საქმიანობაში ვინმემ ხელი შეუშალოს. ამ ფაქტს მე ჯერ იურიდიულ კვალიფიკაციას ვერ მივანიჭებ", - აღნიშნა სუბარმა.
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები და თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში შესვლას და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ, რადგან იქ ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირთან ერთად იმყოფება და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერი გათიშულია. ვითარების გასარკვევად "მაესტროს" ოფისში სამართალდამცავები არიან შესული.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "მაესტროს" დაფუძნებლება გუშინ განცხდება გაავრცელეს და "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწარმიშვილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულეს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სოზარ სუბარი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online