asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”მაესტრო” გათიშულია. ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" თანამშრომლებს შენობაში არ უშვებს
მამუკა ღლონტის ინფორმაცია
”მაესტრო” გათიშულია. ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" თანამშრომლებს შენობაში არ უშვებს

2011-11-30 09:30:00



ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" შენობა უცნო პირებთან ერთად დაიკავა და ტელევიზიის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დაფუძნებელმა მამუკა ღლონტმა აცნონა.
მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზიის შენობა, დაახლოებით, 10 უცნობ პირებთან ერთად დაიკავა.
როგორც ღლონტი აცხადებს, ტელევიზიის თანამშრომლებმა პატრული გამოიძახეს. ახლა შენობასთან იმყოფებიან პატრულისა და ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც ტელევიზიის შენობაში ვერ შედიან.

როგორც"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ნუცუბიძის ქუჩაზე "მაესტროს" დამფუძნებლები, წამყვანები, პროდიუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები იმყოფებიან. ისინი შენობაში ვერ შედიან, რადგან იქ ეროსი კიწმარიშვილი უცნობ პირთან ერთად იმყოფება და თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ აძლევს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიასთან უცნობ პირთან ერთად 07:15 საათზე მივიდა, ისინი ღობეზე გადაძვრნენ და მას შემდეგ სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ფაქტის გამო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. 

სამართალდამაცვები ვითარების გასარკვევად "მაესტროს" ოფისში არიან შესული. "მაესტროს" თანამშრომლებთან ერთად იმყოფება "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი

ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერი ამ დროისთვის კვლავ გათიშულია. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: მაესტრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online